x
image
ციცი
Mediator image
იუნა შაფათავა-"მე არ ვარ წმინდანი, მაგრამ ნამდვილი ქალი ვარ..."

image


თამამი და სექსუალური იმიჯის მქონე იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც მისი ტყუპისცალი დისა და მისი ყოფილი ქმრის ურთიერთობას ეხება. იგი აღშფოთებულია იმით, რომ მის დისშვილს მამის გამო თავისუფლება ეზღუდება:



"ჩათვალეთ, რომ ჩემი შვილია მაშა.
დეას შვილი ჩემი შვილია. ჩემი ტყუპისცალის შვილი. მას აქვს აღკვეთილი ადამიანის უზენაესი - თავისუფლების უფლება-მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში, კანონი ქალებს და ბავშვებს არ იცავს. რადგან ბავშვს მამის გვარი აქვს, მამას უფლება აქვს, პასპორტი არ მისცეს და ქვეყნიდან გასვლის უფლებაც ასევე საკუთარ კაპრიზს დაუქვემდებაროს. ეს მხოლოდ დეას და ჩემი პრობლემა არ არის. მადლობა ღმერთს და მის სამსახურს-დეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი ქალია საქართველოში, ვამაყობ ჩემი დით! და აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შვილის გამოკვების, შენახვის და განებივრებისაც. სულ იმას ვიმეორებ: საწყალი, უპატრონო, უმუშევარი ქალი რომ ყოფილიყო, შვილის მამა ფეხებს შეაწმენდდა, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ასე არ გამოვა, ძლიერები ვართ და ერთადერთ (!) სასპეკულიანტო შანსს იყენებს და ბავშვს უჭრის ფრთებს "მამა". ბავშვს, რომლის დედა მივლინებებშიც წაიყვანდა-არის ამის შესაძლებლობა; რომლის ორივე დეიდას აქვს შესაძლებლობა, მთელი მსოფლიო აჩუქოს და მამა (!!!!) ჯინაზე, ბავშვს შეფერხებას უქმნის, მის ხელთ არსებული ერთადერთი ბერკეტით-ქაღალდზე მამობით-და ეს ფაქტი არ ისჯება. ყველა მარტოხელა ქალის სახელით, ღარიბი, მდიდარი, ბედნიერი, უბედური, მაგრამ საკუთარი შვილის გაჩენით ბედნიერის-გთხოვთ, სამართალდამცვლებო, უფლებადამცველებო - შეიტანეთ ცვლილება კანონში და ჩამოვართვათ ასეთ "მამებს" ეს მათი ერთადერთი სასპეკულაციო მექანიზმი. მივცეთ ბავშვებს სუნთქვის შესაძლებლობა. დავგმოთ ვიწრო აზროვნება. გთხოვთ ყველას, ვაჩუქოთ ცოცხალი მამით უმამოდ გაზრდილ ბავშვებს თავისუფლება.
პ.ს. დეა არის წმინდა გოგო. მისთვის უმამოდ ბავშვის გაჩენა უკვე იყო განაჩენი -ეს ის კაცია, მთელ თბილისში რომ დასდევდა დეას, ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო. ყვავილებით, საჩუქრებით, ფსქოზებით, ისტერიკებით, ჩვენ სახლთან მანქანაში ფანატიკური დარაჯობით და ძილით. ეს ის კაცია, მის პირველივე დანახვაზე რომ ვთხოვე: სხვადასხვა პლანეტებიდან ხართ შენ და დეა, გთხოვ, გაეშვი ჩემ დას, სხვა გოგო ნახე. ეს ის კაცია, რომლის მეგობრები ჩურჩულით მეუბნებოდნენ: დეას დონის გოგო არასოდეს ყოლია-დიახ, მაგარი და მყავს, და მეამაყება. ხმამაღლა ვამბობ, კუკარაჩა რომ ამბობდა ინგაზე: წმინდაა ეს ქალი! დიახ, მე ვიცავ ჩემ დას! არ იმსახურებდა ის კაცი მას და არც იმას იმსახურებდა, ეს ანგელოზი რომ დეასთან ერთად აჩუქა ღმერთმა! და რით გადაუხადა? ბავშვს? თავისუფლების აღკვეთით? მე დეას ტყუპისცალი ვარ. მე არ ვარ წმინდანი, მაგრამ ქალი ვარ, ნამდვილი და ძალიან ბევრი მამაკაცი დაგიდასტურებთ ჩემი ხასათის სიძლიერეს. ჩემს ხელთ ერთადერთი ბერკეტია-სიმართლე და, დობა.
მე მინდა, ჩემი და ბედნიერი ქალი იყოს. და ასევე, ჩემი დის შვილი. ჩემი დის შვილი -ჩემი შვილია. ძალიან გთხოვთ, აღვუდგეთ ასეთ "მამებს" და საფუძველშივე მამობის ფუნქცია შენარჩუნებულებს, არ მივცეთ ჩვენი, ქალების, შვილებით, სპეკულირების უფლება! ჩემი მარუსია იქნება თავისუფალი, გადაადგილებაში მსოფლიოში და დეა, ჩემი 24/7 მშრომელი მარტოხელა დედა, თუმცა ჩვენი კანონით, ვინაიდან ბავშვი მამის გვარზეა, ქალი მარტოხელა დედად არ ითვლება -აი მარაზმი და ხარვეზი მენტალიტეტში! -დეა მაინც იქნება ბედნიერი. დეა გათხოვდება კაცზე, რომელიც მას იმსახურებს და ეყოლება ისეთი ბედნიერი ოჯახი, რომელზეც ბავშვობდან ოცნებობს და რომლის არ არსებობა ჩვენი ბავშვის "მამის" დიდი შავი მუშაობით გამოწვეული დანაშაულია. დეა იქნება ბედნიერი, ისევე, როგორც ასეთი რეგვენი "მამებით" გაწამებული სხვა გოგოები და ბავშვები.
ეს ჩვენი სამოქალაქო ვალია, ვიზრუნოთ ჩვენი ბავშვების მომავალზე.
ვინ, თუ არა მე, ცხრა მთა, ცხრაასი საშინელება გამოვლილმა ქალმა არ დავიცავი ჩემი და და სხვა გოგოები????
პ.ს. მე და მაშამ სურვილი ჩავიფიქრეთ ახალ წელს. თოვლის ბაბუას ვთხოვეთ ნაძვის ხესთან, რომ მაშას წავიყვანთ დისნეილენდში, მე გადამიღებენ კინოში, დედიკო გათხოვდება და ძამიკოს გაუჩენს და სოფიკო დიდი მუზარადის შეჯიბრს მოიგებს. პარიზის დისნეილენდში წასვლა სოფიკოს როლან გაროსზე წასვლას უნდა დავამთხვიოთ, რომ დეიდას უგულშმატკივროს. მე შევპირდი ბავშვს და შევასრულებ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას.
️ბედნიერებას ვუსურვებ დეას და ყველა მაგარ გოგოს, რომელიც შვილს იმ კაცისგან ზრდის, სიყვარულს რომ ეფიცებოდა და ბავშვის გაჩენის შემდეგ, ბავშვს სახლში პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენ ვაჯობებთ ასეთ არაკაცებს და ვიქნებით ბედნიერები!"

image

imageimageimage

0
284
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0