x
მეტი
  • 23.01.2017
  • სტატია:62912
  • ვიდეო:313844
  • სურათი:413590
ვლადიმერ პუტინის როლის შემსრულებელი ცნობილია

image

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო აპირებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლის შესრულებას.
ბრიტანულმა კომპანია Knightsbridge-მა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი ვლადიმერ პუტინის მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ, ამისათვის მთავარი როლის შესრულება ლეონარდო დი კაპრიოს შესთავაზეს, ამიტომ მსახიობი თავად ეწვია პრეზიდენტს და თვითონ ითხოვა ნებართვა როლის შესრულებაზე.
IMDB-ის ინფორმაციით ფილმის გადაღება ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება და საბოლოო სურათი მომავლისთვის იქნება სრულყოფილი.გადაწყტა, რომ ფილმი იქნება თრილერის ჟანრის, ის დაფუძნებული იქნება რეალური ცხორების ფაქტებსა და მოვლენებზე, ზოგადად პრეზიდენტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.ფილმზე გადაღებები დაიწყება 2016 წლის გაზაფხულზე, ფილმი ერთდროულად გადაღებული იქნება რამოდენიმე ქვეყანაში:რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში, ეს იმიტომ, რომ უფრო რეალურად იყოს წარმოდგენილი ფილმში ასახული ყველა დეტალი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სავარაუდოდ ფილმის გადაღება დასრულდება 2017 წლის გაზაფხულზე.
ექსპერტთა ვარაუდით, ლეონარდოს ეს როლი დაეხმარება ოსკარის მოპოვებაში, რომელიც სანუკვარ ოცნებად ექცა მსოფლიო დონის ვარსკვლავს.

0
195
4-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0