x
„მინის ჭერი“
4 თებერვალი, 21:57

ფრაზა „მინის ჭერში“ ის უხილავი, მაგრამ შეუვალი ბარიერები იგულისხმება, რომლებიც
ადამიანების კარიერულ წინსვლას უშლის ხელს. იგი ყველაზე ხშირად ისეთ კონტექსტში გამოიყენება, როცა ვინმეს ასაკი, გენდერი ან ეროვნება მისი დაწინაურების ან მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდება ხოლმე. „მინის ჭერი" ყველაზე ხშირად სამუშაო ადგილებზე იგრძნობა და როგორც წესი, ქალებსა და უმცირესობების წარმომადგენლებს ბარიერებს უქმნის საზოგადოების გაბატონებული ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ძალაუფლებისა და წარმატების მოპოვებაში. მაგალითად, ქალს შეიძლება უკეთესი უნარები, ნიჭი და განათლება გააჩნდეს, ვიდრე მის მამაკაც კოლეგებს, მაგრამ გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ, მას აშკარად უსპობდნენ
დაწინაურების შესაძლებლობას. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი კოლეგების მსგავსი კარიერული ნაბიჯების გადადგმა შეძლონ, მათ, ვინც „მინის ჭერს“ აწყდებიან, წინსვლის დამაბრკოლებელი უხილავი ბარიერები პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას აღარ აძლევს.



ჭერი





რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, შევიწროების ამგვარი ფორმა ფარულია და მისი დანახვა -შეუძლებელი. იმის ნაცვლად, რომ ბარიერები ხილული და მარტივად ამოსაცნობი იყოს, „მინის ჭერი" მალული, ფაქიზად შენიღბული გზებით განაგრძობს არსებობას.



„მინის ჭერთან" ერთად, გაჩნდა პარალელური ფენომენი, ე.წ. „მინის ესკალატორი.“
ტერმინი ასახავს დღევანდელ სიტუაციას, როცა მეტი და მეტი მამაკაცი ეუფლება ისტორიულად ქალების მიერ დაკავებულ პოზიციებს( მაგ, ექთნობა ან მასწავლებლობა)და უსწრებს კიდეც მათ კარიერულ წინსვლაში, თითქოს თავად ესკალატორზე იდგნენ, ხოლო ქალები - კიბეებით მიემართებოდნენ წარმატებისკენ.


რაც არ უნდა შრომისმოყვარე და პროფესიონალი იყოს ქალი, მამაკაცები მაინც უფრო
მეტი უპირატესობებით სარგებლობენ. კეროლინ ბრონერის მიერ წარმოდგენილი სკოლის მაგალითის დიაგრამაზე ნაჩვენებია „მინის ესკალატორის“ ნიმუში, რომელზეც სკოლის მასწავლებლების უმრავლესობას ქალები შეადგენენ, ხოლო დირექტორებისა და ზედამხედველების პოზიციები ძირითადად მამაკაცებს უკავიათ. კვლევებმა აჩვენეს, რომ, მამაკაცები, რომლებიც ქალის დომინანტურ თანამადებობეს იკავებენ, როგორიცაა, ექთნობა ან მასწავლებლობა, თავიანთი გენდერიდან გამომდინარე, ფინანსურ სარგებელს
ნახულობენ. შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცებს შესაძლებლობა ეძლევათ უსამართლოდ გამოიყენონ თავიანთი გენდერი წარმატების მისაღწევად იმ სფეროებში, სადაც ქალები ჭარბობენ. მამაკაცები ქალების დომინანტურ პოზიციებზე არამარტო იკავებენ წამყვან თანამდებობებს, არამედ ისინი უფრო თავდაჯერებულად მიიწევენ წინ, დაწინაურებისაკენ,
ვიდრე ქალები.

ცხრილიიი



თ.დავითაშვილი

31
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ერიკა ენივეი
ერიკა ენივეი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...
ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)
მარიამ გრიგოლია ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას ქალიშვილია. რ...