x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
5 ყველაზე ცნობილი ტრანსვესტიტი პოპ-მუსიკაში
1-კონჩიტა ვურსტი(თომას ნაივირტი)."ევროვიზია-2014"-ის გამარჯვებული.ბევრი თვლის, რომ ევროპის გაერთიანებისთვის ამ მომღერალმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ევროკავშირის ბიუროკრატმა მოხელეებმა.მასზე წერდნენ New York Times, ხოლო BBC-მ მას "ევროპული ღირებულებების მხსნელი უწოდა".კონჩიტას თვით გაეროს გენერალური მდივანიც შეხვდა.


კონჩიტა ვურსტი არც თუ ისეთი ცუდი პოპ -მომღერალია.ამას მისი ბოლო ალბომიც ადასტურებს, თუმცა მშობლიური ავსტრიის ჩარტების ფარგლებს მაინც ვერ გაცდა.

image





2-ვერკა სერდიუჩკა-იგივე სერგეი დანილენკო კონჩიტასგან განსხვავებით ქალად გარდაქმნილ აშკარა გეის არ ანსახიერებს.ვერკა სერდიუჩკა ნატურალად დარჩა, თუმცა ქალის პაროდირებას ახდენს, თან საკმაოდ მხიარულად.იგი პოპულარულია მშობლიურ უკრაინაში და კიდევ უფრო პოპულარული რუსეთში.ამ ბოლო დროს სერდიუჩკა აღარ ჩანს, იგი ამერიკაშია და მალე გამოჩნდება ჰოლივუდურ კომედიაში "ჯაშუში."

image




3-დანა ინტერნაციონალი-წარმოშობით იემენელს და ისრაელში მცხოვრებ დანას პასპორტი ახლაც არ გამოუცვლია.არა და სქესის შეცვლის ოპერაცია ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაიკეთა.იარონ კოენიმ რამდენჯერმე სცადა "ევროვიზიის" კონკურსზე გასვლა და ბოლოს მაინც მიაღწია თავისას.გაიმარჯვა 1998 წელს და სიმღერა "diva" იმ წლების ერთ-ერთი უპირველესი ჰიტი გახდა.თუმცა შემდგომში მის შემოქმედებას უკვე ინტერესი აღარ გამოუწვევია.

image





4-რუ პოლი-იგივე ენდრიუ ჩარლზი, ალბათ ყველაზე კომერციულად წარმატებული ტრანსვესისტი.ორმეტრიანი გიგანტი სან-დიეგოდან პანკ-როკს მღეროდა.შემდეგ 90-იანების დასაწყისში პოპ-მუსიკაში გადაერთო.ჩაწერა ჰიტი "Don't Go Breakin' My Heart" ელტონ ჯონთან დუეტში.ამის გარდა რუ პოლი ფილმებშიც თამაშობდა.ამჟამად კი ტელევიზიაში საკუთარი შოუ აქვს "Ru Paul's Drag Race".


image




5-დივაინი-ჰარის გლენ მილსტედი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი გახლდათ.უყვარდა ტკბილეული და 180 კილოგრამს იწონიდა. გადღაბნილი მაკიაჟი და მოკლე კაბა მას მსუქან, ვულგარული ქალად აქცევდა.განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმით "ვარდისფერი ფლამინგო" და "თმების ლაქი".ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული პოპულარულობა მოუტანა.აგრეთვე დივაინმა ჩაწერა ოთხი ალბომი. შექმნა კლუბური ჰიტები "I'm So Beautiful", "Shoot Your Shot" და "you think you're a man ".


დივაინი 1988 წელს გარდაიცვალა ძილში 42 წლის ასაკში.მოგვიანებით გამოვიდა "თმების ლაქის" რემეიკი, სადაც უკვე ჯონ ტრავოლტა თამაშობს.

image



0
729
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0