x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ეკონომიკა - ოპეკი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი, კატარი

imageთანამედროვე არაბული ქვეყნები მნიშვნელოვან კონკურენციას
უწევენ მსოფლიო ბაზარზე ისეთ სახელმწიფოებს როგორებიც არიან ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირის
ქვეყნები. რაც განპირობებულია განვითარებული ეკონომიკური სისტემით და მეტწილად ნავთობის
მოპოვებით. სპარსეთის ყურის ექვსი არაბული ქვეყანა - ბაჰრაინი, კატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი და საუდის არაბეთი ფლობენ ნავთობის მსოფლიო მარაგის ნახევარს. ამ რეგიონში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული დანაკარგები ყველაზე მცირეა. ნავთობის მოპოვების ღირებულება მერყეობს მაგ. საუდის არაბეთში 1-1.5 დოლარამდე
ბარელზე, ხოლო ომანში 4 დოლარამდე, რაც ჩრდილოეთ ზღვაში 15 დოლარია. ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ ოპეკის არსებობით. ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებული არიან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები, რათა ერთობლივი ძალით წინააღმდეგობა გაეწიათ ნედლი ნავთობის ხელოვნურ გაიაფებასთან. ამჟამად ოპეკის წევრია სპარსეთის ყურის ყველა არაბული ქვეყანა, ბაჰრაინისა და ომანის გამოკლებით.
ოპეკი მეტ-ნაკლებად ცდილობს ფასები არეგულიროს და გარკვეული თანაფარდობით გადაანაწილოს კვოტა წევრ ქვეყნებს შორის. ეს იყო 1960 წელს მისი დაარსების მიზეზი. ორგანიზაციის პირველი წევრები სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან იყვნენ საუდის არაბეთი, ერაყი და ქუვეითი. 1961 წელს კი კატარიც შეუერთდა მათ. აღნიშნული ქვეყნების უმთავრეს ეკონომიკორ შემოსავალს წარმოადგენს ნავთობის მოპოვება და ექსპორტი. რაშიც პირველ ადგილზეა საუდის არაბეთი, აქ მოდის მსოფლიო ნავთობის მოპოვების 12, 6% დღეში დაახლოებით 10, 413 მილიონი ბარელი
მისი მარაგიც საკმაოდ სოლიდურია 264, 2 მილიარდი ბარელი. შემდეგია ერაყი- მსოფლიო წილის 2, 7 % ით და 111 მილიარდი ბარელის მარაგით. ასევე დღეში მოიპოვებს 2, 145 მილიონ ბარელს.
რაც შეეხება ქუვეითს ის მესამე ადგილზეა ნავთობის მარაგით ერაყის შემდეგ - 101, 5 მილიარდი ბარელი. დღეში 2, 626 მილიონი ბარელი, ხოლო მსოფლიო მოპოვების 3, 3 %. ხოლო კატარი, რომელიც მოგვიანებით შემოუერთდა ოპეკის ქვეყნებს ქუვეითის მარაგის მესამედიც არ არის დაახლოებით 27, 4 მილიარდი ბარელი. მსოფლიო წილის 1, 4 % . დღეში საშუალოდ 1, 197 მილიონი ბარელი.
image
საუდის არაბეთი
ნავთობის მარაგით პირველია ამ ქვეყნებს შორის. საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება დაიწყო 40-50 იან წლებში, როცა ამერიკამ დაიწყო ნავთობის მოპოვება და სწრაფად გადაიქცა ერთ-ერთი წამყვან სახელმწიფოდ. განსაკუთრებული როლი ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკურ ცხოვრებაში აქვს ნავთობ -კომპანია „არამკოს“. 1980 წელს ქვეყანამ გამოისყიდა უცხოური წილი ამ ფირმაში და უწოდა „საუდი-არამკო“. საუდის არაბეთის
ინდუსტრიის საფუძველი არის ნავთობისა და გაზის მრეპველობა. ნავთობის საექსპორტო შემოსავლები მართლაც რომ კოლოსალურია, მაგრამ საუდის არაბეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შიდა ვალი 170 მლრდ. დოლარი.
