x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ჟენევაში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოს ეკლესია ძველი სტილის კალენდარზე დარჩება
imageსრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი
და უნეტარესი ილია II- ჟენევაში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე იმყოფებოდა 22-27 იანვარს.


საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა სამების ტაძარში ჟენევაში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ ისაუბრა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ სხვა მართლმადიდბელ ეკლესიების მეთაურებთან ძველი და ახალი სტილის კალენდრებია.


"ჩვენ ვიყავით შეკრებილები ჟენევაში, სადაც
მონაწილეობას ღებულობდა ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის
მეთაური და წარმომადგენელი. კიდევ ერთხელ გამოისახა ის ძალა
მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთლიანობისა.

მართალია აკლდა სამი მეთაური, სულ არის 15 ავტოკეფალური ეკლესია. ამერიკის
ეკლესიას ზოგიერთი არ სცნობს, როგორც ავტოკეფალურ ეკლესიას. ე.ი რჩება 14,
რომელსაც მსოფლიოში სცნობენ.

აკლდა ანტიოქიის პატრიარქი, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური და პოლონეთის მიტროპოლიტი. დანარჩენი მეთაურები და დელეგატები იყვნენ.

ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები და კამათი, და კიდევ ერხთელ
გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ.
მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს,
განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა და ამით გადაწყვიტეს, რომ ივლისის თვეში
ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება. აქ იქნება
განხილული, ზოგიერთი საკითხები, ის საკითები რომლებიც იწვევს განსხვავებულ
აზროვნებას და მიდგომებს.. რათა არ იქნეს განხილული, მაგალითად კალენდარი,
ზოგიერთი ეკლესია ძველი სტილზეა, ზოგი ახალზე, მაგრამ ეს არ არის დოგმატი.
ამიტომ, ეს დასაშვებია. ჩვენ როგორც ვიყავით ძველი სტილით, დავრჩებით ძველ
სტილზე.

პრესაში იქნება გამოქვეყნებული მოკლე ასახვა ჩვენი შეხვედრისა და თქვენ
გექნებათ საშუალება, წაიკითხოთ ეს. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი სიმტკიცე
მართლმადიდებლობის ერთგულებისა გამოიჩინა საქართველოს ეკლესიის
დელეგაციამ.

მე კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია იყო, არის და
იქნება მართლმადიდებლობის ერთგული, აწ და მარადის. საქართველოს ეკლესია,
ის ეკლესიაა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი ნგრევისგან და მომავალშიც
ჩვენი ეკლესია იქნება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე.-ნათქვამია განცხადებაში.



ვიდეო: უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე შამბეზში
(ჟენევა, 22-27 იანვარი, 2016 წელი)


0
271
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0