x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61778
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
საუკუნის ძარცვა ანუ ძმები კალაჩიანების ისტორია

image1977 წელს ერევანში მოხდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანკის ძარცვა, მძარცველებმა იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა 1, 5 მილიონი მანეთი მოიპარეს.


ბიძაშვილები, ნიკოლაი და ფელიქს კალაჩიანები საკამოდ განსხვავებული ხასიათის იყვნენ, ნიკოლაი მეოთხე კლასში იყო, როდესაც დედა და სიმსივნით მომაკვდავი მამა მიატოვა და ბოშათა ბანაკს შეუერთდა.იქ ბიჭუნამა ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო, შემდეგ კი მენაგვედ მუშაობდა.


მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლაის საშუალო განათლებაც არ ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით მხოლოდ ხარატის პროფესია შეისწავლა, მას ფანტასტიური ინტელექტი ჰქონდა და შეეძლო ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოექცია.


ერთხელაც ნიკოლაიმ შეკრიბა თანატოლები და მისი ხელმძღვანელობით შემნახველი სალარო გაძარცვეს.დამნაშავეებმა უქმე დღეს სალაროს კედელზე ნახვრეტი გააკეთეს და რამდენიმე ათასი მანეთი გაიტაცეს.მილიციამ მათი დაკავება ვერ შეძლო.


ნიკოლაიმ მალე მიაფლანგა ფული რესტორნებში და ამის შემდეგ დაბეჯითებით გადაწყვიტა, აღარ იმუშავებს რაღაც კაპიკებზე.მას ბანკის გაძარცვილს ახალი იდეები მოუვიდა, თუმცა ძველი პარტნიორები მას ამ საქმეში აღარ გამოადგებოდა.


ასეთი ადამიანი იყო მისი ბიძაშვილი ფელიქს კალაჩიანი.თუმცა ის სავსებით არ ჰგავდა თავის ძმას, იგი იყო წყნარი, პატიოსანი, შრომისმოყვარე, ოჯახს თავის ოფლით არჩენდა, თუმცა ფული მაინც არ ჰყოფნიდა ოჯახს.ამიტომ დროდადრო ერევანში მიდიოდა ხოლმე სამუშაოდ, ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს ნიკოლაიმ ბიძაშვილი "სერიოზულ საქმეზე" სასაუბროდ მიიწვია.


ნიკოლაიმ იცოდა, რომ ფელიქსი საოცარი ფიზიკური მონაცემებით დააჯილდოვა ბუნებამ.იგი ფანტასტიურად ძლიერი და მოქნილი იყო.ფელიქსი ისეთ ტრიუკებს აკეთებდა, რომ ზოგიერთი მათგანი თვით ცირკის არტისტებს და ტანმოვარჯიშეებსაც კი უჭირდათ.

თავიდან ფელიქსმა მკაცრად უკუაგდო ბიძაშვილის წინადადება, თუმცა ნიკოლაიმ იცოდა ფელიქსის სუსტი წერტილი:"როდემდე გინდა ასეთ სიღატაკეში გყავდეს ცოლ-შვილი?"


კრიმინალური დუეტის პირველი საქმე იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის ძარცვა.ნიკოლაი ოპერაციის ტვინი იყო, ხოლო ფელიქსი შემსრულებელი.კედლის განგრევის შემდეგ ბიძაშვილებმა დეფიციტური მაგნიტოფონები მოიპარეს.აღსანიშნავია, რომ მაგნიტოფონები ურიკით გადაიტანეს.როდესაც ფელიქსი ნაქურდალს მიაგორებდა მილიციის მანქანა გაჩერდა და ფელიქს ჰკითხა: "რა მიგაქვს?" "ძველი პური ღორებისთვის"-უპასუხა ფელიქსმა და პატარა ეშმაკობაც იხმარა–"დამეხმარე რა შენს მანქანას ჩავუბათ ურიკა!", თუმცა მილიციელმა უხეშად უპასუხა:"შენ თვითონაც მიიტან".


მაგნიტოფონები ძმებმა იაფად გაყიდეს და მიუხედავად ამისა 15 000 მანეთი ჩაიჯიბეს, საკმაოდ სოლიდური თანხა, იმ დროს ამ თანხით ორი "ჟიგული" მოგივიდოდა.


ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ქურდებს არც არავინ ეძებდა.მაღაზია ჩვეულებრივ განაგრძობდა მუშაობას, ვითომ არაფერი მომხდარა, ნიკოლაი მიხვდა, რომ მაგნიტოფონები "ლევად" იყო შემოტანილი და დირექტორს საქმის გასკდომის ეშინოდა.ასე, რომ მილიციაში განცხადება არც არავის შეუტანია.


