x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508473
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეები


imageსაღამოა, ნარდს ვთამაშობთ, რეჟიმის უფროსი შემოვლაზეა. შემოვიდა ჩვენთან. ცოტა ხანს გვიყურა
და მერე გვითხრა აბა რომელი მეთამაშებითო. გაოცებისგან პირი დავაღეთ. ამას არ მოველოდით.
ორი ხელი ითამაშა, მერე ბოდიში ბიჭებო სხვა დროს გავარგძელოთო და გავიდა. მესამე სართულზე რომელიღაც კამერაში, პატიმრებმა ვენები გადაიჭრეს მივიდა თურმე რეჟიმი ბიჭებო რატომ
მოიქეცით ასეო, სამი დღეა რადიოს ვითხოვთ და არ გვაძლევენო. რატომ წაართვიო ჰკითხა ოფიცერს, არ წამირთმევია, არც არასდროს ჰქონიათ, ადმინისტრაციისგან ითხოვენ მაგრამ
ჩვენ საიდან მოვუტანოთ, მაღაზიაშია და იყიდონო. რამეს მოგიხერხებთ მაგრამ გთხოვთ ასე აღარ მოიქცეთო დაჰპირდა რეჟიმი და წავიდა. ვიდრე სართულს გაივლიდა გვერდით კამერაში ატყდა ხმაური. მივიდა, შეიხედა რა ხდება ბიჭებო რა გიჭირთო, სიგარეტი არ გვაქვს ბატონო ოფიცერო იყო პასუხი, ჩამოვიდა ჩვენთან და გვთხოვა თუ გვქონდა ზედმეტი სიგარეტი მიგვეწოდებინა. გარეთ კი ციხესთან, აღელვებული ხალხი დუღდა. არ წყდებოდა მოწოდებები, გამხნევება შეძახილები, უკვე ბინდდებოდა, როცა მივხვდით რომ ჩვენს გასამხნევებლად კონცერტი დაიწყო, რამდენიმე სიმღერის შემდეგ, ნაცნობი ტექსტი გავიგე. „ანი ბანი ხარ - თუ განი დონი შენ“ - მღეროდა უცნობი-იგივე გია გაჩეჩილაძე. და მივხვდი რომ მის შეფასებაში არასოდეს ვცდები. ის იქ არის ყოველთვის
სადაც თვითოეული ქართველი უნდა იყოს. ყოველგვარი პოლიტიკის, საზოგადო მოღვაწეობის და ყველაფერი ამნაირი რეგალიების გარეშე, მიუხედავად ყველა სკანდალის რომელიც აგიგორეს მე ვეამაყობ შენით, როგორც რიგითი ქართველით, ყველასატვის ნაცნობო უცნობო, გამიელვა გულში და 2009 წელი, საკანი #5, რიყე და ადამიანური ამბოხის საღამო გამახსენდა. მაშინ გია იყო ყველა ქართველი და ყველა ქართველი იყო საკანში მჯდარი გია.
image