imageრაც შეეხება ერაყს ნავთობის მოპოვება წარმოადგენს ეკონომიკის უმთავრეს ფაქტორს. ქვეყნის დაახლოებით 95% პროცენტი. ბოლო წლებში ერაყის ეკონომიკა დიდ კრიზის განიცდიდა, ჯერ კიდებ ირან-ერაყის ომიდან დაწყებული მრავალი საგარეო თუ შიდა ვალით დამთავრებული, რასაც მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმაც დიდი დაღი დაასვა. უნდა ითქვას რომ მრავალრიცხოვანი ვალებიდან რომელიც ერაყს დაუგროვდა პარიზის კლუბმა ჩამოაწერა 7, 8 მლრდ დოლარი ბოლო ვალი რომელიც სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში დაუგროვდათ. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ წლების განმავლობაში ერაყი არღვევდა საერთაშორისო სანქციებს და ეწეოდა ნავთობის კონტრაბანდას მეზობელ ქვეყნებში და საზღვაო პორტებში. 2008 წელს შედგა პირველი შეთანხმება სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ უცხოურ ფირმასთან. რომლის თანახმადაც ნავთობგაზის კორპორაცია ნავთობის წარმოებას დაიწყებს ვასიტის პროვინციაში, ბაღდადის სამხ-აღმ.ით.
imageქუვეითს თუ გადავხედავთ, გაუსუფთავებელი ნავთობის დიდ
მარაგს ფლობს, ეს არის მსოფლიო მარაგის 9, 6%. ქუვეითში ნავთობის წარმოება დაიწყო 1938 წელს. მისი ექსპორტი მოგვიანებით 1946 წლიდან დაიწყეს და დღემდე ქუვეითის ექსპორტის ერთ-ერთ ძირითად წყაროს სასუქთან და გაზთან ერთად, ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენს. ქუვეითში არსებობს აგრეთვე „მომავალი თაობის ფონდი“, სადაც ყოველწლიურად ირიცხება ნავთობიდან მიღებული შემოსავლების 10%. ასეთი ეკონომიკის წყალობით ქუვეითს აქვს ერთ-ერთი საუეთესო სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, თავის მოქალაქეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით,
სამუშაო ადგილებით, ღირსეული პენსიით, უფასო სამედიცინო მომსახურებით და განათლებით. გამოყოფს სუფსიდიებს ელექტრობაზე, წყალზე, ზენზინზე. გარკვეული შეღავათებია დაწესებული იმიგრანტებზეც. როგორც აღინიშნა ქუვეითის ექსპორთის რიგებშია გაზი, თუმცა მისი მარაგი ნამდვილად არ არ საკმარისი მომავლის გეგმებისათვის.
imageკატარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ყურის არაბულ
ქვეყნებში, ნავთობის ექსპორტიორებიდან. იგი მოგვიანებით 1961 წელს შეუერთდა ოპეკის
ქვეყნებს, თუმცა ერთ-ერთ პირველ წევრად შეიძლება ჩავთვალოთ. კატარის ეკონომიკის ძირითად დარგს წარმოადგენს ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა.
ნავთობის ექსპორტიდან მიღებულოი შემოსავალი შეადგენს 85%-ს. ქუვეითისგან განსხვავებით
კატარში ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მარაგია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
ნავტობისა და გაზის წარმოებასა და მაღლკვალიფიციური კარდრების მომზადებას უზრუნველყოფს-
Qatar General Petroleum
Corporation.
რაც შეეხება სოფლის
მეურნეობას ნაკლებად არის განვითარებული კატარში .