ფელიქს კალაჩიანი ბედნიერი იყო, ფულის ნაწილი, ლენინაკანში, ოჯახში გააგზავნა, ხოლო დანარჩენი თანხით ნიკოლაისთან ერთად მოსკოვში საგრიალოდ გაემგზავრა.ფული მალე გამოელიათ და ნიკოლიამ გადაწყვიტა სახელმწიფო ბანკის გაძარცვა.


როგორაა ბანკის დაცვის სისტემა მოწყობილი და სად ინახებოდა ფული ნიკოლაიმ თავის ნაცნობისგან, ბანკის თანამშრომლის ზავენ ბაღდასარიანისგან გაიგო.მანვე აცნობა, რომ სახელმწიფო ბანკში დაახლოებით 100 მილიონი მანეთი ინახებოდა.ბაღდასარიანს ხელფასი 85 მანეთი ჰქონდა, ხოლო ნიკოლაი მას ფულში ბანაობას შეპირდა, სანიმუშო ყოფაქცევის ახალგაზრდა კაცისთვის ცდუნება უზრუნველ ცხოვრებაზე ძალზე დიდი იყო.


image

ძარცვის გეგმას ნიკოლაი ყველა მცირე დეტალითაც კი 5 თვის განმავლობაში ადგენდა.შემსრულებელი ფელიქსი უნდა ყოფილიყო.ძარცის დღედ პარასკევი დანიშნეს, იმისთვის, რომ დაკარგული ფული რაც შეიძლება გვიან აღმოეჩინათ.


ოპერაციის დროს რკინის ხერხთან, ჩაქუჩთან, ძალაყინთან, ხელის ბურღთან და თოკთან ერთად ნიკოლაიმ სამი ბოთლი წყალი და ქოლგა დაამატა.წყალი იმისთვის, რომ ფელიქსს ფიზიკური შრომის დროს წყალი მოსწყურდებოდა, ხოლო ქოლგას ნახვრეტის გაკეთების შემდეგ გაშლიდა, იმისთვის, რომ ბეტონის ნამტვრევების დაცემას იატაკზე ხმაური არ გამოეწვია.(პირველ სართულზე მილიცია იყო განთავსებული!!!)

image5 აგვისტოს საღამოთი ფელიქს კალაჩიანი საქმეზე გაემგზავრა, თუმცა შენობის სახურავზე ასულმა აღმოაჩინა, რომ კედელი ძალიან სქელია, მის განგრევას მთელი დღე ვარ დაამთავრებდა. ფელიქსმა სახურავიდან გადაიხედა და დაინახა, მესამე სართულზე ერთ-ერთ ფანჯარას რემონტის გამო მხოლოდ ცელოფანი ჰქონდა აფარებული.აი აქ გამოადგა პირველად თავის აკრობატული შესაძლებლობები ფელიქსს.იგი პირდაპირი გაგებით, სახურავიდან შეფრინდა ფანჯარაში.

imageიქ კი ჭერის გათხრა დაიწყო, 34 სანტიმეტრიანი ნახვრეტრის გაკეთების შემდეგ ფელიქსი თოკით ჩაძვრა საცავში და იქიდან 30 კილოგრამი ფული ნაწილ ნაწილ ამოიტანა, გატენა ზურგჩანთა და გამთენიისას საავადმყოფოში გაემგზავრა, სადაც ფეხდაზიანებული ნიკოლაი იწვა.ძმები ნაქირავებ ბინაში გაემგზავრნენ, სადაც დროებით გადამალეს თავიანთი ნადავლი.


image

ორშაბათ დილა გათენდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.გაუგონარი და არნახული ძარცვა!!! მოპარულია ასტრონომიული თანხა 1 525 000 ათასი მანეთი!(იმ დროინდელი კურსით დაახლოებით 2 მილიონი$).


საქმის კურსში ცკ-ი და თვით გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი ჩააყენეს.ოპერაციის დეტალებს პირადად ბრეჟნევს მოახსენებდნენ.

image


image


ფოტოებზე: საგამოძიებლო ექსპერიმენტი ფელიქს კალაჩიანი თავისავე გათხრილ ორმოში ძვრება.


გამოძიებას მხოლოდ ერთი ხელჩასაჭიდი ჰქონდა. თანხის დიდი ნაწილი, 100 მანეთიანი კუპიურები სერია АИ-თ იწყებოდა.ის მხოლოდ ახალი გაშვებული იყო ბრუნვაში.ბრეჟნევმა გასცა ბრძანება, შეეჩერებინათ და ამოეღოთ ყველა კუპიურა, რომელიც სერია АИ-ზე იწყებოდა.


