x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61747
  • ვიდეო:311220
  • სურათი:412166
სტუმრად ბებოსთან

image













ბებოსთან და ბაბუსთან სტუმრობისას მათ, რომ ვუყურებ ვხვდები, რომ დღემდე სიგიჟემდე უყვართ ერთმენეთი.ერთ დღესაც, როდესაც ბებო ელოდებოდა ბაბუს, როდის მოვიდოდა, რომ ერთად ევახშმათ, ბებოს ვთხოვე მათი ისტორია მოეყოლათ. ბებომაც დაიწყო

იცი შვილო მინდა გითხრა რომ სასწაულების გჯეროდეს იმიტომ რომ უფალმა ცხოვრებაში ბევრი სასწაული მომივლინა. პირველი კი ბაბუაშენია.

- ბებო როგორ შეხვდით შენდა ბაბუ ერთმანეთს?

-სულ თავიდან დავიწყო შვილო?

- დაიწყე ბებო

-15 წლის ასაკში შევხვდი ერთ ადამიანს რომელსაც ძალიან შევუყვარდი, თავისი ჩემს მიმართ პატივისცემით და სიყვარულით მეც შემიყვარდა ორი წლის მანძილზე დამალულად გვიყვარდა ერთმანეთი.

მე მასზე გათხოვებას ვაპირებდი 17 წლის ასაკში ახლა რომ ვუფიქრდები რა პატარა ვიყავი მაშინ და როგორი უტვინო (ბებო იცინის). მეგონა ყველაფერი ძალიან კარგად იყო თუმცა ყველაფერი ისე შემობრუნდა რომ ჩვენ დავშორდით. თვეების მანძილზე ტირილში ვათენებდი და ვაღამებდი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი მივხვდი რომ თურმე ეს ჩემი დიდი სიყვარული აღარც კი მახსოვს. მივხვდი რომ სიყვარული თურმე არ არსებობს და ადამიანს შეუძლია ის შეიყვაროს და გადაიყვაროს ვინც მოუნდება. გადის კიდევ ერთი წელი. ამ პერიოდის მანძილზე მყავდა რამდენიმე სიმპატიური თაყვანისმცემლები რამდენიმე დიდგვაროვანიც კი იყო თუმცა ყველა ისევ ისე გავუში ჯანდაბაში როგორც ის პირველი. ამ პერიოდისთვის კი მომდის წერილი სადაც მწერენ რომ მთელი ოჯახი წუხს ჩემს ქორწილში რომ ვერ ჩამოვიდნენ. მე სიცილი ამიტყდა ვიღაც საწყალს შეეშალა და ორი კვირის წინ გამოგზავნილი წერილი როგორც იქნა მივიდა ადგილამდე და ისიც შეცდომით.თქვენ ახლა რომ გააგზავნით წერილს და მიდის ორ წუთში ასე სად იყო ჩვენ დროს თვეობით და კვირაობით ვუცდიდით წერილებს.

მოკლედ შვილო მე მას შევატყობინე, რომ მისამართი შეეშალა. შემდეგ წერილი ისევ მომწერა ამასობაში კი ჩვენ გავიცანით ერთმანეთი. თუკი რამე მოხდებოდა ყველაფერი მინდოდა მისთვის მომეყოლა და ისიც ასე იყო ჩვენ ძალიანდავმეგობრდით. სახეზე ნანახი არ მყავდა თუმცა მეგონა მთელი ცხოვრება მას ვიცნობდი. ჩემს ერთ მეგობარს ვეუბნეოდი რომ ჩვენ იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან სულიერად რომ ყველას შეიძლება გავყოლოდი ცოლად მაგრამ არა მას ის ჩემი მეგობარი, ძმაც და მამაც იყო. არ ვიცი ეს რატომ ვთქვი მაშინ 1 პროცენტიც კი არ იყო შანსი რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით. ცოტახანში მან მე მთხოვა რომ შევხვედროდი, დიდხანს ვიყოყმანე თუმცა შემდეგ დავთანხმდი. მშვენიერი სიმპატიური ახალგაზრდა იყო თუმცა ბევრი ისეთი ჩვევა ქონდა რაც არ მომწონდა. მიუხედავად ყველაფრისა გულს ვერ ვუბრძანე და შემიყვარდა. მასაც ძალიან ვუყვარდი ერთ დღეს კი ხელი მთხოვა ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით მოხდა მშობლებს ოფიციალურად თხოვა ჩემი ხელი, ორ კვირაში გავყევი. ყველაფერი უფრო ცუდათ იყო ვიდრე წარმომედგინა. ძალიან ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ სახლი არ გვქონდა, იყო პერიოდი რომ საჭმელიც არ გვქონდა თუმცა ერთმანეთის თანადგომით ყველაფერი გადავიტანეთ და დღემდეც მოვახწიეთ. რომ არა ბაბუაშენი და მისი სიყვარული მე ვერ გავუძლებდი ამ ყველაფერს.

იცი შვილო მინდა ერთი რაღაც გითხრა არასოდეს თქვა არასოდეს. იცოდე ნამდვილი სიყვარული ყველაფერს გადალახავს, არ იფიქრო მატერიალური თვალსაზრისით რასაც დაიმსახურებ ღმერთი იმას მოგცემს.

ამ ლაპარაკში ბაბუც მოვიდა და ბებოს ახლახანს აყვავებული იასამნები მოუტანა. ბებოს კი თვალები პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის.

ბებო და ბაბუ უკვე 50 წელია რაც ერთად არიან. მათ 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ყავთ.

0
123
შეფასება არ არის
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:სახვაძე
სახვაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0