ძირითადად მიწათმოქმედება ოაზისებშია გავრცელებული. მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. (ფინიკი, ქოქოსი, მარცვლეული) მომთაბარეეები დაკავებული არიან მეცხოველეობით, აწარმოებენ რძის პროდუქტსა და ხორცს. ერაყშიც ნაკლებად არის განვითარებული სოფლისმეურნეობა, რასაც მნიშვნელოვნად აფერხებს სამუშაო ძალის უქონლობა, მლაშე ნიადაგები და მიწის რეფორმის წარუმატებლობა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების დიდი ნაწილი თავმოყრილია კერძო სექტორში. მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია ხილ-ბოსტნეული, მზესუმზირა, ბრინჯი, ფინიკის პალმა, ქერი, ხორბალი. ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყალი და ელექტროენერგია. 2003 წლიდან გაიზარდა კორუფციის დონე არა მარტო ნავთობის საკითხში რომელიც აღვნიშნედ არამედ მთლიანად სახელმწიფოს ყველა
სექტორში, რაც ყველაზე მეტ ზიანს აყენებს ერაყს. რაც შეეხება ქუვეითს მის საექსპორტო საქონელში არ შედის სოფლისმეურნეობა. ერთადერთი სახელმწიფო ამ მხრივ საუდის არაბეთია რომლის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს სოფლისმეურნეობა. აქვთ წინასწარგაწერილი გარკვეული გეგმები რომელშიც
შედის ექსპორტის ზრდა და იმპორტის შემცირაბა. ქვეყნის შიდა ბაზარზე საოცარი ფასების სტაბილურობაა. როგორც ქუვეითში საუდის არაბეთშიც ცდილობენს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნან ქვეყნის მოქალაქეებს. საუდის არაბეთს საკრედიტო ბანკი დაკავებულია მცირეშემოსავლიანი ფენის დაფინანსებით. მათ ეხმარება სახლის შეკეთაბაში ქორწინების ხარჯებისა და შემოქმედებითი გეგმების დაფინანსებაში,
შეუძლიათ აიღონ 30 წლიანი უპროცენტო სესხი 80 ათასი დოლარის ოდენობით სახლის ასაშენებლად. ქვეყანა სრულიად უზრუნველყოფს მოსახლეობას ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. მოჰყავთ ქერი, ხორბალი ფინიკი, ყურძენი ციტრუსები. განვითარდა ბროწეულის, ღხილის, ატმის, გარგარის წარმოება. განვითარებულია თევზჭრა, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, რძისნაწარმი. ქვეყანაში მრავლად არიან ემიგრანტები თუმცა ძირითადად კერძო სექტორში ან იაფ მუშახელად. საუდის არაბეთში იშვიათია კვალიფიციური საუდელი მუშა ხელად, ეს პროფესია არაპრესტიჟულად ითვლება. ადგილობრივები უპირატესობას ანიჭებენ ვჭრობას და არმიაში სამსახურს. მიუხედავად ამისა ექსპორტის ძირითად საქონელს წაემოადგენს
ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
მრავალჯერ ითქვა, რომ მსოფლიოს ნავთობის წილის ნახევარს წარმოადგენს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები. ნავთობის როლი არაბული ქვეყნების ეკონომიკაში
უპრეცენდენტოა. თუმცა ამ ქვეყნებს სჭირდებათ ეფექტური პოლიტიკის შემუშავება სანავთობო სფეროში, ოპეკის წევრ ქვეყნებთან, რათა არ დაკარგონ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები.არაბული ქვეყნების საერთაშორისო პოლიტიკურ კავშირებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნავთობს სწორედ ეს არის მათი ურთიერთკავშირის განმაპირობებელი ფაქტორი დანარჩენ სამყაროსთან.მაგრამ ბოლო ხანებში დასავლეთ ევროპის დამოკიდებულება არაბულ ნავთობზე ეცემა, რადგანაც ამ რეგიონში სპარსეთის ყურის ქვეყნები განიცდიან მნიშვნელოვან კონკურენციას რუსეთისა და სნგ-ს ქვეყნების მხრიდან.


0
519
6-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0