ნიკოლაი კალაჩიანმა, რომელმაც თავის ბიძაშვილს მოსთხოვა, რომ ძირითადად 100 მანეთიანი კუპიურები წამოეღო, მალე მიხვდა თავის შეცდომას.ამიტომ ნიკოლაიმ შემდეგ ხერხს მიმართა და საკმაოდ ჭკვიანურსაც.გადაწყვიტა ტაშკენტში გადაეხურდავებინა ფულის ნაწილი, უფრო სწორად 3 % ობლიგაციები ეყიდა.მისი აზრით ტაშკენტში ამ ფულის ძებნაზე არავინ შეიწუხებდა თავს და მართალიც აღმოჩნდა.იქ 100 ათას მანეთს გაუკეთეს "ლეგალიზაცია".


მოსკოვში ნიკოლაის ჰყავდა საყვარელი ლუდმილა აქსენიოვი, სწორედ მისი ძმის ვლადიმერ კუზნეცოვის დახმარებით, რომელიც ტაქსისიტი იყო მძარცველებმა გადაწყვიტეს თანხის 3 % ობლიგაციებად განაღდება.


თავიდან ვლადიმერი ერთი-ორ ობლიგაციას ყიდულობდა ხოლმე, თუმცა ერთხელ ერთბაშად 6000 მანეთის ობლიგაციების შეძენა გადაწყვიტა, მოლარეს მხოლოდ 3 000 მანეთის ობლიგაციები აღმოაჩნდა და კუზნეცოვს მოცდა სთხოვა, "სანამ საცავიდან დანარჩენ ობლიგაციებს" ამოიტანდა.სინამდვილეში მოლარემ მილიციაში გადარეკა და შემოსული დიდი რაოდნობით АИ სერიის 100 მანეთიანებზე აცნობა. ამ დროს კუზნეცოვმა იყნოსა საფრთხე, მიატოვა 3 000 მანეთი დ გაიქცა.

image

მალევე ოპერატიულმა მუშაკებმა დაადგინეს ვლადიმერ კუზნეცოვის ვინაობა, მისი და, რომელსაც აღმოჩნდა, რომ სომეხი საყვარელი ჰყავდა. ბიძაშვილები 1978 წლი 6 ივნისს გვიან ღამით დააკავეს იმ დროს, როდესაც მათ 13 ათას მანეთად ავტომობილი იყიდეს და სოჭში გაქცევას აპირებდნენ.სათადარიგო საბურავში მათ ნაძარცვი ფულის ნაწილი ჰქონდათ გადამალული.


image

სასამართლომ ბიძაშვილებს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა.ამ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს.


სომხეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბაბკენ სარქისოვმა მოსკოვში უმაღლეს საბჭოში წერილი გააგზავნა კალაჩიანების შეწყალების თაობაზე, სარქისოვი აღნიშნავდა, რომ ისინი ახალგაზრდები არიან, ფელიქსს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.ის, რომ მათ არავინ მოუკლავთ და არავინ დაუსახიჩრებიათ.


ერევანმა იჩქარა თუ მოსკოვმა დააგვიანა პასუხი, ამის გარკვევას უკვე აზრი აღარ აქვს.ყოველ შემთხვევაში, როცა მოსკოვიდან პასუხი მოვიდა შეწყალების თაობაზე..კალაჩიანები რამდენიმე საათის დახვრეტილები იყვნენ.

image

3
4030
11-ს მოსწონს
1-ს არა
16
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
18 მარტი, 18:34
ახლახანს რუსულ სერიალში, სახელი არ მახსოვს. იყო გამოყენებული ეგ ამბავი. მძარცველები რა თქმა უნდა ქართველი ძმები. ცირკის აკრობატები დათო და გოგი ჩიქოვანები იყვნენ, აბა სოხებს ხომ არ გამოიყვანდნენ რუსები ბანკის მძარცველებად.
3 თებერვალი, 12:20
ეს ცნობილი ისტორიაა.....იქნებ ქოლგით მაინც გაგახსენდეს..თუმცა მაშინ პრესაში არ იწერებოდა აარაფერი..და ხალხში დადიოდა ხმები..ფილმების და წიგნების სიუჟეტებშიცაა გამეორებული.....გურამ ფანჯიკიძემ გაიმეორა ზუსტად ეს ამბავი "სპირალში"(ფილმიცაა გადაღებული)
3 თებერვალი, 12:10
სად პოულობ ამ ისტორიებს....მაგარი იყო. .... არ ვიცოდი ძარცვაზე თუ დახვრეტა იყო.....
0 1 3