x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ძილი და სიზმარი

imageყოველ ღამე, დაძინებისას, ჩვენი ცნობიერება თითქოს რამდენიმე საათით "ითიშება". ძილის დროს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვესმის რა ხდება
ჩვენს გარშემო. ძილისა და სიფხიზლის
მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია
ერთმანეთისაგან, რომ თითოეული
ადამიანი თითქოს ორ სამყაროში
ცხოვრობს.
ძველად ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ.მთავარი, რაც ყველა სიზმარს აერთიანებს, ის არის, რომ ამ დროს გვძინავს. ეს სულიერი ცხოვრებაა, რომელიც რაღაცით
ჰგავს სიფხიზლის მდგომარეობას, თუმცა ამავე დროს მკვეთრად განსხვავდება მისგან.


ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული
დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს,
მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია.მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა". ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას.

თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემაა, სადაც ბევრი რამ არის საკამათო. ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს. ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარესამყაროს.

საინტერესო მოსაზრებას აყენებს ფროიდი სიზმრის ბუნებასთან დაკავშირებით იგი წერდა, რომ ადამიანი მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არის ტენდენციები და სურვილები, რომლებსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის. ეს აზრები და სურვილები მაინც პოულობენ განსხეულების საშუალებას. ამისათვის, საუკეთესო დრო კი ძილია, როცა “ცენზურა”, ანუ ცნობიერი აქტივობა შესუსტებულია. თუმცა, ეს აზრები ზოგჯერ შეფარვით აღწევს ადამიანის ბუნებაში, ნიღაბს ამოფარებული იჭრება მის ცნობიერებაში. სიზმარს ამის მიხედვით ორი სახის შინაარსი აქვს. მანიფესტური — ის, რასაც სიზმარში უშუალოდ განვიცდით, ის რასაც სიზმრის აღწერისას ვხედავთ, მის
ფენომენოლოგიურ შინაარსში და ლატენტური — ე.ი. ნამდვილი შინაარსი — ის სურვილები და მისწრაფებები, რომლებიც არაცნობიერის წიაღიდან გამომდინარეობენ და, მანიფესტური შინაარსის სახით მოდიფიცირებულნი, თავის რეალიზაციას ახერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანის სიზმრებს თავისი ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს. ამიტომ, თითოეული ადამიანის დასაბუთება შეიძლება მისი სიზმრების მიხედვით, თან ზუსტად. დე სანტესი ასეთ ფორმულას აძლევს ამ დებულებას: “მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვინ ხარ შენ”. მელანქოლიკის სიზმრები, ჩვეულებრივ განსხავავებულია, ვიდრე ქოლერიკის ან სანგვინიკისა; ოპტიმისტის სიზმარი ღია ფერებითაა ნახატი, პესიმისტისა — ბნელი ფერებით. ადამიანი სიზმარში ახდენს რეალიზაციას იმ შესაძლებლობებისა,
რომლებსაც რეალობაში ვერ ან არ იყენებს. სიზმრის სპეციფიკაც სწორედ ისეა აგებული, რომ ამ ძალების რეალიზაციას ხელი შეუწყოს.

სიზმარი შეიძლება იყოს ფერადი ან შავთეთრი. შეიძლება შეიგრძნო შეხება, იშვიათად, თითქმის არასდროს ტკივილი. თანამედროვე მკვლევერთა აზრით, სიზმარში ამა თუ იმ ხარისხით ყველა ჩვენი ფსიქიკური ფუნქცია იღებს მონაწილეობას.
სიზმრის ემოციური შინაარსი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ადამიანი ღრმა მწუხარებას ხედავს, არამარტო გულისცემა და მიმიკა, არამედ ხშირად კვნესა და ცრემლების ნიაღვარიც ადასტურებს ამას. ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულ “რეალურ” სინამდვილეს ქმნის, სადაც ჩვენი “მე” მოქმედ სუბიექტადაა წარმოდგენილი, მის განცდებს რეალური “მე”-ც განიცდის.


ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები.სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. მაგ., სასურველს; შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რის რიდი და შიშიც გვაქვს.
ზოგჯერ სიზმარში ფანტაზია აგრძელებს იმ მოქმედებას, რომლის ინტენსიური შესრულებისას ცხოვრებაში მოჰყვა ამ მოქმედების განწყობის ფიქსაცია (მაგ., მთარგმნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თარგმნიდა, სიზმარშიც ამას აკეთებს).

სიზმარი შესაძლოა იყოს გააზრებული, ეს მაშინ ხდება როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია.ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს.


გაცნობიერებული სიზმრების თერაპია შეიძლება იქნეს გამოყენებული კოშმარებისგან თავის დასაღწევად. ადამიანი თუ გააცნობიერებს, რომ სიზმარშია, მაშინ ნაკლებ შეწუხებული იქნება კომშმარებისგან.

0
508
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
508