x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"კონკიას" ამბავი რეალურ ცხოვრებაში,მხოლოდ უფრო სასტიკი და დაუნდობელი
imageზღაპარი"კონკიაზე" მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიუჟეტად ითვლება.არსებობს ამ ზღაპრის 1000-ზე მეტი ინტერპრეტაცია.თუმცა მოვლენები თითქმის ყველგან იდენტურად ვითარდება, მათგან ყველაზე ცნობილი მაინც შარლ პეროს და ძმები გრიმების რედაქციით წყალობით გახდა.


ეს ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, ზუსტად ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით ვითარდება, თუმცა უკვე რეალურ ცხოვრებაში და ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელი.


1985 წლის 25 დეკემბერს ქალაქ ზაგორსკში, (ამჟამად სერგიევ პოსადი), რომელიც მოსკოვის ოლქში მდებარეობს, მილიციაში შემოვიდა ზარი, მამაკაცი იტყობინებოდა, რომ კანალიზაციიც ჭიდან მოესმა ბავშვის განწირული ტირილი, დიდი წვალების შემდეგ ჭას ლუქი ახადა, საიდანაც ცხელი ორთქლი ამოვარდა..მამაკაცმა ვერაფერი დაინახა, მალევე ბავშვის ტირილის ხმა შეწყდა.მამაკაცი ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, იქნებ მოეჩვენა კიდეც.ალბათ მილიცია შეტყობინებას წაუყრუებდა კიდეც, რომ 10 წუთის შემდეგ უკვე სხვა მოქალაქეს არ დაერეკა.იგიც იგივეს დაბეჯითებით იმეორებდა, მხოლოდ უკვე მეზობელ ქუჩიდან.


შემთხვევის ადგილზე გავიდა მილიცია და სახანძრო, გამოიძახეს წყალკანალის მესვეურები, რომლებასაც მიწისქვეშა ლაბირინთების სქემა ჰქონდათ.


ფანრებით შეიარაღებულებმა, ერთობლივი ძალებით მიწისქვეშა კომუნიკაციებში დაიწეს ძებნა, პირველად ბავშვის ხელთათმანი იპოვეს, ცოტა ხანში ქურთუკი..ძებნა გაძლიერდა და აი პატარა გოგონაც აღმოაჩინეს.ბავშვს მრავლობითი დაზიანებები და დაწვრობები აღენიშნებოდა.


გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ბავშვისგან გაიგეს, რომ ერქვა მაშა, გვარად იყო ვესელიოვა, ხოლო დედამისს რიტა ერქვა.

imageდადგინდა, რომ ქალაქში სულ 12 ვესელიოვა ცხოვრობდა და აქედან მხოლოდ ერთს ერქვა მარგარიტა.


მალევე დედასაც მიაგნეს, შოკირებული რიტა გაოცებული იძახდა, საიდან?როგორ?..ბავშვი ბებიასთან ერთად იყო საახალწლო ზეიმზე..


სამართალდამცავებმა ახლა ბებიას მიაკითხეს, - ვარვარას, თუმცა როგორც გაირკვა ზუსტად იმ დღეს, ვარვარა საავადმყოფოში გადაიყვანეს გულის შეტევით.


ქალბატონმა ვარვარამ აღნიშნა:"მე ვიცი ვისაც უნდოდა ბავშვის სიკვდილი, -საკუთარ დედას, საახალწლო ზეიმზე ბავშვის წასაყვანად მოვიდა, მოგვივიდა კამათი, ამის შემდეგ ცუდად გავხდი."

imageთუმცა საპირისპიროს ამბობდა მაშას დედა:"ბავშვის მოშორება მის ბებიას ვარვარას სურდა."..ერთი ის იყო, რომ მანაც დაადასტურა, რომ საახალწლო ზეიმზე ვარვარასთან კამათი მოუვიდა.

imageდაიწყო გამოძიება, ვარვარა მიხეილის ასული საავადმყოფოში იწვა, მას მყარი ალიბი ჰქონდა.მიუბრუნდნენ ისევ 4 წლის მაშას.ბავშვს დაუსვეს კითხვა:მაშა ვინ წამოგიყვანა საახალწლო ზეიმიდან? პასუხი ასეთი იყო:მელამ.

გამოდის, რომ ბავშვი საახალწლო კარნავალიდან ვიღაცამ მელიის ნიღაბით გამოიყვანა.


ერთხელ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამომძიებელმა ვარვარას სახლში მიაკითხა, ვარვარა დაფაცურდა, "ჩაის დალევთ?"..გამოაღო კარადის კარი და იქიდან მელიის ნიღაბი გადმოვარდა....."საიდან ეს ნიღაბი?"-უმალ იკითხა გამოძიებელმა..."ააა.ეს ნიღაბი რიტამ დატოვა საახალწლო ზეიმის შემდეგ"...


რიტა ვესელიოვა დააკავეს, იგი საკუთარი შვილის მკვლელობის მცდელობაში მთავარი ეჭვმიტანილი გახდა.

image


თუმცა სამართალდამცავებმა მალე ახალი გარემოებები გაარკვიეს:


რიტა 11 წლის იყო როდესაც დედა მოუკვდა, მამამ მალევე მეორე ცოლი მოიყვანა, ეს გახლდათ ვარვარა, რომელსაც თან ქალიშვილი ვლადლენა მოჰყვა, გოგონები თითქმის თანატოლები იყვნენ, თუმცა ურთიერთობა დედინაცვალთან და მიღებულ დასთან არ აეწყო.გოგონას მუმივად ამცირებდნენ, სახლში შავ სამუშაოს მას ასრულებინებდნენ.გოგონას უცხოდ და გარიყულად გრძნობდა თავს საკუთარ სახლში.ერთადერთი მისი მეგობარი იყო ძაღლი, -არტემონი, რომელიც მარგარიტას ძალიან უყვარდა.

