x
საფრანგეთში სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აეკრძალათ
6 თებერვალი, 1:04

image
საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონმდებლობით სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აუკრძალეს ინფორმაციას ტელეარხი "iTele" ავრცელებს.

5 თებერვლიდან მსხვილი მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ.

სენატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ითვალისწინებს იმ სუპერმარკეტების დაჯარიმებას, რომლებიც საკვებს გაანადგურებენ, თუმცა რაში გამოიხატება სასჯელი, არ კონკრეტდება.

აღნიშნული კანონის მიღებამდე სავაჭრო ობიექტები არა მხოლოდ ყრიდნენ პროდუქტებს, არამედ განზრახ ხდიდნენ მას გამოუსადეგარს უსახლკარო ადამიანებისთვის.

ერთერთი ფრანგი პარლამენტარის განცხადებით, საკვების მიღებას 10 მილიონი ადამიანი შეძლებს.

აქტივისტები, რომლებმაც აღნიშნული ინიციატივა გაიტანეს, აპირებენ, ეს პრაქტიკა ევროკავშირის სხვა ქვეყნებზეც გაავრცელონ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, 2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 790 მილიონი ადამიანი შიმშილობდა. მოხსენებაში საუბარია, რომ მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა მცირდება მიუხედავად სტიქიური უბედურებებისა, შეიარაღებული კონფლიქტებისა და საერთო პოლიტიკური არასტაბილურობისა. 25 წლის წინ ეს რიცხვი მილიარდს აჭარბებდა.

166
7-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ნავთობის ფასის კატასტროფული დაცემა 2016ნავთობის ფასის კატასტროფული დაცემა 2016
ნავთობის ბიზნესის ისტორიაში ასეთი ღრმა კრიზისი რამოდენიმე ათეული წელიწა...
შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა, დაკავებულია 28 წლის ქალიშსს-მ კიბერდანაშაული გახსნა, დაკავებულია 28 წლის ქალი
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ...
რამდენია თქვენი ბიოლოგიური ასაკი?რამდენია თქვენი ბიოლოგიური ასაკი?
ინგლისელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით...
სოხუმში “მთავრობის ყოფილი შენობის” აღდგენა იგეგმებასოხუმში “მთავრობის ყოფილი შენობის” აღდგენა იგეგმება
სოხუმში 5 თებერვალს მთავრობის ყოფილი შენობის აღდგენასთან და...
ბაღებისა და ეზოების მოწყობის 45 საოცრად ორიგინალური იდეაბაღებისა და ეზოების მოწყობის 45 საოცრად ორიგინალური იდეა
უმშვენიერესი ყვავილებით, ორიგინალური მცენარეებით და ს...
მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების ტოპ 30 გამოქვეყნებულია.მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების ტოპ 30 გამოქვეყნებულია.
ბისნეს კომპანია Interbrand-ი ყოველწლიურად აქვეყნებს...
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნებიმსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები
1)კატარი 2016 წლის მონაცემებით ყველაზე მდიდარ ადგილად ითვლება.მთლიანი შიდა პრ...
პური წინასაარჩევნოდ გაძვირდება?!ვინ  ემუქრება საცხობებს?!პური წინასაარჩევნოდ გაძვირდება?!ვინ ემუქრება საცხობებს?!
მეხორბლეთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებით 2012-2013 ...
50 ყველაზე მდიდარი ქართველი50 ყველაზე მდიდარი ქართველი
1)ბიძინა ივანიშვილი- 8.000.000.000$ 2)ტარიელ ვასაძე-5.000.000.000$ 3)ნიკოლოზ გოგიტი...