x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ადამიანის უფლებების თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმები

სეფიდე - მიწვდი ვარსკვლავებს (დანია, ირანი, გერმანია, ნორვეგია, შვედეთი)- ფილმი ირანში, თეირანის მახლობელ სოფელში
მცხოვრები მოზარდი გოგონას, სეფიდეს შესახებ, რომელიც ცნობილ ასტრონომად გახდომაზე ოცნებობს. მოგვითხრობს რა გოგონას ამბიციის,
საკუთარი ოჯახის, უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი მოლოდინების წინააღმდეგ გალაშქრების შესახებ, ფილმი ირანულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ როლებს ასახავს.



ქალბატონი სიმამაცე: კრისტინ ბეკის ამბავი (აშშ) - ომის ვეტერანი გვიყვება
საკუთარი გამოცდილების შესახებ, ერთი იდენტობიდან მეორე იდენტობაზე გადანაცვლებით.პირველი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი წევრი, კრის ბეკია, ხოლო მეორე ტრანსგენდერი
ქალი, სახელად კრისტინ ბეკი.



ჩუმი ინკვიზიცია (აშშ) - ფილმში შეხვდებით გინეკოლოგ კარლა სეტაროს, რომელმაც ნიკარაგუის სახიფათო, აბორტის ამკრძალავი პოლიტიკის ფონზე უნდა იმუშავოს. ქვეყნის ანტი-აბორტის კანონები კრძალავს აბორტს იმ შემთხვევებშიც კი, როცა ქალის სიცოცხლე საფრთხეშია, ან ფეხმძიმობა გაუპატიურებისა თუ ინცესტის შედეგია;



შეჰერაზადეს დღიური (ლიბია) - ეს "ტრაგიკომიკური დოკუმენტური ფილმი" მოგვითხრობს ლიბიაში მცხოვრებ ქალ პატიმრებზე, რომლებიც დგამენ სპექტაკლს, როგორც ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ საშუალებას. სპექტაკლი ასახავს მათს პირად ისტორიებს დედობასთან დაკავშირებული ტრავმებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.



სიდჰართი (კანადა/ინდოეთი) - მამის თავგანწირული მოგზაურობაა 12 წლის ვაჟის მოსაძებნად. ბიჭი გაგზავნეს სხვა პროვინციაში, რათა ემუშავა და მატერიალურად დახმარებოდა ოჯახს, მაგრამ ის შინ აღარ დაბრუნებულა და
შიშობენ, რომ მოიტაცეს ან ტრაფიკინგის მსხვერპლი გახდა.



უზენაესი საფასური (აშშ) - ფილმი ასახავს პრო-დემოკრატიული მოძრაობის განვითარებასა და ლიდერულ პოზიციებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდას.



პირადი ძალადობა (აშშ) - დოკუმენტური ფილმი გვაცნობს ოჯახში ძალადობა გამოვლილ ორ ქალს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისთვის, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ "ქალისთვის ყველაზე სახიფათო ადგილი მისი სახლია."



მეფუტკრე (შვეიცარია) - სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრებ ქურთ მეფუტკრეს, იბრაჰიმ გეზერს წაართვეს ოჯახი, საკუთრება და 500 ფუტკრის კოლონია, რის შემდეგაც ახალი ცხოვრების დასაწყებად შვეიცარიაში მიდის.





ბანაკი 14: სრული კონტროლის ზონა (გერმანია, სამხრეთ კორეა) - ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მომაკვდინებელი გასაიდუმლოებულობის გამო ცოტა რამ არის ცნობილი მის შრომით ბანაკებზე, სადაც, როგორც ვარაუდობენ, 200 000-მდე პოლტიკური პატიმარი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან ტყვეობაში. ფილმი ნათელს ფენს განდეგილი სამეფოს ყველაზე ბნელ კუნჭულებში მიმდინარე ზოგიერთ დანაშაულებრივ ქმედებას. შინ დონგ-ჰუკმა, რომელიც ერთ-ერთ ასეთ ბანაკში დაიბადა, 23 წლის ასაკში სამხრეთ კორეაში გაქცევა შეძლო. ფილმი მის გამოწვევებით სავსე ცხოვრებას გადმოსცემს.





იყო ტაკეი (აშშ) - ცნობილი მსახიობი ჯორჯ ტაკეი იხსენებს ბავშვობას, რომლის გარკვეულმა ნაწილმა იაპონურ-ამერიკულ ბანაკში განვლო, სადაც ის სხვა იაპონელი ამერიკელების მსგავსად იძულებით შეასახლეს. მსახიობი ყვება, თუ რა გავლენა მოახდინა რასიზმმა და ჰომოფობიამ მის ცხოვრებასა და კარიერაზე.




"სეფიდე - მიწვდი ვარსკვლავებს"


დავითაშვილი








0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:ერიკა ენივეი
ერიკა ენივეი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0