x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61788
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
ყველაზე უცნაური და შიშისმომგვრელი უნიფორმები კაცობრიობის ისტორიაში

უნიფორმები კაცობრიობის ისტორიაში ოდითგანვე გამოიყენებოდა. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჯარებსა და არმიებს, პოლიციას და სხვა შეაიარაღებულ თუ სპეციალიზირებულ სტრუქტურებს, მაგრამ ზოგიერთი მუნდირი ისეთი შემზარავი და უცნაური შესახედაობის გამოდიოდა, რომ მათ სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიოს ყველაზე უცნაური ნივთების სიაში.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ყველაზე უცნაური და შემზარავი უნიფორმები, რომლებსაც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უარსებია.



კუ-კლუქს-კლანის კოსტიუმი


image

ამერიკელმა რასისტებმა თავიანთ უნიფორმად აირჩიეს მუზარადები, რომლებიც ძალიან ჰგავდა ესპანური ინკვიზიციის მიერ გამოყენებულ უნიფორმას. ინკვიზიაციას ხომ შეეძლო მოულოდნელად გამოჩენილიყო ისეთ ადგილას, სადაც მას არავინ ელოდა. მრავალი წლის განმავლობაში კუ-კლუქს-კლანელები შიშის ზარს სცემდნენ ადამიანებს თავიანთი შემზარავი მუზარადებით.


კაზაკების ფორმა


image

უკრაინელი და რუსი კაზაკები (დონის კაზაკები) ცნობილი იყვნენ, როგორც უშიშარი და ამავე დროს დაუნდობელი მებრძოლები. სტანდარტულს მათ უნიფორმას ვერ უწოდებ, მაგრამ განსხვავებული და გამორჩეული ის ნამდვილად იყო. ამ ნახევრად ველური ურდოების მორალური თვისებების შესახებ ევროპაში ლეგენდები დადიოდა, ამიტომ კაზაკის გარეგნული იერი უცილობელ სიკვდილთან ასოცირდებოდა.


მეხანძრის ფორმა


image

ეს უცნაური კოსტიუმი ძალიან პოპულარული იყო XX საუკუნის დასაწყისში: საკუთარი თავის დაცვის სხვა გზა მეხანრეებს უბრალოდ არ ჰქონდათ. აირწინაღი დამალული იყო რკინის ნიღაბის შიგნით, ტანზე მომდგარ შინელს კი მამაცი მეხანძრე ცეცხლის ალისაგან უნდა დაეცვა.


შავი ჭირის ექიმის უნიფორმა


image

როცა უცნაურ უნიფორმებზე ვსაუბრობთ, ძნელია გვერდი აუარო შავი ჭირის ექიმის კოსტიუმს. გრძელსახელოებიანი ლაბადა და არწივის ნისკარტისმაგვარი ნიღაბი ნებისმიერ ავადმყოფს შიშის ზაფრას მოგვრიდა.


ფრთოსანი ჰუსარები


image

ფრთოსანი ჰუსარები კავალერიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი სახე იყო რეჩ-პოსპოლიტას არმიაში. მათი ფრთებიანი ჯავშანი შიშის თრთოლას იწვევდა მოწინააღმდეგეში. წარმოიდგინეთ უზარმაზარ, ფიცხ ცხენებზე ამხედრებული ფრთოსანი კავალერისტების ათასეული და მიხვდებით, თუ რას განიცდიდნენ მათი მტრები ბრძოლის ველზე.


ქიმიური დაცვის კოსტიუმი


image

სწორედ ასეთი კოსტიუმებით იყვნენ აღჭურვილნი აშშ-ში პირველი მოხალისეები, რომლებიც ქიმიური დაბინძურების აღმოსაფხვრელად ნებაყოფლობით მიდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უნიფორმის მატარებლებს მხოლოდ კეთილი განზრახვა ამოძრავებდათ და ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, მათ კატასტროფის ადგილებში სიხარულით როდი ხვდებოდნენ... მიზეზი გასაგებია.


