x
"დასაქმების შანსი ახალგაზრდა ადამიანებისათვის,თუ კარგად დაგეგმილი თაღლითობა რომელმაც უამრავი ადამიანი დააზარალა?!"
3 თებერვალი, 21:02



დღევანდელ საქართველოში ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება. კორუფცია, თაღლითობა, ეს უკვე ქართველობის ყოველდღიურობად იქცა.
წარმოგიდგენთ განცხადებას დასაქმების შესახებ: "გვესაჭიროება ოპერატორები და პიარ მენეჯერი რეისტრატურაში. 16 დან 35 წლამდე. საქმეს შეგასწავლით ადგილზე. არ არის სავალდებულო უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება. სტუდენდებისათვის გრაფიკი შეთავსებით. ანაზღაურება სრულ განაკვეთზე 750 ლარი, ნახევარ განაკვეთზე 470 + ბონუსები. ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. გასაუბრებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე. ტელ: 577 23-27-68"
ერთიშეხედვით ეს განცხადება ბევრი ჩვენგანისათვის ძალიან ხელსაყრელია. ბევრი დაფიქრდება ალბათ რა ვნახე აქ უსამართლო?
მეც თქვენსავით ვიფიქრე და გადავწყვიტე სამსახურის დაწყება, საკუთარი შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით. დავუკავშირდი მითითებულ ნომერს და გასაუბრებაზე დამიბარეს. გასაუბრებაზე რომ მივედი, ზუსტად ის მითხრეს რაც განცხადებაში წერია, უბრალოდ ერთი რამ დაამატეს, რომ საქმის ადგილზე შესწავლისთვის 35 ლარი უნდა გადამეხადა ტრენინგების საფასური, რომელიც სამ დღეს გაგრძელდებოდა.ამან ცოტაარიყოს უსიამოვნო გრძნობა გამოიწვია ჩემში, მაგრამ დავთანხმდი, აქამდე მოსული ამისგამო უკან ხომარ გავბრუნდებოდი?...
მომცეს ანგარიში რომელზეც უნდა დამერიცხა თანხა საქართველოს ბანკში, მათ პირად ანგარიშზე. პროცედურის დასრულების შემდეგ კი უნდა მივსულიყავი ოფისში, რომელიც პეკინის 21 ნომერში მდებარეობდა და ქვითარი მიმეტანა იმის დასადასტურებლად რომ ნამდვილად ჩავრიცხე. დავბრუნდი ოფისში და მივიტანე ქვითარი.ამის შემდეგ გავაფორმეთ "ტრენინგის ხელშეკრულება." 4 დღის შემდეგ დამიბარეს ტრენინგებზე. მივედი პირველ ტრენინგზე და იგივე გვითხრეს რაც განცხადებაში და ყველანაირ გარანტიას გვაძლევდნენ ხელფასებზეც, ბონუს დანამატებზეც და მათი კომპანიის სანდოობაზეც.
