x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრის ("დელტა") მიერ შექმნილი ტექნიკა მსოფლიო ბაზარზე გავიდა და გაიყიდა.

image "გატყდა ნავსი" და ქართული საწარმოს მიერ წარმოებული შეიარაღება ბაზარზე გავიდა და წარმატებით გაიყიდა.
საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურმა ცენტრმა "დელტა" 2015 წელს გაყიდა ნაღმსატყორცნები და ყუმბარმტყორცნები.
ასევე რამდენიმე ერთეული დაჯავშნული საინკასატორო მანქანა, რომლებიც ეგვიპტემ შეიძინა.
ასევე წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება მოლდავეთთან, რომელიც დააინტერესა ქართული წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, საუდის არაბეთმა ტენდერში მონაწილე სამხედრო სამედიცინო, საევაკუაციო დანიშნულების ჯავშანმანქანებიდან ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი მანქანები აირჩია და 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანმანქანების შეკვეთაც მისცა.
პირველი შეკვეთა 12 ერთეული ჯავშანმანქანის სახით უკვე გაიგზავნა საუდის არაბეთში.
"დელტას" პროდუქციის პოპულარულობა უკვე საქართველოშიც მატულობს. "Liberty Bank"–ა 100 ერთეული ჯავშანჟილეტი შეიძინა თანამშრობლებისათვის.
როგორც იცით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი "დელტა" შეიქმნა 2010 წელს ექვსი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის და საწარმოო ობიექტის გაერთიანებით. მას შემდეგ მისმა სპეციალისტებმა გამოუშვეს საბრძოლო მანქანა "ლაზიკა", ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი", ზალპური ცეცხლის სისტემა, უპილოტო საფრენი აპარატი, შაშხანები, ნაღმსატყორცნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, სამხედრო კარვები და ბევრი სხვაც.
მაშ მოდით და შემდგომი წარმატებები ვუსურვოთ "დელტას".

1
402
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
2016, 3 თებერვალი, 16:08
ვა კარგი ამბავია:)მალე უფრო დიდი წარმატება ენახოს
0 1 1