x
"მე უკვე ძალიან ამომივიდა ყელში ეს მდგომარეობა და სიტუაცია."-ეკა კვალიაშვილი
4 თებერვალი, 15:18

image
მომღერალი ეკა კვალიაშვილი თავის გულისტკივილს სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავს. იგი წუხს იმაზე, რომ ხელოვნებაზე საქართველოში არავინ ფიქრობს და მისი კონცერტის ორგანიზებაზე გამოყოფილი თანხის აღება მომღერალს მხოლოდ კონცერტის ჩატარების შემდეგ შეეძლო. საბოლოოდ კი ნერვიულობაზე მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მან კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა:

"გაუსაძლისი მდგომარეობაა, აღარ შეიძლება უკვე ამის მოთმენა. კონცერტის გაკეთება მინდოდა შარშან, გამეორება მონო სპექტაკლის. თანხა რაც გამოყო, მერიის კულტურის სამსახურმა, აღმოჩნდა, რომ კანონმდებლობით, მთლიანი დაფინანსების მიღება შესაძლებელი იყო, კონცერტის გაკეთებიდან 10 დღეში, ანუ მინდა ავხსნა, კონცერტის ორგანიზების ფულზეა საუბარი და არა ჰონორარზე, ანუ განათების, აპარატურის, დეკორაციის, ბილეთების, მოსაწვევების, სარეკლამო პლაკატების, რომელიც უნდა აუჩაში განთავსდეს, იმ მუშების თანხები, ვინც სცენას ააწყობდა, დეკორაციაზე იმუშავებდა, ქუჩაში პლაკატებს გააკრავდა. ხლხმა გაიგოს, რომ კონცერტია(აბა ტელე სარეკლამო ფულს არც მაძლევდნენ). თანხები, აფიშა დააბეჭდინეო და კონცერტის მერე მივცემთო ფულსო, მე არ ვიცნობ ასეთ სტამბას, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს, 34 წელია სცენაზე დგავარ და ზეპირად ვიცი ეს საქმე, ასეთი პრაქტიკაში არ მქონია, ანუ სრული კონცერტი უნდა ამეწყო, ხალხს ეწვალა, და ელემენტალური სამოძრაო თანხაც კი არ უნდა მქონოდა, ვიღაცას მოგამაგრებთო და ის განკარგავს ფულსო და საერთოდ კონცერტსო, ამაზეც დავთანხმდი, საბოლოოდ, ჯანმრთელობის გამო, რადგან ძალიან ვინერვიულე ამ ყველაფერზე, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მეთქვა ვინმესთვის ფულის გადახდის ეს თემა, თან ჰონორარები დამაკლებინეს ხალხზე მისაცემი, ორი აუცილებელი პუნქტი ამომაღებინეს არ ვაფინანსებთ ამასო, ნუ კი ბატონო, და დარჩა რაღაც მახინჯი ჩონჩხი იმ ლამაზი მონო-სპექტაკლიდან, რომ დავაკვირდი რა გამოდიოდა, საოცრად ვინერვიულე, და ამის გამო, გავხდი შეუძლოდ, რადგან არანაირად არ შეიძლებოდა ნერვიულობა, და უარი ვთქვი კონცერტზე საერთოდ, იმ ეტაპზე, ვიფიქრე რაღაცას გადავაკეთებ, შევკვეცავ, მაგრამ, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, თანხა ძალიან მცირე იყო!იმის მერეც და მანამდეც, არ გამოჩნდა ჩემთვის დაფინანსება, ადამიანური, შემოქმედებითი ატმოსფერო, ნორმალური პირობები, სადაც 1000 რაღაც კეთდება იმ ფონდზე ვსაუბრობ, .......
რატომ ვწერ ამ პოსტს, მე უკვე ძალიან ამომივიდა ყელში ეს მდგომარეობა და სიტუაცია. მე ეტყობა არ ვარ საქართველოს მოქალაქე და ვერ გავიგე რა გავაკეთო. თუ არ ვარ, გამაგებინეთ მავანნო, იმის მაგივრად, რაღაცით მაინც გამოხატოთ პატივისცემა ხელოვნების მიმართ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, კონცერტი ჩემი სამსახურია, თქვენი სიამოვნებაა, მე ამით ვცხოვრობ....... ჰმ- ვცხოვრობ..... გამეცინა.........."image

394
2-ს მოსწონს
1-ს არა
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული საქართველო გახდასაბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული საქართველო გახდა
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსზე, რო...
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი მარიამ მამადაშვილიასაბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი მარიამ მამადაშვილია
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი მარიამ ...
ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი "აეროსმიტი" საქართველოში ჩამოდისლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი "აეროსმიტი" საქართველოში ჩამოდის
ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა 2016 წლის 2...
"ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა""ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა"
იგი უყვარდათ და იგი სძულდათ მას აკერპებდნენ და მას ა...
გოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახისგოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახის
21 წლის სალომე ხომასურიძე, წარმატებული მევიოლინეა. უამრავი კონკურსის გამ...
ჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენსჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენს
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულ და ახალგაზრდა წყვილზე ბევრს საუბრობენ.ჯასტინ ბ...