x
image
მანჩო 777
ლეონარდო დი კაპრიო რუსეთის პრეზიდენტის - პუტინის როლს შეასრულებს
ცოტაოდენი ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანული კინოკომპანია Knightsbridge Entertainment აპირებს ფილმის გადაღებას რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე და მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებს ჰოლივუდის ვარსკვლავ ლეონარდო დი კაპრიოსთან მთავარი როლის შესრულებაზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა თანხმობა განაცხადა ამ შემოთავაზებაზე.


image


iMDB-ის ბაზაში უკვე არსებობს გარკვეული წინასწარი მონაცემები ამ ფილმის შესახებ. მისი სამუშაო სახელწოდებაა Putin. ფილმის სცენარი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაწერა ერთი წლის წინ დაიწყო. ამჟამად ავტორები მუშაობენ ფილმის ფინალურ სცენაზე. რაიმე მონაცემები იმისა, თუ ვინ შედის ფილმის გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში, ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა Knights Bridge Entertainment-ის ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა განაცხადა, რომ რეჟისორის სახელი ყველასათვის კარგად ნაცნობი იქნება.


image



იგეგმება, რომ ფილმი Putin იქნება პოლიტიკური ტრილერი. მასში წარმოდგენილი იქნება რეალური ფაქტები და მოვლენები რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ნაჩვენები იქნება მისი კარიერული გზა КГБ-ს ოფიცრიდან პრემიერ მინისტრობამდე და ბოლოს პრეზიდენტობამდე ( ძალიან საინტერესოა, რა კუთხით იქნება ფილმში გაშუქებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები).


image


მოსალოდნელია, რომ ფილმის აქტიური ფაზის გადაღება უახლოეს მომავალში დაიწყება. გადაღებები 2016 წლის გაზაფხულზე ერთბაშად რამოდენიმე ქვეყანაში: რუსეთში, აშშ-ში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში იწარმოებს. ეკრანებზე ფილმი 2017 წლის ზაფხულზე გამოვა.


image




p.s. აი, ამ ფილმისათვის კი ლეონარდოს აუცილებლად მისცემენ ასე სანატრელ "ოსკარს" !!!


image

0
311
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0