x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიღარიბეში გაზრდილი დიადი ვარსკვლავები
image
ძნელია შეეწინააღმდეგო იმ ფაქტს, რომ ყოველ თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ბედი და იღბალი, თუმცა უფრო ძნელია წავიდეთ იმ უტყუარი ფაქტის წინააღმდეგ, რომლის თანახმად ჩვენივე წარმატება უშუალოდ ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. ცხოვრებაში ძირათადად ორი პრინციპია, ერთის თანახმად ადამიანთა განსაზღვრული ნაწილი მიზნის მისაღწევად ყველა დაბრკოლებასა და ბარიერს გადალახავს, ნაწილი კი უძლურია მათ წინააღმდეგ და ადვილად ყრის ფარ-ხმალს.


დღევანდელ ცხოვრებაში ფინანსურად არაუზრუნველყოფილი საზოგადოების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ სიტყვებს: "რა ანაღვლებთ ამ ცნობილ ვარსკვლავებს, ხარჯავენ ათასებს აქეთ-იქით", "აბა ერთი ეგენი მუშაობდნენ ქარხნებში გაუსაძლის პირობებში და მერე ნახავდნენ რა რთულია ცხოვრება" და სხვა მრავალი მსგავსი, თუმცა ვერც კი წარმოიდგენთ რა სიღარიბესა და სიდუხჭირეში უხდებოდათ მათ ყოფა შორეულ წარსულში, თუმცა ამბიციის გავლენითა და ნიჭის წყალობით შეძლეს და მიაღწიეს დიდებასა და ძალაუფლებას.


image


ერთი სიტყვით, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ, თუმცა დღეს ძალაუფლება მათ ხელთაა. აი ისინიც:




1. Jim carrey. კომედიური ჟანრების ფილმთა მეფედ წოდებული ჯიმი, რომელიც დღეს უკვე მილიონერია, საკმაოდ რთულ პირობებში გაიზარდა. ის 15 წლის იყო, როდესაც მამამ სამსახური დაკარგა და და-ძმებთან ერთად იძულებული იყო დამლაგებლად ემუშავა- ოჯახის რჩენის მიზნით. მოგვიანებით კი მეტალურგიულ ქარხანაში გადავიდა, სადაც იმუშავა მრავალი წელი, სანამ ფილმში შეთავაზება არ მიიღო და სწორედ აქ დაესვა მის სიღარიბეს წერტილი. "რომ არ განვითარებულიყო ჩემი სამსახიობო კარიერა, დღეს ალბათ ისევ ქარხანაში ვიმუშავებდი, რაც არ იქნებოდა ჩემთვის არანაირი პრობლემა"- ამბობს მსახიობი.

image


2. Tom Cruise. მხოლოდ ის არ კმაროდა მსახიობისთვის, რომ ის დაიბადა და იზრდებოდა ძალიან ღარიბ ოჯახში, მას ასევე უწევდა ძალიან ხშირად რთული ხასიათების მქონე მამის მხრიდან მრავალი დამცირების ატანა, რის გამოც ტომმა 15-ჯერ გამოიცვალა სკოლა აშშ-სა და კანადაში. თუმცა დღეს ერთ-ერთი ფავორიტი მამაკაცია და საკმაოდ შეძლებულიც.

image


3. Mariah Carey. მას შემდეგ რაც მერაიას დედ-მამა დაშორდა, დედას მარტოს მოუხდა მისი და ძმის გაზრდა. მარტოხელა დედა ვოკალის მასწავლებელი იყო, თუმცა სამსახური ქუჩაში არ ეყარა და რეგულარულად უწევდა მოსწავლეების დაბალ ფასად აყვანა. სწორედ ამის შემდეგ შეაყვარა მერაიას მუსიკამ თავი და დღეს ის ერთ-ერთი ძლიერი ვოკალისტია.

imageimage


4. Celine Dion. სელინი თოთხმეტ შვილიან ოჯახში უმცროსი ქალიშვილი იყო. ის ცხოვრობდა კვებერკში უფულო, თუმცა უდიდესი სიყვარულის მქონე ოჯახში. დღეს კი წარმატებული მომღერალი მილიონერთა სიაში ყოველთვის ხვდება.

imageimage



5. Jennifer Lopez. ჯეილო წარმოშობით პუერტორიკოელ მშობლებთან და დასთან ერთად ბრონქსში, პატარა ბინაში ცხოვრობდა. ინგლისურად ძალიან ცუდად საუბრობდა, თუმცა მიუხედავად ყველა სიდუხჭირისა, მასაც და დასაც მშობლები ცეკვისა და სიმღერის წრეზე მაინც ატარებდნენ. დღეს კი ჯეილო ერთ-ერთი მოთხოვნადი მსახიობი და მომღერალია.

