x
image
მანჩო 777
"შოუ უნდა გაგრძელდეს!" - თერთმეტი მუსიკოსი, რომლებმაც სცენაზე მიღებული ტრავმის შემდეგაც გააგრძელეს კონცერტი
ცოცხალი გამოსვლა მილიონობით ეგზალტირებული ფანატის წინაშე-არც ისე იოლი საქმეა, ხოლო როცა მაყურებელთა ბრბო და მუსიკოსი ერთმანეთს შემოქმედებითი ექსტაზის დროს ხვდება- შეხვედრა შეიძლება ყველაზე წარმოუდგენლად დამთავრეს, მათ შორის ამ უკანასკნელის ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენებითაც კი, თუმცა ნამდვილ ხელოვანს წინ ვერაფერი დაუდგება.

დღეს მინდა გიამბოთ ათ მუსიკოსზე, რომლებმაც კონცერტის დროს მიღებული სერიოზული ტრავმების მიუხედავად გააგრძელეს სცენაზე გამოსვლა და შოუს დასრულება.


image



11. მაიკლ ბუბლე



image

კანადელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა მაიკლ ბუბლემ დაამტკიცა, რომ მისი შეშინება არც ისე იოლია. 2014 წლის მაისში სიდნეიში ჩატარებული კონცერტის დროს მან წინა კბილი მიკროფონით ჩაიტეხა, მაგრამ მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, შეძლო კონცერტის ბოლომდე სცენაზე დგომა.


10. ენრიკე იგლესიასი


image

მექსიკაში მიმდინარე კონცერტის დროს ესპანელმა მომღერალმა და ქალთა გულთამპყრობელმა სცადა სცენიდან დაეჭირა დრონი, რომელიც შოუს სურათებს იღებდა (წინათ მომღერალი ამის გაკეთებას იოლად ახერხებდა ხოლმე) - დრონმა მომღერალს ხელის თითები გადაუჭრა. გასისხლიანებული ხელით და მაისურით ენრიკემ კონცერტი ბოლომდე მიიყვანა-მას მხოლოდ ხელსახოცი შეამოახვიეს ჭრილობაზე.



9. კურტ კობეინი



ჯგუფ Nirvana-ს სოლისტი კურტ კობეინი ცნობილია თავისი ეგზალტირებული გამოსვლებით და ფანატების ბრბოში ჩახტომით, მაგრამ ერთხელ, ჰიტ Love Buzz-ის შესრულების დროს, როცა მომღერალმა ფანატების ბრბოში გადახტომა მოისურვა, მცველმა რატომღაც ის შეაჩერა და სცენაზევე მაგრად... მიბეგვა (როგორც ჩანს, ამ ადამიანს კურტ კობეინის შემოქმედება სასტიკად არ მოსწონდა).



8. ეფიმ ბრონჰმანი


image

საბჭოური წარმოშობის ებრაელ-ამერიკელი პიანისტი საკმაოდ სერიოზულად უყურებდა თავის შემოქმედებას, ასე რომ ვერანარი ტრავმა მას კონცერტის ჩატარებაში ხელს ვერ შეუშლიდა. ვენაში ერთ-ერთი გამოსვლის დროს პიანისტმა თითები დაიზიანა და მათგან წამოსული სისხლისდენა ვერანაირად ვერ შეაჩერა. ბრონჰმანმა მაინც გააგრძელა დაკვრა, მიუხედავად იმისა, რომ გასისხლიანებული თითები კლავიშებს ეწებებოდა.



7. Tyler, The Creator


image


ერთნი ამბობენ, რომ ის ცოტათი ექსცენტრიულია, მეორენი მას გიჟად ნათლავენ, მაგრამ ამ ამერიკელმა რეპერმა ზუსტად იცის, როგორ აიყოლიოს მსმენელი. ერთ-ერთი გასტროლის დროს მან ფეხის ტერფი მოიტეხა, მაგრამ არათუ ბოლომდე დაასრულა კონცერტი, არამედ ტურის არცერთი გამოსვლა არ ჩაუგდია და ერთი დღეც კი არ წოლილა ლოგინში.