ერთხელაც სკოლიდან დაბრუნებულმა გოგონამ არტემონი სახლში ვეღარ აღმოაჩინა, დედინაცვალს ჰკითხა:"სადაა ძაღლი?"..დედინაცვალმა მხრები აიჩეჩა:"გაიქცა ალბათ".ცრემლმორულმა გოგონამ მთელი ეზო შემოირბინა, ეკითხებოდა მეზობლებს "არტემონი ხომ არ გინახავთ?"..თუმცა გოგონამ ძაღლი ვეღარ იპოვა.


რამდენიმე დღის შემდეგ რიტას ვლადლენასთან კამათი მოუვიდა."იპოვე შენი ძაღლი?–ბოროტად ჩაიხითხითა ვლადლენამ–"ვერც იპოვი."


როგორც მოგვიანებით გაირკვა ვარვარამ რიტას მამას დაავალა ძაღლი ვეტერინართან წაეყვანა და ინექციით მოეკლა, თუმცა გზად მამას ძაღლი შეეცოდა, ქუჩაში ერთ-ერთ მილთან მიაბა და მიატოვა.რიტამ ძაღლი ვეღარ იპოვა.


გავიდა წლები.მალევე რიტას მამა გარდაეცვალა, ამის შემდეგ უფრო გაძლიერდა გოგონას ჯოჯოხეთური ცხოვრება.შემდეგ ვლადლენაც გათხოვდა.


მაშა რიტას 1981 წელს შეეძინა.1980 წელს გოგონამ მოსკოვის ოლიმპიადის დროს გაიცნო ჩეხი ტურისტი იანი, ხანმოკლე ურთიერთობების შემდეგ იანი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მიმიწერა მუდმივად ჰქონდათ...და აი რამდენიმე თვის შემდეგ იანი დაბრუნდა მოსკოვში სასწავლებლად..ურთიერთობა გაგრძელდა, რიტას იმედი ჰქონდა, რომ შექმნიდა ოჯახს და მოშორდებოდა დედინაცვალს..თუმცა მალევე გაიგო, რომ იანი რიტას ღალატობდა....


ნუთუ დედინაცვალმა გოგონა იქამდე მიიყვანა, რომ გადაწვიტა საკუთარი შვილი მოეკლა?-იფიქრეს სამართალდამცავებმა.გადაწყვიტეს ვარვარას კიდევ ერთხელ გასაუბრებოდნენ.თუმცა ვარვარა უგზოუკვლოდ დაიკარგა.

image

მალევე მისი გვამი სახლის მახლობლად, ანალოგიურად საკანალიზაციო ჭაში ჩაგდებული აღმოაჩინეს.მკვლელობა? მაგრამ ვინ?..თუ უბედური შემთხვევა?...სამართალდამცავებმა ვერც გაარკვიეს.ჩათვალეს უბედურ შემთხვევად და საქმეც დახურეს.


გაირკვა კიდევ ახალი გარემოება, აღმოჩნდა, რომ ბავშვის საახალწლო ზეიმიდან გამოსვლის დროს რიტას კიბეებზე ჯგუფელები შეხვდნენ, იგი მარტო იყო .გოგონამ ჯგუფელებს უთხრა, რომ დედინაცვალმა მოსკოვში გააგზავნა საყიდლებზე...


მაშ ვის უნდოდა ბავშვის მოკვლა?...ვლადლენას!..დაკითხვაზე იგი მალევე გამოტყდა.

ვლადლენა უშვილო გამოდგა, ამიტომ ბავშვებს ვერ იტანდა, ვარვარას დიდად არ გაჭირვებია შვილის დათანხმება..."როგორია!-იძახდა ვარვარა-ცალკე ბავშვს მოვიშორებთ, ცალკე რიტას დაიჭერენ და სამ ოთახინი ბინაც არავისთან გასაყოფი არ იქნება."

imageimage

ალბათ გაინტერესებთ რა მოუვიდა ვარვარას, უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა?


აღმოჩნდა, რომ რიტა უკვე 6 თვეა უჩუმრად ხვდებოდა მამაკაცს ახლო აღმოსავლეთიდან, სახელად მუჰამედი, ისე, რომ ვარვარამაც არ იცოდა.....ეს ამბავი რამდენიმე წლის შემდეგ გასკდა, როდესაც უკვე რიტა ცოლად გაჰყვა მუჰამედს.


სწორედ მუჰამედმა იძია შური ვარვარაზე.ჩაუსაფრდა დედინაცვალს სადარბაზოსთან და კანალიზაციის ჭაში ჩაახრჩო....საქმე დახურული იყო და არც შეუწუხებია თავი მილიციას საქმის ხელახლა აღძვრაზე...ისინიც ადამიანები არიან და ვინ იცის თქვეს კიდეც:"რაც დაიმსახურა იმის ღირსი იყო".


რიტა და მუჰამედი მხოლოდ 10 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ რუსეთში, მხოლოდ როგორც ტურისტები, რიტას მუჰამედთთან კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინა.

image


2
362
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
362
  
2016, 3 თებერვალი, 13:51
დეტექტივების წერაზე არ გიფიქრია არაჩანდა? :) ან სცენარებზე?ისტორია ხომ საინტერესოა,მაგრამ ისე დამაინტრიგებლად გიწერია,,რომ რესპექტ :)
0 1 2