ბადრი დავრიშევი ისევ მოიყვანეს. როგორც გავიგეთ კრიტში ბრიტვები და რაღაც რკინეულობა გადაუყლაპია, ეტყობა იცნეს. ეტყობა პრობლემები შეექმნა. საოპერაციოში გააქანეს მერე პირველ სართულზე ერთ ერთ კამერაში მიუჩინეს ბინა. არ ვიცი როგორ გაახმაურა ეს ამბავი, მაგრამ მასთან შესახვედრად, ეგრეთწოდებული დედათა კომიტეტის წევრები მოვიდნენ. გავიგეთ რა დროს დასრულდებოდა მათი აუდიენცია და
სწორედ მაშინ როცა შეხვედრიდან გამოვიდნენ. დედათა კომიტეტის წევრების თვალწინ ყველაფერი პირში მივახალეთ. მეტის უფლებას არავინ მოგვცემდა. ყველაზე მეტს გურამა და ჩობანა აგინებდნენ. აშკარად არ ელოდა. გაოცებისგან რაღაც მომენტი ვერაფერს იძახდა. მერე მანაც დაიწყო გინება და ასე შეიყვანეს კამერაში, ჩვენ კი გვთხოვეს კამერებში დავბრუნებულიყ ავით.სწორედ ამ დროს მესამე სარტულზე კიდევ ერთმა პატიმარმა გადაიჭრა ვენები. წამალს იტხოვდა. ექიმის თქმით მას ფსიქოტროპული წამლის ის დოზა რაც დანიშნული ჰქონდა გადასცეს მაგრამ დამატებითაც სურდა მიეღო რაზეც ადმინისტრაციისგან მკაცრი უარი მიიღო. სპეც ეტაპი მოვიდა. ორი პატიმარი მოიყვანეს. ტალანში ყვირილის ხმა გაისმა. თქვენ დამაავდმყოფეთ და ისევ აქ მოვხვდი. სად არიან ცხვედიანი და მაიზერა ღვიჭიანი მაგათთან მაქვს საქმე. მაგატ ბრალია აქედან ფსიქიატრიულში რომ მოვხვდი. ამოვიდეს მაიზერა და გამცეს პასუხი. მასთან ბევრი კითხვა მაქვს. გვარი ცხვედიანი მაშინ პირველად გავიგე. როგორც გავარკვიე ამ დაწესებულების ყოფილ დირექტორზე ვაჟა ცხვედიანზე იყო საუბარი, მაიზერა კი დაწესებულების დირქტორის
კიდევ ერთი მოადგილეა, მე მის მიერ პატიმრების წამებას არ შევსწრებივარ, თუმცა ყვებიან რომ მასაც ბევრი ჰყავს გამწარებული. ბიბლიოთეკაში ჩავედი. წიგნების დახარისხება დავიწყე. რუსულენოვან ლიტერატურას მიაქვს აქაურობა. ქართველი მწერლებიც კი რუსულ ენაზეა. არის ინგლისური და ფრანგული წიგნებიც, სულ რამდენიმე ცალი. დახარისხება დავიწყე. მოწევა მომინდა. ოთახში ავედი და ყავა გავიკითე. ჩვენთან სადღეღამისო პაემნები დასრულდა, როგორც ამბობენ მერვეში კვლავ გრძელდება. იქ ხომ ხუთი ათას ადამიანმდე იხდის სასჯელს. ვანო მოვიდა, მითხრეს პირადობა მოატანინე შენებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაქვსო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გულით მინდა მეც მივიდე საარჩევნო ურნასთან. იმედია ხვალ მეც მეტყვიან იგივეს. ციხე დამშვიდდა, შუმოკი შეწყდა. სამაგიეროდ
კამერიდან კამერაში გადაძახილი არ წყდება. დღეს მოპირდაპირე გორაზე ვიღაც მეგაფონით იყო მოსული და ბ-კორპუსზე პატიმარს ეძახდა - დედამ შარვალი შემოგიგზავნა ტუ დიდი მოგივიდა უკან გამოატანე და ხვალ სხვას მოგიტანთო. - გამეცინა ასე კვირა ნახევრის წინ ეს ხომ წარმოუდგენელი იყო.


ჩვენს სართულზე, თერაპიული განყოფილების მხარეს ვიღაც პატიმარმა გინება ატეხა, თქვენი დედა მოვტყან ჩვენი დროც მალე მოვა, სულებს რომ გვხდიდით,
არ შეგარჩენთო.ისე როგორ იქნება რომელიმე ქუჩაში არ გადამეყაროთ, ყელებს გამოგჭრით, თქვენი ნაბოზარი დედაც მოვტყანო. - ესენი იმდენს იზავენ რეჟიმს მოატრიალებენ, ვფიქრობდი მე, მოატრიალებენ და მერე ვერავინ უშველით. წამების ახალი მეთოდების მოფიქრებას არაფერი უნდა. თუმცა მე იმ გამწარებული ხალხისაც მესმის, რომელმაც ცემა, წამება გინება, სულში ჩაფურთხება გადაიტანა. ყველას ერთნაირი ფსიქიკა ხომ არ აქვს.


