x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ალცჰაიმერის დაავადება- სიმპომები და გამომწვევი მიზეზები


image
ალცჰაიმერის დაავადება არის თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ხასიათდება კოგნიტური, ანუ შემეცნებითი უნარების ეტაპობრივი დაქვეითებით. ალცჰაიმერის სიმპტომები პირველად სამოცი წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ცვლილებები თავის ტვინში ბევრად ადრე იწყება. ალცჰაიმერის დაავადებას ბევრი საერთო აქვს დემენციასთან, მესამე სტადიაზე მას დემენციის ქვეტიპადაც კი მოიხსენიებენ.

ალცჰეიმერით დაავადებულთა ასაკი 60- 80 წლამდე მერყეობს, თუმცა დაავადებულთა 5% -ს ისეთი ადამიანები შეადგენენ, ვისი ასაკიც 40-50 წელია. ალცჰაიმერი არ არის განკურნებადი დაავადება, თუმცა მკურნალობა მაინც საჭიროა რეგრესის შესანელებლად.

პირველად ეს დაავადება აღმოაჩინა ექიმმა ალცჰაიმერმა1906 წელს, თავისი პაციენტის თავის ტვინზე დაკვირვებით, რომელიც უცნაური დაავადებით გარდაიცვალა. ამ ქალბატონს აღენიშნებოდა მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები, ასევე არაპრო გნოზირებადი ქცევა. მოგვიანებით მისი ტვინის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ იქ შეინიშნებოდა უცნაური კვანძები (დღესდღეობით ამილოიდური ფოლაქების სახელითაა ცნობილი) და ჩახლართული ბოჭკოები (ცნობილია ნეიროფიბრილური გორგლების სახელით).

გორგლები და ფოლაქები დღემდე ითვლება ალცჰაიმერის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად. მეორე მიზეზი კი არის ნეირონთაშორისი კავშირების შესუსტება, რომელიც არის თავის ტვინის ნაწილების შეთანხმებული მუშაობის აუცილებელი პირობა. გარდა ამისა, სუსტდება კავშირი სხეული ორგანოებთან და კუნთებთან, რაც საერთო ჯამში იწვევს ქცევის ცვლილებებს.


თავდაპირველად ცვლილებების შემჩნევა საკუთარი თავისთვის საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანებს არ სურთ დაიჯერონ, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები, ამიტომ ძირითადად მეგობრები და ოჯახის წევრები ურჩევენ ხოლმე პაციენტს მიაკითხოს ექიმს.

დღემდე მიმდინარეობს გამოკვლევა, თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს თავის ტვინში ალცჰეიმერის დაავადების დროს. აღმოჩნდა, რომ ცვლილებები ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ეს კოგნიტური რეგრესის წყალობით გახდება შესამჩნევი, ამ დროს კვდება ნეირონები, რომელიც შემდგომ გორგლებად ყალიბდება, ( თუ არ დაიშალა გლიური უჯრედების მიერ) დროთა განმავლობაში ხელი ეწყობა ჯანმრთელი ნეირონების კვდომასაც.

ალცჰეიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე, პირველ რიგში, დაზიანებას იწყებს ჰიპოკამპუსი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერების პროცესებზე, ამიტომ მეხსი ერების პრობლემები პირველ რიგში ხდება შესამჩნევი. პაციენტებს გაძნელებული აქვთ მასალის ათვისება, თუმცა ძველი ინფორმაცია შენახულია .დროთა განმავლობაში კი დაზიანება უფრო ფართომასშტაბიანი ხდება და სხვა უნარებიც ქვეითდება.

ალცჰაიმერის დაავადება ნელა მიმდინარეობს და მოიცავს სამ საფეხურს:

1.პირველი საფეხური უსიმპტომოდ მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ თავის ტვინის დაზიანება დაწყებულია, ჯანმრთელი ნაწილები აკომპენსირებენ დაზიანებული უჯრედების მუშაობას მანამ, სანამ არ დაზიანდება ნეირონების დიდი რაოდენობა.

2.მეორე საფეხური მოიცავს კოგნიტურ გაუარესებას:მეხსიერების დაქვეითებას, სწავლის სიძნელეებს, მეტყველების გაუარესებას, გაძნელებულია ლაპარაკისას საჭირო სიტყვების მოძებნა, შესაძლოა აღინიშნებოდეს პაციენტისთვის ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობის გაუცხოება.

3.მესამე ეტაპი კი არის ალცჰაიმერის დემენცია, რომლის შემთხვევაშიც სიკვდილიანობა მაღალია. რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, ადამიანები 80 წელს ზემოთ ალცჰაიმერის დემენციით ცოცხლობენ 3-4 წელიწადს, ხოლო უფრო ახალგაზრდა ასაკში შესაძლოა ეს დრო 10-15 წელიც კი იყოს.






0
859
1-ს მოსწონს
ავტორი:მედეა ბარბარიანი
მედეა ბარბარიანი
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0