x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ეკა კვალიაშვილი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე ვერ მოხვდა: "სიმართლე იცოდეს ხალხმა"

image
სულ რამდენიმე დღის წინ მომღერალ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაზე კი მისი კოლეგა, მომღერალი ეკა კვალიაშვილი ვერ მოხვდა. ის ამ ყველაფრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: "ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა, ჩემდა საბედნიეროდ, ტელეგადაცემებით ვერ ვინტერესდები, თუ რაიმეს ყურება მინდა, ინტერნეტით ვუყურებ. გუშინ დათო ძიძიგურთან ვიყავით, დათოს დედის დაბადების დღეზე, შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები, რა თქმა უნდა. თემო თათარაშვილიც იქ იყო. მომიტრიალდა და მეკითხება შეშფოთებული და დაბალი ტემბრით, ქალო, რატომ არ მოხვედი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზეო? მე მივხვდი, რომ არ იყო საქმის კურსში თემუკა და ალბად ეგონა, რომ დამპატიჟეს, მოსაწვევი გამომიგზავნეს და მე კი, რატომღაც არ მივედი...... არავის, ჩემთვის არც მოსაწვევი გამოუგზავნია და არც სიტყვიერად და სატელეფონო საუბარში არ მივუწვევივარ. ადაც სიებს ადგენენ ხოლმე, დათო ოქიტაშვილის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე, დასასწრები მოსაწვევებისთვის, რატომღაც არასდროს ვახსენდები ამ ადამიანს. თემოსგან გავიგე, რომ გუშინწინ შესდგა ეს დღე.

ჩემო მაიკო, გულით გილოცავ ვარსკვლავის გახსნას, გისურვებ მრავალ წარმატებას შენი ცხოვრების მანძილზე, თემურისაც დავაბარე და ჩემი გვერდიდანაც გილოცავ. მართლა არავის უთქვამს ჩემთვის თორემ, ამ სასიხარულო ამბავს, მერწმუნე არ გამოვაკლდებოდი. მიყვარხარდა როგორც კოლეგას, გისურვებ ბედნიერ და გამართლებულ კარიერულ გზას".

ამ ყველაფერ მაია ჯაბუა ჯერ არ გამოხმაურებია. შესაძლოა მომღერლებს შორის დიალოგი სატელეფონო საუბრით შედგა.

image


1
1030
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1030
  
2016, 1 თებერვალი, 10:51
მაია ჯაბუამ ქალიშვილი ვერ გაზარდა ღირსეულად.
0 1 1