x
image
alex999
Mediator image
სასამართლოს შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება: "ბოსი გეხუმრებოდათ"
იტალიაში სასამართლომ შოკისმომგვრელი განაჩენი გამოუტანა ბრალდებულს,

რომელიც ერთ-ერთი კომპანიის უფროსი იყო. გადაწყვეტილებით უკმაყოფილოდ

დარჩენილმა სეკრეტერებმა, სამსახურის დატოვება გადაწყვიტეს!


image



სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, ერთ-ერთ სამთავრობო კომპანიის უფროსის,

დომენიკო ლიპარის მიმართ საჩივარი დაწერეს სეკრეტერებმა. დომენიკოს

ბრალი ედებოდა სეკრეტერების უკანალზე ძალადობაზე. სარჩელი სასამართლოში

იქნა განხილული, სადაც მოსამართლეს გადაწყვეტილებით, ეს იყო უბრალოდ

ხუმრობა, რომელიც სეკრეტერებმა არასწორად გაიგეს.


65 წლის ლიპარი რამოდენიმეჯერ თავის სეკრეტერებს სექსუალურ ორგანოს

შეეხო, გაფრთხილების გაუთვალიწინებლობის გამო, სეკრეტერებმა მას

სასამართლოში უჩივლეს, შედეგი გუშინ (02.02.2016)-ზე გამოქვეყნდა.


სასამართლომ მოვლენა ასე შეაფასა: " ეს არ იყო გაუპატიურების, ან ძალადობის

ამსახველი ფაქტი, ეს იყო უბრალო მოვლენა, როდესაც 65 წლის ბოსი ხუმრობდა,

რაც თავის სეკრეტერებმა არასწორად გაიგეს, კომპანიის დირექტორს არ დაეკისრება

არანაირი ჯარიმა, ორივე სეკრეტერსაც შეუძლიათ სამსახურის გაგრძელება, თუ

შედეგით ვინმე დარჩება უკმაყოფილოდ, მიმართონ სხვა სასამართლოს"


მოვლენას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ქალები

აქტიურობდნენ კომენტარებში. უმეტესობის აზრით ეს არის გავითარებულ

ქვეყანაში ქალების დაჩაგვრა. სასამართლო განაჩენის შემდეგ, კომპანიის

ახლომახლოს რამოდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც

უფროსის გადადგომას და ქალების მიმართ უფრო მეტ პატივისცემას ითხოვდენენ.

აქციის მონაწილე ქალები ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა, დომენიკო ლიპარი

კვლავ კომპანიის დირექტორად დარჩა, ხოლო ის ორი დამხმარე, რომლებმაც

"ბოსის"მიმართ სარჩელი შეიტანეს, სამსახური საკუთარი ნებით დატოვეს!




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
1571
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0