შავი ბრაუნშვეიგერები


image

შავი ლეგიონი, თავის ქალით და გადაჯვარედინებიული ძვლებით ჩაფხუტზე, ნაპოლეონის ბრძოლების ნამდვილი ლეგენდა გახდა. ეს მეომრები იმდენად თავგანწირულად იბრძოდნენ, რომ მათი გზიდან ჩამოცლას ცდილობდნენ არამარტო მტრები, არამედ მოკავშირეებიც. მთელი ლეგიონი განადგურებული იქნა 1820 წლის ბრძოლაში-არცერთმა მათგანმა რა მოინდომა დანებება და ისინი შეაკვდნენ მრავალრიცხოვან მტერს.


სამურაის აბჯარი


image

სამურაის აბჯარი სპეციალურად შექმნეს ასეთი, რომ შიშის ზარი დაეცათ რელიგიური, სუევერული გლეხებისათვის. მუზარადის წინა მხარე, როგორც წესი, დემონის სახის მსგავსი კეთდებოდა, რაც მის პატრონს მტრის თვალში დაუმარცხებელს ხდიდა.



Waffen SS


image

მესამე რეიხის ნებისმიერი უნიფორმა ერთგვაროვან რეაქციას იწვევს ადეკვატურ ადამიანებში, განსაკუთრებით მძაფრია ეს შეგრძნება Waffen SS-ის ელიტური დანაყოფების უნიფორმის მიმართ: შავი ფერი, თავის ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები, ბუნებრივია, დღემდე შიშის ზარს სცემს ადამიანებს.


საბჭოთა ჯარების უნიფორმა


image
ზუსტად ამგვარ შეგრძნებას იწვევდა დასავლეთ ევროპაში საბჭოთა არმიის უნიფორმა აქ გამეფებული რეპრესიული რეჟიმის გამო. ლაკონიური და უბრალო-ის სამუდამოდ დარჩება შეიარაღებული უცნობების ღამეული ვიზიტის სიმბოლოდ.


გერმანელების მუზარადები პირველი მსოფლიო ომის დროს


image

როგორც ჩანს, გერმანელებმა თავიანთი მუზარადები რუსებისას მიამსგავსეს, რომლებიც დაახლოებით ამდაგავარ ჩაფხუტებს იყენებდნენ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში. ხიშტი- უცერემონიო და მრუმე შეხსენება იყო იმისა, რომ სიკვდილი გიახლოვდებოდათ.


პირველი მსოფლიო ომისდროინდელი აირწინაღები


image

ჯარისკაცის უნიფორმა ყოველთვის უნდა ყოფილიყო შეხამებული უახლეს იარაღთან, მათ შორის ქიმიურთან. პირველი აირწინაღები საკმაოდ შემზარავი გამოვიდა: ექიმებმა ფრონტზე დააფიქსირეს ფსიქოპათიის და ნერვიული შეტევების მკვეთრი მომატება. ხდებოდა სამწუხარო ინციდენტებიც: ერთ-ერთმა ჩეხმა ჯარისკაცმა თავისივე დივიზიის თანამებრძოლი მოკლა, რომელსაც აერწინაღი ეკეთა.


ქალთა ბრიგადა IRA-ს უნიფორმა


image

ირლანდიის რესპუბლიკური არმია-არც ისე სასიამოვნოდ ცნობილი ორგანიზაციაა. ტერორი ყველთვის ტერორად რჩება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის. თქვენს წინაშეა IRA-ს მებრძოლი გოგონები თავიანთ შემზარავ უნიფორმებში. სრულებითაც არაა ქალისათვის შესაფერისი ჩაცმულობა - არ მეთანხმებით?

6
680
10-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
12 აგვისტო, 23:04
კი, ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხია.
12 აგვისტო, 19:06
მაგრამ საჭიროა მტრის შესაშინებლად
10 ივნისი, 11:33
მანჩო კარგი სტატიაა ყოჩაღ.
რაც სეეხება ფორმებს სამურაია ყველაზე მაგარია
7 თებერვალი, 0:57
არაფრის გაიხარეთ!
5 თებერვალი, 10:58
მართლა შესაშინებელია...გმადლობთ :)
5 თებერვალი, 10:39
სამურაის ძაან უშნო რაღაცაა, მომეწონა სტატია.
0 1 6