x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ბუნება თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნების ფორმირებაში

imageimage

რა უფრო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, აღზრდა თუ გენეტიკა — ეს ერთ-ერთი აქტუალური და საინტერესო კითხვაა საზოგადოებრივ მეცნიერებაში. ამის გასარკვევად, საუკეთესო საშუალება, კლონების დიდი ჯგუფის შექმნა და მათი სხვადასხვა გარემოში მოთავსება არის. მაგრამ, ამის გაკეთება შეუძლებელია და მეცნიერები იმით დაკმაყოფილდნენ, რაც არის ანუ ტყუპებით, ერთი კვერცხუჯრედიდან, რომლებიც ფაქტიურად, ერთმანეთის კლონები არიან.

მემკვიდრეობითობის შესწავლის მიზნით, ტყუპების გამოყენების იდეა ინგლისელ მეცნიერს ფრენსის ჰალტონს ეკუთვნის. რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს, გარემო ფაქტორების, პიროვნების ფორმირებაზე, ზეგავლენის შესწავლა დაიწყო. ის ამტკიცებდა, რომ ახალშობილი — სუფთა ფურცელი არ არის და პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკა. XX საუკუნის ბოლოს, ამ საკითხით დაინტერესებულმა მეცნიერებმა, მოახერხეს და ერთ კვერცხუჯრედიანი ტყუპები მოძებნეს, რომლებიც დაბადებისთანავე დაშორებულები იყვნენ. სხვადასხვა ადამიანების მიერ აღზრდილ ტყუპებს, შეეძლოთ, ბოლოს და ბოლოს, ზუსტად გაეცათ პასუხი კითხვაზე: «რა უფრო მეტად ახდენს გავლენას, ბუნება თუ აღზრდა»?

ოთხი სხვადასხვა ტესტის მონაცემების დამუშავების შემდეგ, დაადგინეს, რომ 75% პიროვნებაში მემკვიდრეობითია და მხოლოდ 25% აღზრდაზე და გარემოზე მოდის.

0
649
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0