x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალური შური?ახალგაზრდა ქალმა თავის ახალგათხოვილი დაქალი ციანიდით მოწამლა
imageგასულ შაბათს ინდონეზიის პოლიციამ დააკავა წლის ჯესიკა კუმალა( Jessica Kumala), რომელიც თავის დაქალის და თანაკლასელის ვაიან მირნა სალიჰინის( Wayan Mirna Salihin)მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.


6 იანვარს 27 წლის ვაიანი თავის მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, მათ რიცხვში ჯესიკაც იყო, ვაიანამ ცივი ყავა მოითხოვა, როდესაც გოგონამ მოსვა ყავა, გემოზე არ მოეწონა, "მწარეა", ჩაილაპარაკა, ამის თქმა იყო, გოგონა ძირს დაეცა და პირიდან თეთრი ქაფი გადმოუვიდა. იგი რამდენიმე წამში მოკვდა.


სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ყავაში ციანიდი აღმოჩინა.თავიდანვე პოლიციისთვის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ჯესიკა კუმალა გახდა.


რამდენიმე კვირიანი გამოძიების, ფაქტების შეჯერების და ჯესიკას სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.



ინდონეზიის პოლიციამ მოთხოვნა გაუგზავნა ავსტრალიელ სამართალდამცავებს დამატებითი ინფორმაციისთვის, როგორც გაირკვა ჯესიკა და ვაიანი ერთად სწავლობდნენ სიდნეიში Billy Blue-ს დიზაინის კოლეჯში, ჯესიკამ სწავლის შემდეგ იქვე გააგრძელა მუშაობა და მხოლოდ გასულ თვეს დაბრუნდა ინდონეზიაში.

image





1
666
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
666
  
2016, 2 თებერვალი, 20:59
გ.გ
0 1 1