x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ სასიძოს ეძებს ჯანეტ ქერდიყოშვილის მამა: "არავის სიმდიდრე და ქონება არ მჭირდება"

image
"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი ულამაზესი გოგონა და ბევრითვის სასურველი სარძლოა. მისი შეხედულებები ოჯახსა და ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. მიუხედავად ყველაფრისა ჯანეტი ბოლომდე საკუთარ პოზიციაზე რჩება. გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ ულამაზეს გოგონას შეყვარებული არასდროს ჰყოლია: "არ მყვარები, არც შეყვარებული მყოლია. ზოგადად ვფიქრობ რომ, თუ შეყვარებული გყავს ის უნდა გიყვარდეს და ურთიერთობა რაღაცით დასრულდეს. ბავშვობიდანვე ისეთი სერიოზული თვალით ვუყურებ, რომ თუ მეყოლება მეორე ნახევარი, ის შემდგომ აუცილებლად უნდა გახდეს ჩემიმეუღლე."image

ჯანეტის მამამ ჟურნალ "სარკესთან" სასურველი სასიძოს თაობაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, ჯანეტი ჯერ შეყვარებული არ არის, თუმცა მამამისს შვილიშვილი უკვე ძალიან უნდა. ბატონი ჯემალი მამაკაცში პატიოსნებას აფასებს და არა მატერიალურ მდგომარეობას: "ნამდვილად ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ავარჩიეთ. სიძედ ახალგაზრდა, პატიოსანი, ჭკვიანი მამაკაცი მინდა. არავის სიმდიდრე და ქონება არ მჭირდება. მთავარია, ქართველი ვაჟკაცი ბიჭი იყოს. აქ იმდენ ქართველ ბიზნესმენთან მქონდა ურთიერთობა და, სამწუხაროდ, ყველა იტყუება. პატიოსანი ადამიანი მინდა და მე ყველანაირად გვერდში დავუდგები. პირველ რიგში, ჩემს შვილს დავეხმარები და სიძეც იგივე შვილია."

როგორც ირკვევა ჯანეტიც არ არის ოჯახის შექმნის წინააღმდეგი: "შეყვარებული არ ვარ, მაგრამ ამათ დიდხანსაც არ ვალოდინებ."

ალბათ უკვე დროა, ჯანეტის ის თაყვანისმცემლები გააქტიურდნენ, რომლებიც ხსენებულ კრიტერიუმებ აკმაყოფილებენ. imageimage

0
472
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0