x
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება) რეჟიმის ბოლო დღეები
31 იანვარი, 20:37

imageდილა გათენდა,
რაღაც სხვანაირი. ბადრი ჩუმად დადის აღარ გვითვალთვალებს, რადიოს აღარ გვიმოწმებს.
იციან რომ გასაგები უკვე გავიგეთ. გლდანის საპყრობილის ეზოში საპატრულო პოლიციის
20 მდე თანამშრომელი შემოვიდა. აქამდე არასოდეს გვინახავს პატრულის თანამშრომლები ციხეში
ალბათ ვიღაცას აიყვანენ თქვა ვანომ. მაგრამ პოლიციელები შენობაში შევიდნენ. რადიოდან
გავიგეთ რომ კალმახელიძე გადადგა მიშას უთქვია არაფერი ვიცოდი, ყველაფერი თამაზაშვილმა
და ბედუკაძემ დადგესო. გამეცინა და მიშას პატრონი გულიანად მოვიკითხე გულშივე. თურმე
მთელი თბილისი ფეხზე დგას, აქციები იმართება იმასაც ამბობენ რომ გლდანის ციხესთან პატიმრების
ოჯახის წევრები არიან შეკრებილიო. ჩვენამდე ხმა არ აღწევს. სტუდენტებმა ფილარმონიასთან
აქცია დააანონსეს და მოსვლას აპირებენ ციხესთან.ყველა იმის ფიქრშია თუ რა მოხდება.
ამბობენ რიგგარეშე პაემნები იქნებაო. ბადრიმ ყველას დაგვიძახა. ბიჭო არ იფიქროთ რომ
თქვენი დრო მოვიდა, აი თუ მიშა აღარ იქნება მერე დაგვენძრევა ყველას. მაგრამ მაგას
საქართველო უყვარს და არსად წავა. ვინც ბოლო ორი დღეა ტვინს ტყნავს კი ეს ყველაფერი
რომ დაწყნარდება დედას მოუტყნავს უფროსობა. ამ საუბრის დროს ოფიცერმა შემოიხედა ბადრიმ
ვანათლებო უთხრა მახოს გაეცინა და გავიდა. მერვეს ეზოში ჟურნალისტები გამოჩნდნენ ჟურნალისტებთან
ერთად სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუშიცაა. ფანჯრებიდან პატიმრების ხმა
ისმის. მოგვხედეთ ხალხო გვხოცავენ, გვაგინებენ გვემუქრებიან, ყველაზე ხშირად პატიმრები
ოლეგ ფაცაციას, კილერას, ლევან ბეშქენაძის, ბუთლიაშვილის კვარაცხელიას, სახელებსა და
გვარებს ასახელებენ. შემოდით კამერაში და მოგიყვებით ყველაფერს. მინისტრს და მედიას
პატიმრები ხვადასხვა კორპუსებში ეპატიჟებიან. ტუღუში დ კორპუსში შევიდა. მერვედან მინისტრი
პირდაპირ ჩვენს დაწესებულებაში წამოვიდა ასე საათნახევრის მერე. პატიმრებს არ შეხვედრია
დირექტორთან იყო შესული ასე ნახევარი საათი გაგრძელდა შეხვედრა. ხუთსაათიან საინფორმაციოში
თქვეს რომ რამდენიმე ათასი სტუდენტი ფილარმონიიდან გლდანის ციხისკენ დაიძრა. ფეხით
მოდიან მოდიან და წამებას აპროტესტებენ. ასე შვიდ საათზე ციხის გალავანთან მეგაფონის
ხროტინი და პირველი შეძახილი გაისმა. არ დანებდეთ ბიჭებო ცოტაც გაუძელით ყველაფერი
კარგად იქნება, ისმოდა გარედან ახალგაზრდების ხმა. საგუშაგო კოშკებზე თითო გუშაგი დაამატეს.
ციხის ეზოში პატრულის თანამშრომლები ისევ გამოჩნდნენ.
თქვენ გენაცვალეთ
ბიჭებო, ცოტაც გაუძელით, ყველაფერი კარგად იქნება.


პატიმრებს გაუმარ-ჯოს, გაუმარ - ჯოს, გაუმარ-ჯოს,
ისმის გარედან.


უცებ საიდანღაც
შუშის მტვრევის ხმა გაისმა. მივხვდი ვიღაცამ კამერის ფანჯარა დაარახუნა, და მონოტონური
ხმა გაისმა


დრაგ,


დრაგ


დრაგ.


ერთ კამერას მეორე
აჰყვა, მეორეს მესამე,


პატიმრებს გაუმარ-ჯოს



ისმოდა გარედან,
შიგნით კი ფანჯრების ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რამდენიმე წუთში მერვე დაწესებულების
ყველა კამერის ფანჯრები მონოტონურ ხმას გამოსცემდა.


დრაგ


დრაგ


დრაგ


გუგუნებდა მთელი
ციხე გარედან კი ისევ ისმოდა.


პატიმრებს გაუმარ-ჯოს,



საქართველოს გაუმარ
- ჯოს,


ბიჭებო თქვენთანაა
მთელი საქართველო - გაჰკიოდნენ ახალგაზრდები, ბიჭები და გოგონები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
ხმა ნელ ნელა მიწყდა, შუმოკი კი არ წყდებოდა და ფანჯრები ისევ მონოტო ნურად ბრახუნებდა,
მოწოდებები და ლოზუნგები ისევ გაძლიერდა, როგორც ჩანს დემონსტრანტები წრეს არტყავდნენ
ციხის გალავანს რომ ხმა ყვლა პატიმრისთვის მიეწვდინათ. არ შეშინდეთ ბიჭებო აქ ვართ
მთელი ღამე არ მიგატოვებთ. ისმოდა გარედან.


