x
image
Lerato
5 მნიშვნელოვანი ფაქტი ხერხემლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ
image


შეუძლებელია ხერხემლის მნიშვნელობა გადაჭარბებულად შევაფასოთ. ის მოძრაობის საშუალებას გვაძლევს და ძირითად გზას წარმოადგენს ინფორმაციის ელვის სისწრაფით გასავრცელებლად. უფრო მეტიც, ხერხემალი ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მოსახერხებელი ინდიკატორია.


ჩვილებს უფრო მეტი მალა აქვთ

image

ადამიანის ზურგის ტვინში დაახლოებით 13, 5 მილიონი ნეირონია. აქ მთავარი ის არის, რომ ბავშვმა შეიძლება ამის ნახევარი დაბადებამდე დაკარგოს, ამიტომ დედებისთვის მნიშვნელოვანია თავი სტრესისგან მაქსიმალურად დაიცვან და გარემო ფაქტორების გამო ნაკლებად გაღიზიანდნენ.

ბავშვებთან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული, რომელიც ხერხემალს ეხება: ახალდაბადებულ ჩვილებს უფრო მეტი მალა აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მალები ერთდება. ამათგან ხუთი გავის ძვლად გარდაიქმნება, დანარჩენები კი – კუდუსუნის. ამასთან, სხვადასხვა ადამიანის კუდუსუნის ძვალი სხვადასხვა რაოდენობის მალებისგან შედგება და ეს სულაც არა არის გადახრა.


ხერხემალს სიმაღლეში ზრდისა და შემცირების უნარი აქვს



image


დღის მანძილზე, ხერხემალს ზრდისა და შემცირების თვისებაც გააჩნია. ამას დედამიწის მიზიდულობის ძალა იწვევს, რის შედეგადაც ხერხემალი ზომაში შემცირებას იწყებს. ამის გამოა, რომ ასტრონავტები კოსმოსში ყოფნისას სიმაღლეში იზრდებიან – ზოგჯერ მთელი 5 სმ. -ით. ამ მიზეზით 40 წლის შემდეგ ადამიანები სიმაღლეში იკლებენ. ეს მითი კი არა – მკაცრი რეალობაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სპორტით არ არიან დაკავებულნი და ხერხემლის მოქნილობაზე არ ზრუნავენ, რაც უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის.


სტატისტიკის თანახმად, მამაკაცები უფრო ხშირად იღებენ ხერხემლის ტრამვას, ვიდრე ქალები: მათ, ვისაც ხერხემალი აქვთ დაზიანებული 82% ძლიერი სქესის წარმომადგნლები არიან გასაგები მიზეზების გამო: მამაკაცებს უყვართ რისკის გაწევა, უფრო მძიმე ფიზიკური დატვირთვა აქვთ და უფრო მეტად იღებენ სპორტულ ტრამვებს.


ხერხემლის დიაგნოსტიკა

image


ზოგადად საკუთარ ხერხემალზე არა მხოლოდ უნდა ვიზრუნოთ, არამედ ყურადღებით მოვექცეთ. ზოგჯერ მას შეუძლია სხვა ორგანოების პრობლემებზე მიგვანიშნოს. როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ ადამიანს საკვების მიღების შემდეგ ხერხემალი გულ- მკერდის მიდამოში შეაწუხებს, ეს კუჭის წყლულზე მიუთითებს. წყვეტილი ტკივილი ზურგში, რომელიც საზარდულში ვრცელდება, იუწყება რომ საჭიროა თირკმელების შემოწმება – შესაძლოა იქ ქვებიც კი აღმოჩნდეს. გამოცდილ მანუალურ თერაპევტებს შეუძლიათ მხოლოდ პაციენტის ხერხემლის ხელით გასინჯვით, შინაგანი ორგანოების მდგომარეობის დიაგნოზირება მოახდინონ.


"ჭკვიანი ზურგი"

image


ზურგის ტვინს, რომელიც ხერხემლის არხში მდებარეობს, დამოუკიდებლად ფიქრიც კი შეუძლია. "დამოუკიდებლად" ფიქრში არ იგულისხმება თავის ტვინთან კონსულტაცია, რომელიც ორგანიზმში ყველა პროცესს მართავს. რა თქმა უნდა, კოშის თეორემასთან გამკლავებას ვერ შეძლებს, თუმცა განსაზღვრულ შემთხვევებში სიგნალები შეუძლია გაუგზავნოს ორგანოებს თავის ტვინის გვერდის ავლით.


ხერხემალი და თმა

image


ხერხემლის გადატეხვამ შესაძლოა ისეთი მოულოდნელი შედეგი გამოიწვიოს, როგორიცაა სხეულიდან თმის გაქრობა. ეს უნიკალური ფენომენია, რომელშიც მეცნიერები ჯერ კიდევ კარგად ვერ გარკვეულან. სხეულზე თმა აქტიურად იზრდება, როდესაც თავის ტვინში მოთხოვნა იგზავნება და კავშირი მყარდება. თუ ეს ირღვევა, და ასეც ხდება, როდესაც ზურგის ტვინი სერიოზულ დაზიანებებს იღებს, სხეულიდან თმა თანდათან ქრება.


ენა ხერხემლის შესახებ

image

იმ მიზნით რომ გავარკვიოთ ხერხემლის რომელ ნაწილში აქვს ადამიანს გამრუდება, საკმარისია მას ენის გამოყოფა ვთხოვოთ. ამ ორგანოს ბევრი რამის თქმა შეუძლია გამოცდილი ექიმისთვის. ენის შუა ნაწილში ღარია, რომელიც ხერხემლის მდგომარეობის შესახებ იძლევა ინფორმაციას. თუ ეს ღარი ენის წვერთან მრუდდება, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა კისრის არეშია, თუ შუაშია – გამრუდება გულ-მკერდის მიდამოშია, და შესაბამისად, სიმრუდე ენის ძირთან ახლოს, მეტყველებს პრობლემაზე წელის ზონაში.



3
3084
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3084
  
2016, 5 ივნისი, 18:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 2 თებერვალი, 12:43
დიდი მადლობა, მერაბ :)
2016, 2 თებერვალი, 12:16
კაია
0 1 3