x
როგორ აფასებენ ცნობადი ქართველები ოპერის გახსნას?
1 თებერვალი, 1:42

image
ოპერის თეატრი 30 იანვარს საზეიმოთ გაიხსნა. ამ მოვლენას კი სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ დეკორაციას აკრიტიკებდნენ, შემდეგ კი მოწვეულ სტუმრებსა და წითელ ხალიჩას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსაზრება ბევრმა ცნობადმა სახემ გამოხატა. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ვერ ვხვდები რატომ გაგვიკვირდა წითელი ხალიჩა?! წინა წლებში ხშირად ყოფილა. შერონი თუ იმსახურებდა, ოპერა არ იმსახურებს?! ასე იყო ადრეც, ვიღაც გადიოდა იმ ხალიჩაზე, ვიღაც ვერა. ასე იყო ღონისძიებებზე, ვიღაც ხვდებოდა, ვიღაც ვერა. საინტერესოა ის ხალხი, წინა წლებშიც რომ იღებდნენ მოსაწვევებს და ახლაც რომ მიიღეს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ღმერთმა

შეარგოს ყველას მოსაწვევიც და წითელი ხალიჩაც. ადრეც და ახლაც.."

ეკა ხოფერია: "ვისურვებდი, მეტი წამეკითხა სცენოგრაფიაზე, თავად განახლებულ ოპერაზე, ივერზე, ათანელზე, გუგუშვილზე, სუხიშვილების სამაიაზე... ვკითხულობ ძირითადად ქურქებზე, მოპატიჟებულთა სიაზე და აიფონით განათებულ დარბაზზე. ქურქებზე ოკ, ვინც ეწინააღმდეგება და ეს მისი გულწრფელი პოზიციაა ცხოვრებაში, გასაგებია, თუმცა, ბევრი ვყოფილვართ სხვა ქვეყნებში სხვადასხვა პრეზენტაციაზე თუ მიღებაზე და ბევრი გვინახავს სტუმარი ქურქში გამოწყობილი; დაპატიჟებულთა სია ეს უკვე ქართული ტრადიციაა ყველა მთავრობის დროს ყველა თავის სიას აპროტესტებს; აიფონით გადაღება ნაცვლად იმისა, რომ უყურო და უსმინო? შეიძლება არ მოგეწონოს, შენ ასე არასდროს გააკეთებდი (არასდროს არაფერი გადაგიღია და აღშფოთებული ხარ ამ უმსგავსობით) და აკრიტიკებ. დასკვნა ამ ყველაფრის რა არის?"

გოგი გვახარია: "აგვისტოს 5 დღის"პრემიერა და წითელი ხალიჩა რატომ იყო ზაფხულში? შევადარებდით, დავატოლებდით, ”გავერთობოდით”

აქვე გაგახსენებთ, რომ იმ დღეს არც მეტი არც ნაკლები დააპატიმრეს ადამიანები, რომლებმაც მარაზმის მიმართ პროტესტი გამოხატეს".

ნინო კუზანოვა: "ისე, ოპერის შესახებ დაწერილი სტატუსები ბავშვობას მაგონებს, ვიღაცა დაბადების დღეს რომ გადაიხდიდა და, ვინც დაუპატიჟებელი დარჩებოდა, განსაკუთრებული სიძულვილით მოიხსენიებდა დაპატიჟებულებს! ნეტა, მეტი დარდი არ გაქვთ, ვინ იყო იქ და ვის რა ეცვა! ისე ამდენი ოპერაზე გადაგიჟებული თუ გვყავდა, არ ვიცოდი და ფრიად სასიხარულოა ეს ფაქტი!"

მერსი სულხანიშვილი: "ამა წლის 30 იანვარს საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ახალ დღესასწაულს და გამოცხადებულ იქნა, როგორც "ნაფტალინიდან შუბის ამოღების დღედ".

ია ფარულავა: "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, ხოდა ვნახე აბესალომ და ეთერი ახალგაზრდა შემადგენლობით ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა: ულამაზესი სცენოგრაფია, სასწაული გუნდი, უმაგრესი სოლისტები, საოცარი ორკესტრი და მისი

ჟეღერადობა ბრავოო, ბრავო, ბრავოო და კიდევ ერთხელ ჩემს მედიკო დედიკოს ვულოცავ ვარსკვალვის გახსნას".

imageimageimageimageimageimage











527
4-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ცნობილები ლიფის გარეშეცნობილები ლიფის გარეშე
მოდის სფეროში სულ უფრო ტენდენციური ხდება ბიუსჰალტერის გარეშე სიარული. ამ ტენდენციას არც ...
ქართველების ასაკით უფროსი ქმრებიქართველების ასაკით უფროსი ქმრები
19 წლის მოდელის ნინი ნებიერიძის ურთიერტობა, მასზე გაცილებით უფროს 49 წლის ბიზ...
ქართველი ქალების ასაკით პატარა ქმრებიქართველი ქალების ასაკით პატარა ქმრები
ნინო ქორიძე 42 წლისაა . მისი მეუღლე თორნიკე გოგრიჭიანი კი 30.როგორც მსახი...
"აი ის მომენტები" - მსოფლიო ისტორიის 22 დაუვიწყარი ფოტო!"აი ის მომენტები" - მსოფლიო ისტორიის 22 დაუვიწყარი ფოტო!
მსოფლიო ისტორიამ დღევანდელობას ძალიან ბევრი საინტერესო...
რატომ აქვს ჯინსის შარვალს პატარა ჯიბერატომ აქვს ჯინსის შარვალს პატარა ჯიბე
ალბათ, ყველა, ვისაც თუნდაც ერთხელ სცმია ჯინსის შარვალი, დაფიქრებულა იმ...
ლიდსი ლოჰანმა  საყვარლების სია გამოაქვეყნალიდსი ლოჰანმა საყვარლების სია გამოაქვეყნა
სკანდალურმა მსახიობმა ლიდსი ლოჰანმა მორიგი სკანდალური სიურპრიზი მოუმ...
ნიკა ცისკარიძე სკანდალში გაეხვა.ნიკა ცისკარიძე სკანდალში გაეხვა.
ნიკა ცისკარიძე იმ ქართველთა რიცხვშია, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ფიგურ...
ცნობილების დაბერილი ტუჩებიცნობილების დაბერილი ტუჩები
მოცეკვავე მარი ბაბეტა ხშირად მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში. მისი გამოჩენა ტელეეთე...
იუთუბის რამოდენიმე საიდუმლო გვერდი რომელიც გაგახალისებთიუთუბის რამოდენიმე საიდუმლო გვერდი რომელიც გაგახალისებთ
წარმოგიდგენთ რამოდენიმე გასართობს იუთუბზე რომელიც იმედი...