x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სახალისო აზრები და ანეგდოტები

“დღეს უეცრად გამეღვიძა, სამუშაოზე არ დავაგვიანო მეთქი. თვალები გავახილე და დავმშვიდდი – თურმე სამუშაოზე ვიყავი".

image

image

თუ თქვენ მორალურად დაიღალეთ, ამორალურად უნდა დაისვენოთ.
imageimage

– სად მუშაობს თქვენი ქმარი?

– ღვინის ქარხანაში. უკვე 3 თვე არის.

– მერე მოსწონს?

– არ ვიცი. სახლში ჯერ არ დაბრუნებულა.

image
image– აგარაკი ვიყიდეთ, დასასვენებლად.

– მერე ისვენებთ?

– ვისვენებთ, როდესაც აგარაკზე არ მივდივართ.
imageimage“წელს ზღვა ვეღარ დამელოდა და ჩემს სანახავად წვიმის სახით მოვიდა".
imageimage“ნომრების უმრავლესობას იმიტომ ვიწერ, რომ ვიცოდე, როდის არ უნდა ვუპასუხო ზარს".

image

image


“ყველაფერი ასე მარტივად როგორ გამოსდის?

მოვა – განწყობას აგიმაღლებს, თავს მოგირჩენს, ძილს გაგიუმჯობესებს, ძალას შეგმატებს...

ამას ბარათზე დარიცხულ ფულზე ვამბობ".

imageimage

დამოკიდებულება გარშემომყოფებისადმი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რატომ მოიყარეს თავი შენს ირგვლივ.

imageimage

საკუთარი ცუდი ჩვევების ნუ გრცხვენიათ. მოწევა, სმა, აზარტული თამაშები... მართალია, სიცოცხლეს ამოკლებს, მაგრამ ბედნიერების წუთებს ახანგრძლივებს.

imageimage

– მკითხავების და ნათელმხილველების აღარ მჯერა.

– რატომ?

– ნათელმხილველთან მივედი, კარზე დავაკაკუნე და იცი რა მკითხა?

– ისეთი რა გკითხა?

– რომელი ხარო?!

imageimage

“ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, მკვეთრად გამოხატული სრულფასოვნების კომპლექსი მიჩნდება".

imageimage

ამბობენ, რომ ლიმონი სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ევროსია.

image

image

– ჩემმა ცოლმა იმდენი მოახერხა, რომ მორწმუნე გავხდე.
– არა მჯერა!
– ასეა. ქორწინებამდე არა მჯეროდა, რომ ჯოჯოხეთი არსებობდა.

imageimage

დედამთილი ურეკავს რძალს:

– აბა, როგორ არის ჩემი შვილი?

– როგორ, როგორ... სვამს, მცემს და მღალატობს...

– მადლობა ღმერთს, მთავარია ჯანმრთელად იყოს!..
imageimage

სილამაზის სალონში:

- თავი დაგბანოთ?
- კარგი, რაც არის, არის, მთლიანად მაბანავეთ!

imageimage

ჩემი მეზობელი გემოვნებიან მუსიკას უსმენს, უნდა ეს მას თუ არა.

imageimage

დაქალები საუბრობენ:
- გუშინ შევდივარ სადარბაზოში, იქ კი — მანიაკია!
- ღმერთო, რა საშინელებაა!!!
- ჰო-ჰო! იმანეც ასე თქვა! და გაიქცა…

image

image

– მაშ ასე! ახალგაზრდავ! თქვენ ჩემს ქალიშვილზე დაქორწინების სურვილი გამოთქვით. საკმარისად შეძლებული ხართ, რომ ოჯახი შეინახოთ?

– ვფიქრობ, რომ ვარ!
– კარგად დაფიქრდით. ჩვენ ოჯახში შვიდნი ვართ…

imageimage

ყველაზე ბედნიერი დღე გოგონას ცხოვრებაში, მისი ქორწილის დღე არის — ამ დღეს, მან ზუსტად იცის, თუ რა უნდა ჩაიცვას.

image

3
1895
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1895
  
2016, 5 თებერვალი, 11:42
ქოლგის ქვეშ რომ გოგოა, ეს ფოტო ძალიან მომეწონა
2016, 3 თებერვალი, 18:52
მადლობა, შეფასებისთვის
2016, 3 თებერვალი, 18:44
მაგარი სახალისოა მომეწონა :)
0 1 3