imageimage


6. Selena Gomez. სელენას მშობლები 16 და 17 წლისანი იყვნენ, როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყნად. ბუნებრივია ასეთ ასაკში არასრულწლოვნებს ფინანსური პრობლემები რომ ჰქონდათ და პატარა სელენაც გაჭირვებით იზრდებოდა. 5 წლის ასაკში მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, გოგონას კი დედა ზრდიდა და არანაირ შრომას არ თაკილობდა იმისათვის, რომ გოგონა ღირსეულ გზაზე დაეყენებინა, ცხადია მისმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს პატარა სელენა წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მომღერალია.

imageimage


7. Nicki Minaj. ნიკი ძალიან დისფუნქციურ ოჯახში გაიზარდა. მისი მამა რეგულარულად მოიხმარდა ნარკოტიკსა და ალკოჰოლს, რისი ზემოქმედების ქვეშაც ძალადობდა ცოლსა და შვილებზე, ამიტომ ნიკის ღამის გათევა უმეტესად ერჩია სადმე სხვაგან და არა სახლში. დღეს კი არ ჩაივლის არცერთი რეიტინგი ცნობილებისა თუ სექსუალური უკანალის მქონე ვარსკვლავებისა, სადაც ნიკი არ მოხვდება.

imageimage


8. Eminem. ცნობილი რეპერის დედა 17 წლის იყო, როდესაც ის ამ ქვეყნად მოავლინა. ქმარმა ძალიან მალე მიატოვა და ის მოგზაურობდა ქვეყნიდან-ქვეყნებში უკეთესი ცხოვრების ძიებაში. ემინემი როდესაც გაიზარდა, მან გაწყვიტა დედასთან ურთიერთობა და აპატია მას ბავშვობა დაკარგული დრო, კარიერასაც ბუნებრივია საკუთარი ძალებით მოუყარა თავი და დღეს მას მთელი მსოფილო იცნობს.

imageimage


9. Jay-Z. უმამოდ ზრდიდა მისი დედა 4 შვილს. რაღა თქმა უნდა ოჯახს არ ულხინდა და რეპერმა მრავალჯერ აღიარა ის ფქატი, ოჯახის რჩენის მიზნით ნარკოტიკებით რომ ვაჭრობდა. დღეს კი ცნობილი რეპერი, ასევე მომღერლის- ბიონსეს მეუღლე და მილიონერი ადამაიანია.

imageimage


10. Вера Брежнева. ცნობილი მსახიობის, ტელე-წამყვანისა და მომღერლის (ჯგუფი ვია-გრას ყოფილი წევრი) ბავშვობა ძალზედ არასასურველი ფაქტებით შემოიფარგლება. მისი დედა-გალია მუშაობდა დამლაგებლად, მამა კი იყო ეტლს მიჯაჭვული ხეიბარი მას შემდეგ, რაც ავტოავარიაში მოყვა. ამიტომ პატარა ვერას სკოლის შემდეგ ხშირად უხდებოდა მუშაობა, რათა ოჯახს დახმარებოდა. ვერა ყოველთვის ცუდათ იხსენებს იმ ფაქტს, რომ სკოლის ბანკეტზეც ვერ წავიდა, რადგან ამის სახსრები არ გააჩნდა, ლამაზი კაბა კი მისი მხოლოდ პრიალა იდეალები იყო, თუმცა დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, წარმატებული და სასურველი ქალბატონია.

imageimage


P.S. ასე, რომ სჯობს შევეშვათ მათ ლანძღვას იმის გამო, რომ დღეს მილიონებს თავის მოვლაში ხარჯავენ, მათ ხომ ასეთი რთული ბავშვობა გამოიარეს და საკუთარი ნიჭითა და ამბიციებით მიაღწიეს ამ სიდიადეს.

10
1978
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1978
  
2016, 4 თებერვალი, 16:11
საერთოდ საქართველოში იმიტომ ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით, რომ თავისი არ გააჩნიათ
2016, 2 თებერვალი, 14:19
რატომ არის ბევრი ფერად კანიანი რომ ნარკოტიკებით ვაჭრობდა და მერე ხდებიან მილიანერი რეპერები? ასე იყოnotorius B.I.G. და 50 cent-ც
2016, 1 თებერვალი, 17:59
გმადლობთ შორე და ოთოო ;)
2016, 1 თებერვალი, 17:21
საინტერესო და ძალიან კარგია
2016, 1 თებერვალი, 15:47
კარგია გენაცვალეეე
2016, 1 თებერვალი, 15:09
მადლობა ალექს ;)
2016, 1 თებერვალი, 13:04
კარგი სტატიაა
2016, 1 თებერვალი, 12:04
მადლობა ჩემო საყვარელო
2016, 1 თებერვალი, 11:27
გავაზიარეეე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10