3 დღის განმავლობაში გვაცნობდნენ ჩვენს ვალდებულებებსა და მოვალეობებს, ასევე თავის ვალდებულებებზეც საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ გაყიდვებთან ჩვენ "PR"მენეჯერებს შეხება არგვექნებოდა არანაირი.ამაზე ხაზგასმით იყო საუბარი. მესამე ბოლობ ტრენინგი ბოლოს კი წესები უეცრად იცვლება და ჩჩვენს ვალდებულებაში უცებ ჩნდება კომპანიის საკუთრებაში მყოფი პროდუქციის მინიმუმ 130, მაქსიმუმ 390 ლარის ოდენობის პროდუქციის გასაღება რომელიც სავალდებულო ხდება და ამას ერთჯერად აქციას უწოდებენ.. ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი არცერთი სიტყვა არც გასაუბრებაზე და არც მანამდე სანამ ტრენინგების საფასური არ გადავიხადეთ. როდესაც პროტესტი გამოვთქვით ამისგამო და ვკითხეთ რა მოხდებოდა თუ ვერ გავყიდიდით ამ პროდუქციას 10 დღეში პასუხი მივიღეთ, რომ საკუთარი ჯიბიდან მოგვიწევდა თანხის დადება. ანუ ჩვენ ვიყავით იძულებული შეგვეძინა ეს პროდუქტი გვინდოდა ეს თუ არა. ამის გამო ყველა დავზარალდით რამნიშვნელობააქვს 35 ლარით თუ 500 სით? ხელშეკრულება როდესაც წავიკითხე ეწერა ასეთი რამ :"თანამშრომლის შრომის ანაზღაურება განისაზგვრება გაყიდული პროდუქციიდან
"... როდესაც ვიკითხე ასე რატომ მოიქცნენ და რატომ თავიდანვე არ თქვეს ყველაფერი მიპასუხეს, რომ რეკლამაში ყველაფერი სიმართლე რომ დაგვეწერა აღარავის დავაინტერესებდითო. მკითხველმა გადაწყვიტოს ეს თაღლითობაა თუ კარგად გათვლილი მარკეტინგი მაგრამ ფაქტია რომ უამრავი ადამიანი მიდის დღესაც იმ იმედით, რომ დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას და იმუშავებს .მაგრამ მხოლოდ დაზარალდებით და ტყუილად დაკარგავთ ფულსაც, დროსაც და ენერგიასაც.
imageასე გამოიყურება ტრენინგის ხელშეკრულება

259
3-ს მოსწონს
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:qacana
qacana
   ქართული კლავიატურა
4 თებერვალი, 22:58
სტატიის თავში გარკვევითაა ნათქვამი სადაც ვცხოვრობთ სამწუხაროდ :))
4 თებერვალი, 22:12
ნუთუ ეს თაღლითები არ უნდა დაისაჯონ?!
0 1 2
ცნობილები ყველაზე სექსუალური უკანალით +13ცნობილები ყველაზე სექსუალური უკანალით +13
სამწუხაროდ ყველას არ უმართლებს და ვერ იბადება ისეთი სრულყოფილი, რომ ...
რამდენი ხაზი გაქვთ მაჯაზე 3 თუ 4 ? ნახეთ რას ნიშნავს ისინირამდენი ხაზი გაქვთ მაჯაზე 3 თუ 4 ? ნახეთ რას ნიშნავს ისინი
ხელზე მკითხაობა, იგივე ქირომანტია ცნობილი ჯერ კიდევ...
ეს საშინელება მასწავლებელმა 9 წლის მოსწავლეს სხეულზე შენიშნაეს საშინელება მასწავლებელმა 9 წლის მოსწავლეს სხეულზე შენიშნა
ალბათ ყველა მშობელს გქონიათ შემთხვევა, როდესაც ბა...
მან ის 12 წლის წინ გადაყლაპა და ნახეთ რა მოხდა ეხლამან ის 12 წლის წინ გადაყლაპა და ნახეთ რა მოხდა ეხლა
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რო...
რატომ ყრია ქვები ლიანდაგებზე?რატომ ყრია ქვები ლიანდაგებზე?
დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანი ყოფილა რკინიგზაზე და უმგზავრია მატარებლით, უკით...
სახლი იწვოდა, თუმცა დასასრული შოკისმომგვრელი აღმოჩნდა- რა მოხდა?სახლი იწვოდა, თუმცა დასასრული შოკისმომგვრელი აღმოჩნდა- რა მოხდა?
კაცობრიობის ისტორია სავსეა რიგ განვითარებებით,...
გაიგეთ რა ფერის აურა გაქვთ და რას ნიშნავს მისი ფერიგაიგეთ რა ფერის აურა გაქვთ და რას ნიშნავს მისი ფერი
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვებს იმის დანახვა შეუძ...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
ყველაზე ლამაზი დაავადება - რა არის ჰეტეროქრომია? (40 ფოტო)ყველაზე ლამაზი დაავადება - რა არის ჰეტეროქრომია? (40 ფოტო)
ჰეტეროქრომია (Heteroghromia) თვალის ფერადი გარსის სხ...
გაიზომეთ ხელი და ნახეთ თუ რას განსაზღვრავს ისგაიზომეთ ხელი და ნახეთ თუ რას განსაზღვრავს ის
ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ...