x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ერს "მსუბუქი დებილის" დიაგნოზი დაუსვა

საპარლამენტო სხდომაზე, ბიზნსმენისა და პარლამენტარის- გოგი თოფაძის შეურაცხმყოფელმა მიმართვამ პრეზიდენტისადმი, ჯერ მთელი სხდომა და შემდეგ მთელი საქართველო აღაშფოთა და აალაპარაკა. "თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხსა, ქართველ ერზე- ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, სამწუხაროა თუ თქვენ ასე აფასებთ ქართველ ხალხს, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოსი"- ასეთი სიტყვებით მიმართა ბატონმა გოგიმ საპარლამენტო მოხსენებაზე პრეზიდენტ- გიორგი მარგველაშვილს, რომლის რეაქციაც გაოცებითა და "ტუჩების მიმიკით" შემოიფარგლა. ცხადია, რომ პარლამენტარმა პრეზიდენტს რამდენიმე წლის წინ, საკუთარი ნაწერი, ფილოსოფიური წერილი, სახელწოდებით "ნიჩურტა" შეახსენა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ შეურაცხყოფს ყოფილი- ქართული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი- გიორგი მარგველაშვილი ქართველ ერს. პრეზიდენტის ფილოსოფიურ წერილს "ნიჩურტა" კი უცვლელად შემოგთავაზებთ:


საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფილოსოფიური წერილი"ნიჩურტა", რომელშიც იგი ქართველი ერის დახასიათებას ცდილობს. ნაშრომი 2001 წელს დაიწერა, მაშინ პრეზიდენტი მარგველაშვილი ქართული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაშინდელი რექტორის თანამდებობას იკავებდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს "ნიჩურტადან":


"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."

"რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: "არაუშავს", "მაპატიე, რა", "არ მინდოდა" და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი…

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი "ჟილკობით" იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს "ჟილკობა" დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…";

"მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო "პამპულობის" თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: "არა უშავს, თამაშია, რა…"


image


5
734
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
734
  
2016, 8 თებერვალი, 17:42
აბსლოლუტურად გეთანხმები!
2016, 7 თებერვალი, 20:53
უბრალოდ "დაუნის სინდრომის" დამახასიათებელი ნიშნებით დაახასიათა ქართველი ერის მდგომარეობა 2001 წლისათვის. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაშინ ბევრი არ მოეთხოვებოდა მარგველაშვილს, თოფაძემ კი ნამდვილად უადგილოდ წამოროშა. ასეთი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმა თუ ციტირება ნამდვილად არ შეიძლება, ძალიან ბევრის სუსტ წერტილს აბიჯებენ და როდესაც ხარ პოლიტიკაში, ბევრ რამეზე გმართებს ადამიანს დაფიქრება.
2016, 7 თებერვალი, 17:16
ხო მაგრამ მეამეა,მას არც უხსენებია თავის ნაშრომში დაუნიზმი და დაუნის სინდრომი,ეგ თოფაძემ თქვა ეგრე,სრულიად უადგილო ადგილას თანაც.თოფაძის ქცევა იყო სამარცხვინო,ნუთუ პარლამენტარს იმდენი არ უნდა ესმოდეს, რ,ა სად ,როდის და როგორი ფორმით უნდა თქვას?! კარგია რომ არც თქვენ აკრიტიკებთ პრეზიდენტს,
2016, 7 თებერვალი, 1:17
მერე მე პრეზიდენტს არც ვაკრიტიკებ, ტყუილი რა თქვა რომ?! მისივე სიტყვების ციტირება გავაკეთე. უბრალოდ სიძულვილის გაღვივება გამოიწვია "დაუნის" სინდრომით მყოფი ბავშვების მშობლებისგან, არ იყო ლამაზი, სხვა ლექსიკით რომ შევემკეთ, ალბათ უფრო ლამაზი იქნებოდა.
2016, 7 თებერვალი, 1:09
ჯერ ერთი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ამონარიდები არ ასახავს მთლიანი ნაშრომის შინაარს, მეორეც ტყუილი რა წერია?! და მესამეც, ასე რომ თქვა არ ნიშნავს თავის ხალხი არ უყვარს ან დასცინის, ამ ლოგიკით მაშინ, აკაკის სიტყვები ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ! ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, ბევრად უარესები წერია ან მისივე სხვა ლექსიდან ამონარიდი (ფრაგმენტი) რომ ამ ქვეყნად კაცი არ არის რომ ფიქრი ვანდო გრძნობა ჩემი გავუზიარო. მაგრამ არ ნიშნავს რომ რომელიმეს საქართველო არ უყვარდათ, პირიქით, გულის ტკივილით გამოხატეს მათ იმ დროს ის რაც სტკიოდათ,
0 1 5