x
მეტი
  • 17.12.2017
  • სტატია:72007
  • ვიდეო:325202
  • სურათი:427373
სამოთხის ფრინველი – ყველაზე ლამაზი ფრინველი დედამიწაზე

imageimage

სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზე და ახალი გვინეას კუნძულზე ბინადრობს. ევროპელებმა ის 1522 წელს გაიცნეს, მაგელანის ექსპედიციის წყალობით. სამშობლოში დაბრუნებულმა ეკიპაჟის წევრებმა, ევროპაში ამ ფრინველის ბუმბულები ჩაიტანეს, რომლებსაც მაღალი წრის ქალბატონები სამკაულებად იყენებდნენ.

image

imageimage

image

თავის მხრივ, მეზღვაურები, მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად, სხვადასხვა ლეგენდებს იგონებდნენ ამ ფრინველების შესახებ. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუმბულის ფასი საკმაოდ მაღალი იყო. XIX საუკუნემდე, ევროპაში არსებობდა აზრი იმის შესახებ, რომ ამ ფრინველებს ფეხები არ ჰქონდათ და მთელს ცხოვრებას ჰაერში ატარებდნენ და არაამქვეყნიური საკვებით – «ზეციური ნამით» იკვებებოდნენ.

imageimageსამოთხის ლურჯი ფრინველი

image

მხოლოდ 1824 წელს, ახალ გვინეაში ჩასულმა, რენე ლესსონმა ნახა, რომ ამ ფრინველებს ფეხებიც ჰქონდათ, მიწაზეც დადიოდნენ და ხილითა და მწერებით იკვებებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველების «იდუმალების» საიდუმლო გახსნილი იყო, ფრინველების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მაინც არ ჩაწყნარდა, ხოლო მოთხოვნილება ბუმბულზე, კიდევ უფრო გაიზარდა. ამის გამო ფრინველებს უმოწყალოდ ხოცავდნენ და მათი პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. ჩვენს დროში, ამ ფრინველის დაჭერა აკრძალულია, მხოლოდ ახალი გვინეას პაპუასებს შეუძლიათ მათი ბუმბულების გამოყენება რელიგიურ რიტუალებში.

image

image

სამოთხის ფრინველი

image

დიდი ხნის მანძილზე, ზუსტად არ იცოდნენ, თუ ამ ფრინველის რამდენი სახეობა იყო ჩვენს პლანეტაზე და მხოლოდ ცნობილი ფოტოგრაფის ტიმ ლამანის ფოტოსურათებით, შესაძლებელი გახდა სახეობათა რაოდენობის დადგენა.

image

image

სამოთხის სამეფო ფრინველი

image

image

სამოთხის პატარა ფრინველი

image

image

ასტრაპია ლენტკუდიანი

image

image

სამოთხის დიდი ფრინველი

image

image

ლურჯთავა სამოთხის ფრინველი

image

image

სამოთხის წითელი ფრინველი

image

image

სამოთხის ძაფიანი ფრინველი

image

image

სამოთხის ქვრივი

image

image

პაროტია ვანესა. Parotia wahnesi

image

image

სამოთხის ფრინველი

image

image

სამოთხის ტანაგრა

image

image

სამოთხის შავი ფრინველი

imageimageსამოთხის ქერცლიანი ფრინველი

imageimage

2
714
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
714
  
2016, 4 თებერვალი, 13:12
ულამაზესები
2016, 4 თებერვალი, 12:38
გ.გ
0 1 2