x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საფრანგეთში სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აეკრძალათ

image
საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონმდებლობით სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აუკრძალეს ინფორმაციას ტელეარხი "iTele" ავრცელებს.

5 თებერვლიდან მსხვილი მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ.

სენატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ითვალისწინებს იმ სუპერმარკეტების დაჯარიმებას, რომლებიც საკვებს გაანადგურებენ, თუმცა რაში გამოიხატება სასჯელი, არ კონკრეტდება.

აღნიშნული კანონის მიღებამდე სავაჭრო ობიექტები არა მხოლოდ ყრიდნენ პროდუქტებს, არამედ განზრახ ხდიდნენ მას გამოუსადეგარს უსახლკარო ადამიანებისთვის.

ერთერთი ფრანგი პარლამენტარის განცხადებით, საკვების მიღებას 10 მილიონი ადამიანი შეძლებს.

აქტივისტები, რომლებმაც აღნიშნული ინიციატივა გაიტანეს, აპირებენ, ეს პრაქტიკა ევროკავშირის სხვა ქვეყნებზეც გაავრცელონ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, 2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 790 მილიონი ადამიანი შიმშილობდა. მოხსენებაში საუბარია, რომ მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა მცირდება მიუხედავად სტიქიური უბედურებებისა, შეიარაღებული კონფლიქტებისა და საერთო პოლიტიკური არასტაბილურობისა. 25 წლის წინ ეს რიცხვი მილიარდს აჭარბებდა.

0
172
7-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0