x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სენსაცია მუსიკალურ სამყაროში, 15 წლის ბიჭი რომელსაც დაბადებიდან არა აქვს თითები წარმოუდგენლად კარგად უკრავს ფორტეპიანოზე

image 15 წლის ბიჭმა, რომელსაც ხელებზე არცერთი თითი არა აქვს მსმენელი აღაფრთოვანა.
ალექსი რომანოვი გახდა სენსაციური აღმოჩენა ყაზანის კამერული ორკესტრის ( La Primavera)პროექტში "მომავლის ვარსკვლავები". 15 წლის ბიჭმა, რომელიც თითების გარეშე დაიბადა, ვირტუოზულად შეასრულა ფორტეპიანოზე საუნტრეკი ფილმიდან
"Сумерки". ბიჭის დაკვრამ მაყურებელთან ერთად მთელი ორკესტრიც აღაფრთოვანა. დაკვრა იმდენად საოცარი იყო, რომ მნახველები თვალებს არ უჯერებდნენ: "როგორ აკეთებს ეს ბიჭი ამას, როგორ შეიძლება ადამიანმა თითების გარეშე ასე დაუკრას?!"
როგორც ორკესტრის დირიჟორმა რუსტემ აბიაზოვმა აღიარა, როცა პირველად ნახა და მოისმინა თუ როგორ უკრავდა ფორტეპიანოზე ბიჭი, "მე განცვიფრებისაგან არ ვიცი რა მექნა და ჩამოვჯექი".
როგორც გამოირკვა, უნიჭიერესი ახალგაზრდა ყაზანის მეოთხე სკოლა–ინტერნატში სწავლობს მეცხრე კლასში, ინტერნატი განკუთვნილია საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დეფექტის მქონე ბავშვებისათვის. ალექსი სკოლა–ინტერნატში ზელენოდოლსკის ბავშვთა სახლიდან მოხვდა, სადღეისოდ უნიჭიერეს ახალგაზრდაზე მეურვეობა აიღო ოჯახმა მშობლიური ზელენოდოლსკიდან და უქმე დღეებს ბიჭი მათთან ერთად ატარებს.

6
250
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
250
  
2016, 2 თებერვალი, 16:34
მადლობა
2016, 2 თებერვალი, 16:21
მაგარია
2016, 2 თებერვალი, 16:05
მადლობა "X3" გახდა გაზიარება. :)
2016, 2 თებერვალი, 16:03
მადლობა მაკა, ორჯერ გაზიარებამ იქნებ "გაქაჩოს".
რახან რუსული გვერდიდან ვთარგმნე ფილმის სახელი ორიგინალში დავტოვე :)
2016, 2 თებერვალი, 16:02
აღფრთოვანებული ვარ.ეს ყველამ უნდა ნახოს.გავაზიარებ
2016, 2 თებერვალი, 16:01
მშვენიერი ფილმის- "ბინდის" საუნდთრექი და არაჩვეულებრივი მელოდია, ბიჭი ხომ საერთოდ, უნიჭიერესი. გავაზიარე
0 1 6