x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბაროკო პერიოდი და სტილი ხელოვნებაში

ეს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად ნებისმიერ სფეროში.სტილი ჩაისახა 1600 წლისთვის რომში, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად.
ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით - ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.

ამ სტილიდან მე მინდა ყურადღება გავამახვილო ძალიან ლამაზ და საინტერესო ქანდაკებაზე, რომელიცაა „პროსერპინას მოტაცება“.imageიგი შესრულებულია Gian Lorenzo Bernini– ის მიერ 1621–22წლებში.ბერნინი იყო 23 წლის როდესაც შექმნა თავისი შედევრი, რომელიც გამოსახავს პროსერპინას მოტაცებას ჰადესის მიერ.ბერნინი შთაბეჭდილებას ადვილად ახდენს გაზვიადებული მოძრაობებითა და ადვილად აღსაქმელი დეტალებით. ხელოვანი რომის პაპებთან და ზოგადად კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოებული პირი გახლდათ, რამაც გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მისი პოპულარობა, ოღონდ არამც და არამც ნიჭიერება.იგი ძირითადად, მითოლოგიურ და ძველი აღთქმის ისტორიებს გადმოსცემს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია: „ პროსერპინას მოტაცება“, დავითის რამდენიმე სკულპტურა, „აპოლონი და დაფნე.“.ეს განსაცვიფრებელი ქანდაკებები მაგალითია
ბაროკოს საუკეთესო სტილისა და ბერნინის უნარის მარმარილოზე მუშაობისა.პროსერპინას, ზევსის და დემეტრას ქალიშვილი, რომელიც ასევე მიწისქვეშეთის სამეფოსა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო, ერთ დღეს კრეფდა ყვავილებს როდესაც, ჰადესმა ქვესკნელის ღმერთმა მოიტაცა ის, რათა შეერთო ცოლად.როგორც ბერნინის სხვა ნამუშევრები ესეც სავსეა ემოციებით და დაძაბულობით.ფიგურები იხვევიან და იჭიმებიან საპირისპირო მხარეს, პერსეფონეს იმდენად ეზიზღება ჰადესი, რომ ხელითაც არ უნდა შეხება და ცდილობს მაჯით მოიგერიოს.ერთი შეხედვით ეს სცენა ძალადობასთან ასოცირდება და ჰადესიც მოძალადე პერსონაჟადაა წარმოდგენილი, მაგრამ მეორე მხრიდან სადაც
მისი თითები პერსეფონეს ფეხზე და წელზეა შემოხვეული იმდენად ამაღელვებელი და ლამაზია, რომ სასიყვარულო სცენას მიაგავს.ეს ადგილები ისე ბუნებრივად და ოსტატურადაა შესრულებული, რომ ქანდაკების ფერის უგულებელვყოფისას ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ.
imageმიწისქვეშა სამყაროს მბრძანებელი, პლუტონი(ჰადესი) წარმოადგენს მოძალადე ადამიანის განსახიერებას. პროსერპინას მოტაცება, ადამიანის სულის სიმბოლოა, რომელზედაც ხორციელდება თავდასხმა, გარყვნა და რომელიც ჩათრეულია ჰადესის პირქუშ სიღრმეში. ჰადესის სამყარო კი ცნობიერების მატერიალური, ობიექტური სფეროს სინონიმია.

0
894
შეფასება არ არის
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0