დაბინდდა. „რბ“-ს
ეზოში ერთნაირად, სასწრაფო დახმარების სამი მანქანა შემოვიდე. რაღაც საშინელებას აპირებენ
გამიელვა გულში. ალბათობა რომ პატიმრები შუმოკისთვის დასაჯონ დიდია. არც სპეცდანიშნულების
რაზმის შემოსვლას გამოვრიცხავთ. ტალანში გამოვედი წყალი მინდა გადავივლო. დავინახე
რეჟიმის უფროსი და ციხის დირექტორი ზურაბ რუხაია თეთრი ხალათებით მოდიან, გამიკვირდა.
არასოდეს მინახია ეს ხალხი თეთრ ხალათებში.





მეორეზე აბანოს
რაღაც სჭირს. ასვლა მეხუთეზე მომიწია. რეანიმაციასთან ორი საკაცე დგას. კიდევ ერთი
რეანიმაციიდან გამოჰყავთ ზედ ერთ ერთი უგონოდ მყოფი პატიმარი წევს. ლიფტისკენ წაიყვანეს.
ვიბანავე და როცა კამერაში დავბრუნდი გარეთ კიდევ ორი სასწრაფო იდგა. ბიჭებმა მითხრეს
მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები გაჰყავთ საავადმყოფოშიო. უცებ რომელიღაც კამერიდან
ხმა გაისმება. პატიმრებო მე მოძღვარი ვარ. თქვენნაირი პატიმარი, ზუსტად ცხრა საათზე
ლოცვას წავიკითხავ და ვისაც ჩემი გესმით, თუ გაქვთ სანთლები ავანტოთ ფანჯრებში და ერთად
ვილოცოთ. ეს ერმილე თოთლაძის ხმა იყო. ის სასულიერო პირი პატიმრობაში გახდა. როგორც
ამბობენ წლების წინ ის ერთ ერთ ქვეყანაში ელჩად მუშაობდა და საზღვარზე ნარკოტიკით დაუჭერიათ.



-
ბიჭებო ცხრა საათია ახლა მე ლოცვას დავიწყებ ყოველი
ხაზის შემდეგ გავჩერდები და გაიმეორეთ. ასე ვილოცოთ ერთად შვიდგზის ლოცვები. მამაო
ჩვენო, რომელი ხარ ცთა შინა.




დაიწყო ერმილემ. ზუსტად
იგივე გაიმეორა გუგუნიტ მთელმა ციხემ, როგორც ეტყობა გადაძახება მოეხერხებინათ ერთმანეთისთვის
და თიტქმის ყველა კამერაში, ფანჯარაში სანთელი ენთო. ასე გუგუნით ჩავიკითხეთ ყველამ
9 საატიანი ლოცვა. როგორც გვითხრეს ხვალიდან 24 საატიანი პაემნები იწყება. ყველა პატიმარს
რიგგარეშე ნახავს თავისი ოჯახის წევრი. ოცდაოთხი საათი იმუშავებს ამანატები. მთელი
ციხე საგანგებო რეჟიმზეა გადასული. პატიმრები საკნებში ერტმანეთს გადაძახილით კითხულობენ
არკვევენ ვინ რომელ კამერაშია. ზოგი ბიძაშვილს ეძებს, ზოგი ძმას, ზოგი მეზობელს. გადაძახილი
მთელი ღამე გრძელდებოდა.

146
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
სტოკჰოლმის სინდრომი #5სტოკჰოლმის სინდრომი #5
თავი მერვე ლილი გულაღმა იწვა სინდის შელახულ , მტვრიან დივანზე, თვალებით სიბნელეს მიშტ...
შემთხვევა  მკვდარ სახესთანშემთხვევა მკვდარ სახესთან
- წარმომიდგენია, როგორ გეჩქარებოდათ ამ საბრალოს ნახვა, - წარმოთქვა სიდედრმა, ჩქარ...
ამერიკაში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნიამერიკაში ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნი
აინ რენდი ამერიკაში ძალიან ცნობილი მწერალი ქალია. პოპულარობა რ...
ინდოელი  პორნოვარსკვლავი მწერალი გახდაინდოელი პორნოვარსკვლავი მწერალი გახდა
"ინდოეთში ყველაზე სასურველი ქალის ვნებიანი მოთხრობები"-ასეთია სარეკლამო ...
6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ
ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალიან ...
პაულო კოელიო - 11 წუთი ( ამონარიდები )პაულო კოელიო - 11 წუთი ( ამონარიდები )
"11 წუთი" ცნობილი ბრაზილიელი მწერლის - პაულო კოელიოს მსოფლიო ბესტსელელრი...
ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"
"ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარ...
პაოლო კოელიო – 11 წუთიპაოლო კოელიო – 11 წუთი
"11 წუთი" ეს არის ზღაპარი, რომელსაც არ ჰყავს ზღაპრული პერსონაჟები... ეს არის ზღაპარი მე...
აფრიკელი ბიჭის ნათქვამიაფრიკელი ბიჭის ნათქვამი
როცა დავიბადე მე შავი ვიყავი. როცა გავიზარდე, შავი ვიყავი. როცა დიდხანს ვა...
დამივიწყე, თუ შეძლებ 4 ....დამივიწყე, თუ შეძლებ 4 ....
"დღეს ექვსზე ვრჩებით და პირდაპირ მაღაზიებში მივდივართ იცოდეთ უარი არ მიიღება" ერთ...