x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
„ჯიპი მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერი შემრჩა ხელში“ - რა მოხდა ზედაზენზე
imageფეისბუქმომხმარებელი სახელით GoDee KiLadzee სოციალურ ქსელში ყვება ამბავს იმის სესახებ, როგორც დაეხმარა თოვლში ჩარჩენილს ამჯამინდელი პრემიერ მინისტრი და მადლობას უხდის მას.


„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ზედაზნის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. თქვენ დღეს თქვენი მოქალაქეობრივი ვალდებულების არაჩვეულებრივი შესრულებით დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა, თქვენი სახით, მართლაც რომ, გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანის ხელშია“ - წერს იგი. კომენტარში კი უფრო დეტალურად ყველა მომხდარს:


„თოვლში ჩავრჩი ზედაზენზე. საკმაოდ დიდი თოვლი იყო. რომ მივხვდი, ვერ ავიდოდი, უკან დავიხიე და დავსრიალდი. ჩაჯდა არხში მანქანა... დახმარება ვითხოვე. ჯიპი მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერ-მინისტრი შემრჩა ხელში. გადმოხტა მანქანიდან, საბუქსირე არ გვქონდა, ვერ ამოვიყვანეთ. ვინც ახლდა, იმან, სხვა ვინმე გამოივლის, ბუქსირი ვისაც ექნება და ამოგიყვანსო. პრემიერმა რა სხვაო, გადახტა, რომელი ბორბალიც გვქონდა ჩაფლული იმ მხარეს ტალახში, ამოიყენა გვერდზე, ვინც ახლდა, მომაწვნენ და ამომიყვანეს. სულ დავუსვარე ტანსაცმელი, ტალახი მიეყარა, ბოდიშები და მადლობები გადავუხადე. თან უხერხულად ვიგრძენით თავი, რომ დაისვარნენ, თუმცა ამავდროულად, გვეამაყებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები და საქართველოს პირველმა პირმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ გამოგვიწოდა დახმარების ხელი."


image



image

1
1244
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1244
  
2016, 1 თებერვალი, 13:11
გავაზიარეე..ნახონ ბარემ ყველამ
0 1 1