x
ქუჩის ქალები...
2 თებერვალი, 1:47

imageროგორ უხერხულად ხვდება ყურს გამოთქმა ქუჩის ქალი, არადა რა ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს ქალი და ქუჩა, ქუჩა და ქალი... ყველა ქუჩას თავისი ისტორია აქვს, თავისებურად საინტერესოა და მიმზიდველი, ისევე როგორც ყველა ქალს. ზოგჯერ ფიქრობ რომ სხვებს გავს, თუმცა საკმარისია ოდნავ დააკვირდე და მიხვდები ყველა მათგანი განსხვავებულია. არ ვიცი რას გრძნობენ ისინი ვისაც ქუჩის ქალებს ეძახიან, მაგრამ მრავლად მინახავს კდემამოსილი ქალები რომლებიც ჩვენს გარშემო ვითომ პატიოსნად ცხოვრობენ და ამ დროს წაბილწული აქვთ სულიც და სხეულიც. ქალები რომელთაც მხოლოდ მატერიალური ღირებულებები გააჩნიათ. ხლართავენ ინტრიგებს, იგონებენ ტყუილს, გადაუვლიან ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობისათვის. ცდილობენ იყვნენ ისეთ ადგილებში სადაც შესაძლებელია სარფიანად გაიყიდონ(თვითონ ამას გათხოვებას ეძახიან). და რა ჰქვიათ მათ?! ვინ არიან ისინი?.. ნუთუ დედას რომელიც რძეს იშრობს და შვილს ხელოვნური საკვებით ზრდის იმ მიზეზით რომ მკერდი "გაუფუჭდება" შეიძლება ვუწოდებდეთ წესიერ და სამაგალითო ქალს?! რატომ არ არიან ისინი უზნეონნი?!! და რატომ არის მხოლოდ სადღაც გაყინულ ქუჩაში სიცივისა და შიშისაგან აკანკალებული ქალი უზნეო? რატომ მხოლოდ მათ ვესვრით ქვას? დიდი ალბათობით უმეტეს მათგანს ის ცხოვრება არ მოსწონს და მხოლოდ გარემოებებმა აიძულათ იქ დგომა. ჩემთვის პირადად მათზე ბევრად ამაზრზენი ეს ვითომ პატიოსანი ქალები არიან, რომლებმაც ნებით მოირგეს ფარული მეძავობა.

ალბათ ერთმანეთს უყვებიან ქუჩის ქალები ქუჩურ ისტორიებს... მე კი უფალმა შემინდოს თუ ვინმე განვიკითხე (ან ვერ განვიკითხე).

388
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თათი_
თათი_
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
intermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსსintermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსს
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის პირობე...
SOS - სურამში ლესია უკრაინკას მუზეუმი ინგრევაSOS - სურამში ლესია უკრაინკას მუზეუმი ინგრევა
მავანი იტყვის, ლესია უკრაინკას მუზეუმზე კრიტიკული სტატიის წერას,...
სამსახურებრივი ურთიერთობების რეგულირება (ნაწილი I )სამსახურებრივი ურთიერთობების რეგულირება (ნაწილი I )
ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ძნელია სამსახურში ყველას ...
სერიალების გავლენა ადამიანზესერიალების გავლენა ადამიანზე
სერიალები ბოლო 20 წელია აქტუალურია საქართველოში, სატელევიზიო ეთერი სერიალების მრ...
"ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ...""ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ..."
მოგეხსენებათ, რომ ქუთაისი-სამტრედიის ავტოსაგზაო შემთხვევამ მ...
ფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებსფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებს
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხ...
თმებს ყალყზე დაგიყენებთ მათი ტრადიციათმებს ყალყზე დაგიყენებთ მათი ტრადიცია
ამაზონის ღრმა და ბნელი ჯუნგლები მოცულია უამრავი საიდუმლოთი. მის გაუვალ ტყ...
"Playboy "-ის პირველი მოდელების ახალი ფოტოსესია 60 წლის შემდეგ"Playboy "-ის პირველი მოდელების ახალი ფოტოსესია 60 წლის შემდეგ
მამაკაცების ჟურნალ "Playboy"-ის პირველი ნომერი 6...