x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ცხოვრობდნენ სსრკ-ში გერმანელი ტყვეები - ის რაზეც დიდხანს არ საუბრობდნენ
image

დახურული თემა


image


სსრკ-ში ტყვე გერმანელები ცხოვრების შესახებ დიდი ხნის მანძილზე საუბარი მიღებული არ იყო. ყველამ იცოდა, რომ ისინი არსებობდნენ, უფრო მეტიც, მუშაობდნენ მშენებლბებზე, მათ შორის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაზე, სტალინგრადის აღდგენაზე. მაგრამ გერმანელი ტყვეების თემაზე საჯაროდ მაინც არ საუბრობდნენ - ეს ცუდ ტონად ითვლებოდა.

ამ თემაზე სალაპარაკოდ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ციფრები. რამდენი გერმანელი სამხედრო ტყვე იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე? საბჭოთა წყაროების მიხედვით - 2 389 560, გერმანულის მიხედვით კი - 3 486 000. ასეთი დიდი სხვაობა აიხსნება ნაწილობრივ იმით, რომ ბევრი ტყვე არჩევდა სხვა ეროვნების ნიღაბს ამოფარებულს ეცხოვრა. რეპატრიაციის პროცესი გაგრძელდა 1955 წლამდე და ისტორიკოსები თვლიან, რომ დაახლოებით 200 ათასი სამხედრო ტყვე არასწორი საბუთებით იქნა "აღჭურვილი".


მძიმე ხვედრი
image

გერმანელი ტყვეების ცხოვრება ომის დროსა და მის შემდეგ ძალიან განსხვავდება. გასაგებია, რომ ომის დროს ტყვეთა ბანაკებში ძალიან მკაცრი ატმოსფერო იყო და გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ და არც კანიბალიზმის შემთხვევები იყო გამორიცხული. მდგომარეობის ოდნავ მაინც შესამსუბუქებლად გერმანელები ყველანაირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ არ იყვნენ დაკავშირებული ფაშისტურ აგრესიასთან. ტყვეებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ერთგვარი პრივილებიით სარგებლობდა, მაგალითად, იტალიელები, რუმინელები, ხორვატები. მათ სამზარეულოში მუშაობაც კი შეეძლოთ. პროდუქტებიც არათანაბრად ნაწილდებოდა. ხშირად ხდებოდა საკვების დამტარებლებზე თავდასხმები, რის გამოც გერმანელები თავიანთ საჭმლის დამტარებლებს დაცვასაც მიუჩენდნენ ხოლმე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო გერმანელი ტყვეების სსრკ-ში ყოფნა, გერმანიაში მყოფი ტყვეების მდგომარეობას მაინც ვერ შეედრებოდა. სტატისტიკით, ფაშისტებითან მყოფი საბჭოთა ტყვეების 58 % დაიღუპა, ხოლო სსრკ-შ მყოფი გერმანელების - მხოლოდ 14, 9 %.

უფლებები

image

გასაგებია, რომ ტყვეობა ვერ იქნება და არც უნდა იყოს ადვილი, მაგრამ დღემდე მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სსრკ-ში გერმანელების ყოფა ზედმეტად რბილი იყო. გერმანელი ტყვეების საკვების დღიურ ნორმაში შედიოდა: 400 გ. შავი პური (1943 წლის შემდეგ ეს ნორმა გაიზარდა 600-700 გრამამდე), 100 გ. თევზი, 100 გ. ბურღული, 500 გ. ბოსტნეული და კარტოფილი, 20 გ. შაქარი, 30 გ. მარილი. გენერლებისა და ავადმყოფი ტყვეებისთვის ეს ნორმა გაზრდილი იყო. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ციფრები იყო. ფაქტობრივად ომის დროს საკვების მთელი ნორმა იშვიათად რიგდებოდა. არარსებული პროდუქტები შეიძლებოდა შეეცვალათ უბრალოდ პურით, კერძის ულუფა კი შეემცირებინათ.

ტყვეებს, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ ფულადი ჯამაგირიც ურიგდებოდათ ( 7 რუბლი რიგითებს, 10 - ოფიცერებს, 15 - პოლკოვნიკებს, 30 - გენერლებს). სამუშაოს კარგად შესრულებისთვის პრემიებსაც გასცემდნენ - თვეში 50 რუბლის ოდენობით. გასაკვირია, მაგრამ ტყვეებს შეეძლოთ ასევე მიეღოთ წერილები და ფულადი გზავნილები სამშობლოდან.


მშენებლობაზე
image

გერმანელი ტყვეები ბევრ საბჭოთა მშენებლობაზე მუშაობდნენ. სამუშაოს მიმართ მათი დამოკიდებულება ბევრისთვის სამაგალითოც იყო. ისინი გამოირჩეოდნენ სამუშაო დისციპლინით და არ იცოდნენ რა იყო ე.წ. "ხალტურა", აქედან წარმოდგა კიდევ მოარული ფრაზა, რომელსაც ყველაზე მყარად აგებულ შენობებზე ამბობენ ხოლმე: "ეს ხომ გერმანელების აშენებულია". დღეს რატომღაც ითვლება, რომ გერმანელების მიერ აგებული შენობების ნახაზებიც გერმანელ არქიტექტორებს ეკუთვნოდა, მაგრამ სინამდვილეში დანგრეული ქალაქების აღდგენისა და ახლების აშენების გენერალური გეგმები საბჭოთა არქიტექტორების მიერ იყო შემუშავებული.

მეამბოხეები

image

გერმანელი ტყვეები ყოველთვის მორჩილნი არ იყვნენ. იყო ხოლმე გაქცევის, ბუნტის, ამბოხის შემთხვევებიც. 1943-დან 1948 წლამდე საბჭოთა ბანაკებიდან 11403 ტყვე გაიქცა, რომელთაგან 10445 დაკავებული იქნა. გაქცეულთა მხოლოდ 3% ვერ დაიჭირეს. ერთ-ერთი ამბოხება მოხდა 1945 წლის იანვარში, მინსკთან მდებარე სამხედრო ტყვეების ბანაკში. გერმანელმა ტყვეებმა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ კვებით, ბარაკს ბარიკადები შემოარტყეს და ბანაკის დაცვა მძევლად აიყვანეს. მათთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო. საბოლოოდ ჯამში ბარაკს ცეცხლი გაუხსნენს. დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.



5
1897
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1897
  
2017, 9 თებერვალი, 8:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 4 თებერვალი, 18:16
ბრავო
2016, 1 თებერვალი, 15:05
გმადლობთ, ჩემო კარგებო.
2016, 1 თებერვალი, 13:58
აი სტატია,უმაგრესია
2016, 1 თებერვალი, 13:46
საოცარად კარგია.ესეც..გ.გ
0 1 5