x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მსოფლიოში ქართველი „ვაჟკაცი" ზნედაცემულობით ყველას აჯობებს" - რამ აღაშფოთა რობერტ სტურუა

imageთბილისში რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გახსნილი ოპერის სკვერში შადრევანი დაამტვრიეს. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, დიანა ფანჯავიძე წერს და ფეისბუქზე ამ ფაქტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს კომენტარით:
„ბარბაროსობას+სიბოროტე!!! ოპერის ბაღში, განახლებლ სკვერში, შადრევანი ასე დაამტვრიეს გახსნის წინა დღეს. მარმარილოს ფილები ჩაყარეს შადრევანში. სამარცხვინო ფაქტია. წარმოუდგენელია, ..

მსოფლიოს არცერთ წერტილში არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ საოპერო თეატრის წინ, დედაქალაქში მარმარილოს ფილები ემტვრია ვინმეს..

ეს თავში როგორ უნდა მოგივიდეს ადამიანს და როგორ არ უნდა დაისაჯო კანონით?!".


image


აღნიშნულ ფაქტს ცნობილი რეჟისორი, რობერტ სტურუაც ეხმიანება სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე კომენტარით:

„მსოფლიოში ბოროტი ხალხი ერთად რომ შეკრიბო, ქართველი „ვაჟკაცი" ზნედაცემულობით ყველას აჯობებს... სამწუხაროდ, ისტორია - და მითუმეტეს უახლოესი - ამაზე მოგვითხრობს... ო, პოლიტიკა, ო, უნიჭო და ბოროტო პოლიტიკოსებო?.."- წერს სტურუა.


image



0
789
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
789
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0