x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"2 საათი მაცდევინეს, მაყურყუტეს და გამყინეს" - რით აღაშფოთა თამარ ივერი ხოფერიას შოუში მონაწილეობამ

imageმსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, თამარ ივერი ეკა ხოფერიას შოუში იყო მიწვეული განახლებული ოპერის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილ გადაცემაში. როგორც ცნობილია, თამარ ივერი "აბესალომ და ეთერიში" წამყვან პარტიას ასრულებს. სოციალურ ქსელში მომღერალი გადაცემაში თავისი სტუმრობის შესახებ საუბრობს და იმედგაცრუებას ვერ მალავს:


"დიდი ხანია ჩემთვის ასეთ არაფრისმომცემ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა. 2საათი მაცდევინეს, მაყურყუტეს და გამყინეს მხოლოდ იმისთვის რომ გადაცემის ბოლოს, უკვე გადაღლილ ხალხთან "ნასუფრალზე", 2 სიტყვა მეთქვა....მხოლოდ ერთი ორაზროვანი შეკითხვა იმის შესახებ თუ შემოქმედებითი ჯგუფი როგორ განვიცდიდით გარეშე მედია დარტყმებს და მორჩა...ამის სათქმელად მიმიყვანეს "ქალი ეთერი".ჩემი რამდენიმე მცდელობა რომ რაღაც სიტყვა ჩამეკვეხებინა და რაღაცაზე ჩემი აზრი გამომეთქვა....იგნორირებული დარჩა.მანამდე მხოლოდ "ბილეთები-ქურქები-ბილეთები-ქურქები"ს მეტი არაფერი მესმოდა.საბოლოოდ...ჰამლეტის თეორემასავით..."მისვლა არ მისვლა"საკითხავი აი ეს არის... თავს ვეკითხებოდი...ამ ერთი დასტუკება-გაელვებისთვის მივედი და ვიცადე 2 საათი აეროპორტში გაფრენის წინ?ასევე ბატონი გიზოც ანალოგიურ სიტუაცუაში აღმოჩნდა....ამ ორი სიტყვის სათქმელად მომიყვანეთ?მსურდა კიდევ რაღაც თემებზე მესაუბრაო.ანალოგიურად გადაცემის 5წუთით ადრე "დასასტუკებლად" მიწვეულ ქალბატონ მედეა "მირიანაშვილსაც" 1საყველპურო სიტყვა ერგო წილად.


არ შეიძლება გადაცემას ოპერა და "აბესალომ და ეთერი"ს თემა დაარქვა და მთელი 2 საათი ქურქ/ბილეთების ყვითელ საუბრებს დაუთმო, ჩემთვის შეიძლება პატივსაცემ მაგრამ ოპერიდან შორს მდგომ ხალხთან და ამ დიდი კალიბრის ხალხი, ვინც თავად შექმნა ეს სპექტაკლიც და ეს ზეიმიც.... მიიყვანო...2 საათი აცდევინო იმისთვის რომ ბოლო ბლოკში 15-20 წუთით შეაგდო, საყველპუროდ თითო თითო შეკითხვა დაუსვა და მათ შემდგომ საუბრის და აზრების გამოთქმის სურვილზე "ბოდიშით-უკვე ვასრულებთ გადაცემას" უძახო და ისინი პრაქტიკულად მხოლოდ გადაცემის "ფეისებად" გამოიყენო !! ლადო... ჭკვიანი ხარ, დღესაც დავრწმუნდი!!" - წერს მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


image

1
1241
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1241
  
2016, 4 თებერვალი, 12:58
გ.გ
0 1 1