x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყო.ამ კეთილ საქმეს ფონდი “ივერიისა" ახორციელებს და მასში მილიონამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას.ფონდის ვებ-გვერდის მიხედვით, დღესდღეობით 962953 შემომწირველია დარეგისტრირებული.

ტაძრის მშენებლობის იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გააჟღერა 2010 წლის 24 მაისს ფონდ “იავნანას" აქციაზე.

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

ძირითადი ტაძრის მშენებლობა 2700 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს, თუმცა მახათას მთაზე გათვალისწინებულია არა მხოლოდ ერთი შენობა, არამედ მთელი სამონასტრო კომპლექსის, საგანმანათლებლო ცენტრის, ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის თავშესაფრის, ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრისა და მომლოცველებისათვის სასტუმროს აგება.


მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

მთავარი ტაძრის საძირკველში მოთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანებული სიწმინდეები, ასევე ქვები, რომლებიც მოსახლეობამ პატრიარქის კურთხევით მიიტანა მახათას მთაზე და მათზე მათი და მათი ახლობლების სახელებია დაწერილი.

ამ დროისათვის ძირითადი ტაძრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს მიუხედავად ზამთრის სეზონისა და ბოლო დროს არსებული ცივი ამინდებისა.მისი დასრულება 2017 წლისათვის იგეგმება.უკვე დაწყებულია ეზოსა და გალავნის მოწყობა, მიმდინარეობს ტაძრის გარე ფასადის მოპირკეთება.სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ბკ კაპიტალი" აწარმოებს.

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიმახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი უნიკალურია გამომდინარე იქედან, რომ მის მშენებლობაში მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე ქართული ემიგრაცია.

“ყოველი, ვინც შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში" (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II).მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიმახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

0
348
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0