x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბრედ პიტი: ზოგჯერ ანჯელინა ნაკუწებად მგლეჯს !

imageცოტა ხნის წინ, ბრედ პიტმა გულახდილად ისაუბრა ინტერვიუში და აღიარა, რომ ზოგჯერ მისი მეუღლე, ანჯელინა ჯოლი მას თითქოს ნაკუწებად გლეჯს. მაგალითად, მსახიობი ვერ იტანს, როდესაც მზის სათვალეებს მისი მეუღლე ცხვირის წვერზე ატარებს.


ცნობილია, რომ “ზღვის პირას” ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის საერთო ფილმია, რომლის პრემიერაც უკვე შედგა. სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი მოქმედი გმირი ანჯელინა ჯოლია. “მისტერ და მისის სმიტების” შემდეგ ეს პირველი ფილმია, რომლითაც წყვილი ეკრანებზე ბრუნდება.ფილმის სიუჟეტი ვითარდება 70-იან წლებში და მოგვითხრობს ცოლ-ქმრის საფრანგეთში მოგზაურობის შესახებ. მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში ფუჭდება, ცხოვრება კი კოშმარს ემსგავსება. საინტერესო კი ის არის, თუ რას თვლის ბევრი. ისინი მიიჩნევენ, რომ ფილმში გადმოცემულია წყვილის რეალური ამბავი – ის, თუ სინამდვილეში რა ხდება მათ ცხოვრებაში, როდესაც პაპარაცები არ დასდევენ კამერებით. ფილმში ასახულია წყვილის რეალური ურთიერთობა. ვარსკვლავები ამ მოსაზრებას დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ, თუმცა ბოლოს ბრედმა მაინც აღიარა, რომ ეს სიმართლე იყო.



“ფილმში ძალიან ბევრი მომენტია, რომელიც საკუთარ ცხოვრებაში რეალურად გვქონია და გამოგვიცდია. თუმცა, მე და ენჯის ყველაფერი რიგზე გვაქვს. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტად მინდება, რომ მეუღლესთან ერთად მეტი დრო გავატარო და მის სიახლოვეს ვიყო. ” – განაცხადა მსახიობმა teleprogramma-თან ინტერვიუს დროს.

0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0