6. პიტ ტაუნსენდი


image

კიდევ ერთი გასისხლიანებული ხელის ნახვა შეეძლოთ მაყურებლებს ჯგუფ The Who-ის კონცერტის დროს. ეს ხელი ჯგუფის ლიდერს პიტ ტაუნსლენდს ეკუთვნოდა. ექსტაზში შესვლის დროს გიტარისტმა ზედმეტად ძლიერად ჩამოკრა სიმებს თითები, რის შედეგადაც თითი მოიტეხა. მიხედავად საშინელი ტკივილისა, მან მაინც შეძლო კონცერტის ბოლომდე მიყვანა. სხვათა შორის, ჯგუფი The Who ცნობილია თავისი ექტრავაგანტული გამოსვლებით, ასე რომ, პიტის გასისხლიანებულ ხელს მაყურებელი დიდად არ შეუშფოთებია.



5. ჯეკ უაიტი


image

ჯგუფ The White Stripes-ის ლიდერი, მომღერალი და გიტარისტი სცენაზე წაფორხილების დროს წაიქცა და სერიოზულად დაიზიანა ფეხი, მაგრამ მან გადაწყვიტა ეს დაცემაც შოუს ნაწილად ექცია და ზურგზე დაწოლილმა გააგრძელა დაკვრა. ტურის სხვა კონცერტების გადადებაზეც მან უარი თქვა და ბოლომდე იდგა ცენაზე.



4.ფლორენს უელჩი


image

ჯგუფ Florence + the Machine დამაარსებელი და ლიდერი ფლორენს უელჩი კონცერტის დროს სცენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა, თუმცა მან ტაბურეტზე დამჯდარმა გააგრძელა სიმღერა და კონცერტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლადაც კი მოახერხა სცენიდან გასვლა.



3. სიდ უილსონი



ჯგუფ Slipknot -ის დიჯეის ძალზე გაუმართლა, რომ ჯგუფის გიჟური გამოსვლების და მის მიერ სცენაზე ჩატარებული ნომრების ( მათ შორის საკუთარი თავის დაწვა) შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა 2008 წელს ერთ-ერთი კონცერტის დროს ჩატარებული ტრიუკი მისთვის ჭკუის სასწავლებელი გამოდგა: სასცენო მოწყობილობიდან გადმოხტომის დროს უილსონმა ფეხი მოიტეხა. კონცერტის დასრულება მან როგორღაც შეძლო, მაგრამ მთელი გასტროლების განმავლობაში სცენაზე ინვალიდის ეტლით მოუწია გამოსვლა.



2. დეივ გროვი


image

ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ Nirvana -ს ყოფილი წევრი და ჯგუფ Foo Fighters -ის ფრონტმენი გასულ წელს შვედეთში ჩატარებული კონცერტის დროს სცენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ბევრისათვის ეს შოუს დასასრული იქნებოდა, მაგრამ არა გროვისათვის - მან მაყურებელს მშვიდად აუხსნა, რომ ფეხი მოიტეხა, ესაუბრა მათ, სანამ მედიკოსები გადახვევას გაუკეთებდნენ პირდაპირ სცენაზე და დაასრულა კონცერტი სიტყვებით: " შესაძლებელია მე ვერასოდეს ვეღარ შევძლო სირბილი და ხტუნვა, მაგრამ გიტარაზე დაკვრას და ყვირილს ყოველთვის შევძლებ".



1. მაიკლ ჯეკსონი



ლეგენდარული მომღერალი ერთ-ერთი კონცერტის დროს სცენაზე დაკიდებულ ხიდთან ერთად ჩამოვარდა და ხერხემალი სერიოზულად დაიზიანა. მომღერალმა არაფერი შეიმჩნია და კონცერტიც ჩვეულებრივად დაასრულა, თუმცა ამ ტრავმის შემდეგ მისი სასცენო მოძრაობები ძველებური პლასტიკით აღარ გამოირჩეოდა და ჯეკსონი ხშირად იწვა საავადმყოფოში წელის ტკივილის გამო.


p.s. მართლაც საოცარი ადამიანები არიან ეს მუსიკოსები - ისე ღრმად აქვთ სისხლსა და ხორცში გამჯდარი პროფესიისა და სცენისადმი სიყვარული, რომ არანაირ დაბრკოლებას არ ცნობენ და როლში შესვლის დროს ყველანაირი ტკივილი და დარდი ავიწყდებათ.

ასე, რომ, მეგობრებო, «The show must go on» !!!


3
250
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
250
  
2016, 2 თებერვალი, 13:40
უფ...
2016, 2 თებერვალი, 13:39
საოცარი ხალხი ხართ ეს მუსიკოსები :)
2016, 2 თებერვალი, 13:38
საინტერესოა
0 1 3