x
beko777
თბილისელმა აზერბაიჯანელმა გოგონამ „ვაგიფის“ ახალი ვერსია შეასრულა
1 თებერვალი, 3:02

imageახალგაზრდა თბილისელმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა გოგონამ აისელა მამედოვამ, თავის კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ვაჟა აზარაშვილის „ვაგიფის“ საკუთარი ვერსია ჩაწერა, რომელზეც კლიპიც გადაიღო და ორთაჭალაში, მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმში საზოგადოების ცნობად სახეებთან ერთად შესანიშნავი პრეზენტაციაც მოაწყო.


საღამო ორ ენაზე მიყავდათ წამყვანებს და საზოგადოებას დეტალურად გააცნეს, ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონის მოღვაწეობის ისტორია, კლიპის ჩვენების შემდეგ თითოეულ მათგანს მისცეს სიტყვა და აზრის გამოთქმის საშუალება, აზრის რომელიც ერთმნიშვნელოვნად დადებითი იყო მომღერლის მიმართ.


თავად კლიპი თბილისის ქუჩებშია გადაღებული და ქართველი გოგონას და აზერბაიჯანელი ბიჭის სიყვარულის თემაზეა აგებული, რომელიც რათქმაუნდა ჰეფიენდით მთავრდება და როგორც წესი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგება. კლიპი ცნობილმა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ვუგარ ალიევმა გადაიღო.
პრეზენტაციას ესწრებოდა ჯანსუღ ჩარკვიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დარბაზში ვერიკო ტურაშვილსაც მოვკარით თვალი, იყვნენ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც, მსახიობები... უშუალო ატმოსფერომ მალევე დაამშვიდა აშკარად აღელვებული აისელა, რომელიც მთელი გულით ცდილობდა ყველა სტუმრისთვის მიექცია ყურადღება და ყველა კმაყოფილი ყოფილიყო ორგანიზებული პრეზენტაციით.


სხვათაშორის აისელა მამედოვა რამდენიმე სილამაზის კონკურსის მონაწილეცაა, მათ შორის ის საქართველოს „ფოტოგენურობის კონკურსის“ მე-8 სეზონის გამარჯვებულიცაა და „მის ვარსკვლავების“ ტიტულიც აქვს მოპოვებული 5 წლის უკან, სხვა ტიტულებთან ერთად.


imageimageimageimageimage





359
1-ს მოსწონს
22
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ახალი სიმღერები და ახალი პერსპექტივებიახალი სიმღერები და ახალი პერსპექტივები
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აქტიურ წინასაარჩევნო ორომტრიალშია ჩართული...
ქართველი გოგონების ზღვა და ზაფხული ფოტოებშიქართველი გოგონების ზღვა და ზაფხული ფოტოებში
წლევანდელი ზაფხული ქართველი გოგონებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა ს...
მერსი სულხანიშვილი "ნიკორას" თანამშრომლებს ადანაშაულებსმერსი სულხანიშვილი "ნიკორას" თანამშრომლებს ადანაშაულებს
მინდა, საზოგადოებას მოვუყვე, რაც ნიკორაში მართლა მოხდ...
ამალია ჯიბლაძე - ნამდვილიამალია ჯიბლაძე - ნამდვილი
ჟურნალისტი მაია კახიძე თავის "ფეისბუქის" კედელზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს პროექტ "ნ...
მაია ასათიანის ახალი თანამშრომლები - "TV-მარაო რუსთავი-2"მაია ასათიანის ახალი თანამშრომლები - "TV-მარაო რუსთავი-2"
გავრცელებული ინფორმაციით მალე ახალი ტელე-კომპანია გავ...
ეთერ კაკულიას რეალური მდგომარეობა (+ მომღერლის VIDEO-მიმართვა)ეთერ კაკულიას რეალური მდგომარეობა (+ მომღერლის VIDEO-მიმართვა)
2015 წლის 10 ივნისის ოთხშაბათს, გამთენიის პირვე...