დღეს გავიგეთ რომ მაღაზიაში ტელევიზორები მოუტანიათ, 200 ლარი ღირს. რომელ კამერასაც უნდა შეუძლია შეიძინოს. თუმცა მეეჭვება ეს ბევრმა მოახერხოს. 200 ლარი აქ საკმაოდ სერიოზული ფულია.







აქ ჩვენი კამერის გვერდით, თერაპიული განყოფილებაა, ამ განყოფილებაში კი ერთი ექთანი მუშაობს. ჩემზე რამოდენიმე წლით უმცროსი იქნება. საშუალო სიმაღლის, მაგრამ იშვიათი სილამაზის გოგოა. ვიღაც იტყვის ციხეში ყველა ქალი ლამაზიაო, მაგრამ ვერ დავეთანხმები. აქ ყველა განყოფილებას თავისი ექთნები ჰყავს, ბევრი საკმაოდ სიმპატიური და ეშხიანი გოგოა. მაგრამ ეს სულ სხვაა. პლატონური სიყვარულის არასოდეს მჯეროდა და არც ახლა მჯერა. სიყვარულს ურთიერთობა, შეჩვევა, ხასიათების გაცნობა სჭირდება, ასე რომ ნურც სიყვარულს დააბრალებს
ნურავინ ჩემი მხრიდან მისი პერსონის მიმართ გამოჩენილ ასეთ ყურადღებას. თეთრი, ქერა საშუალო სიგრძის თმა და საყვარლად აფახულებული ცისფერი თვალები, მისი პირველი დანახვისთანავე მოგნუსხავს. თუ დააკვირდები მის თვალებში, სისუფთავე, სიალალე და წესიერება ჩანს. მიუხედავად იმის რომ სულ თავდახრილი დადის, მაინც მოვახერხე, მალული მზერით რამდენიმეჯერ ჩამეხედა ზღვასავით მშვენიერ თვალებში. ჩუმად დადის, თითქმის არავის სცემს ხმას. განსაკუთრებით პატიმრებს. დღეს შემთხვევით პირისპირ შევეჩეხეთ ერთმანეთს ისე რომ გვერდი ვერ ავუარეთ,
ბოდიში მოვუხადე და გზა დავუთმე. გავლისას აშკარად შევამჩნიე როგორ დაურბინა სიწითლემ სახეზე. ცოტა რამ ადამიანის ფსიქოლოგიის და ჟესტების ენის შესახებ წამიკითხავს. ჩემი მინიმალური ცოდნაც კი ამ სფეროში ამყარებს ჩემს წარმოდგენას მასზე. უბრალოდ ერთი მიკვირს, ასეთი წესიერი ადამიანები, რატომ მოდიან სამუშაოდ ამ ჯოჯოხეთში. რატომ იტანენ, პატიმრების ვნება მორეულ, ჟინიან მზერას, რაც ამ უკანასკნელ ზუსტად ვიცი რომ ძალიან აუხერხულებს. აქ ექთნები ძირითადად სამედეცინო ხალატებით და სახეზე დამცავი ნიღბით დადიან. აი იმ ნიღბიდან მომზირალი ციფერი თვალებიც კი ჩაგაგლეჯავს გულის კუნჭულებს და მტელ ტანში
ცხელებასავით დაგიგლივს. და მისი ერთი მზერის გამო თავის განწირვაც არ დაგენანება.
სხვა მდგომარეობასა და ვითარებაში რომ შევხვედროდი მას კაცმა არ იცის რა იქნებოდა მომავალში.



0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0