საზოგადოება ვლადიმერ პუტინის ყოფილი მეუღლე გათხოვდა 2016, 4 თებერვალი, 15:53
58 წლის ლუდმილა პუტინას "ახალი" მეუღლე ჟურნალისტების განცხადებით 37 წლის არტურ ოჩერეტნია, რომელიც "ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელია.ამ ცენტრს პატრონაჟს ლუდმილა პუტინა უწევს. მოსკოვის ფედერალური მიგრაციის სამსახურის ცნობით, ქალბატონმა ლუდმილამ გვარი შეიცვალა და ის ლუდმილა ოჩერეტნია.სანკ-პეტერბურგში მდებარე ბინაც, რომლის მფლობელი ლუდმილა პუტინა იყო ამჟამად ლუდმილა ოჩერეტნიზეა გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მეუღლე 2013 წელს დაშორდნენ ერთმანეთს და მათივე განცხადებით ეს მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. 344 შეფასება არ არის
|