x
არ გაზარდოთ მოძალადე შვილები!
31 იანვარი, 14:02


imageქალთა უფლებების დარღვევა დღეს ძალიან აქტუალურია. ყველა ამბობს რომ ქალის უფლებები ირღვევა თუმცა მე ასე არ ვფიქრობ.
დღეს საქართველოში ის სიტუაცია ნამდვილად არ არის რომ ეს ვთქვათ. ბოლოს და ბოლოს თავდაცვის მინისტრი ხომ ქალია. დღეს დღეობით სამსახურში აყვანაზე უარს მხოლოდ იმიტომ არ გეტყვიან, რომ ქალი ხარ. თუკი ვინმე ჩვენს უფლებებს არღვევს ეს ისევ ჩვენ ვართ. რატომ ვაძლევთ სხვებს უფლებას რომ დაგვჩაგრონ?! რატომ ვაძლევთ უფლებას რომ გვაგინონ? გვცემონ? დაგვამცირონ? მოდით სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში ნუ გვთხოვდებით 15 წლის ასაკში და ორი თვის გაცნობილ ადამიანს ნუ გავყვებით ცოლად. ადამიანის ამოსაცნობად დროა საჭირო. დამიჯერეთ არ არსებობს ადამიანი რომელიც ურთიერთობისას არ გამოავლენს თავისი ხასიათის ბნელ მხარეებს. მოდით აბა ვცადოთ და არ გავთხოვდეთ თვალებდაბრმავებულები, გავიხედოთ წინ წარმოვიდგინოთ მომავალში როგორი მამა შეიძლება იყოს ჩვენი მეორე ნახავარი. ის მხოლოდ ქმარი არ უნდა იყოს ჩვენთვის, ის ჩვენი მამაც, ძმაც და მეგობარიც უნდა იყოს. ჩვენს მომავალ შვილს არ უნდა ყავდეს მოძალადე მამა.
არის კიდევ რაღაც რაც უნდა გავითვალისწინოთ. გაუაზრებლად თუ გააზრებულად ჩვენ თვითონ ვუქმნით საფრთხეს მომავალ თაობას, მომავალ ქალებს,
რომლებიც შესაძლოა ჩვენი შვილის ცოლები გახდნენ. მე მინდა მოგმართოთ დედებო, რომლებსაც ვაჟები გყავთ ძალიან გთხოვთ ნუ გზარდით მოძალადე შვილებს, ძალიან გთხოვთ ასწავლეთ თქვენს შვილებს ქალის პატივისცემა, პირველ რიგში თქვენი, შემდეგ მისი დის, ან მეგობრის, ან უბრალოდ მეზობელი გოგონასი, მომავალი ცოლის, შვილის არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, მაგრამ ასწავლეთ რომ როდესაც ქალს დაინახავს მასზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდეს და არა დაჩაგვრის, ძალადობის.
რამდენიც არ უნდა იძახოთ ქალებო რომ ძლიერები ხართ და მამაკაცი არ გჭირდებათ დამიჯერეთ თქვენ უფრო ძლიერები იქნებით თუ გვერდით ღირსეული მამაკაცი გეყოლებათ, რომელიც დაგიცავთ გვერდში ამოგიდგებათ და იზრუნებს თქვენზე და თქვენს შვილებზე.
მაგრამ თუ მაინც ვერ გათვალეთ თქვენი მომავალი ქმრის ხასიათი არ მისცეთ თქვენი დაჩაგვრის უფლება, თუკი ის ერთხელ მაინც აწევს თქვენზე ხელს შესაძლოა ეს კიდევ ბევრჯერ განმეორდეს. ამიტომ მიატოვეთ ის და დაიწყეთ მარტომ ცხოვრება ბავშვებთან ერთად. უამრავი მარტოხელა დედაა რომელიც შვილებს მარტო ზრდის და შესაძლოა თავიდან ძალიან უჭირთ, მაგრამ შემდეგ მაინც გამოსდით ყველაფერი. არ აყურებინოთ ბავშვებს ძალადობა რადგან ეს ხელს შეუწყობს მომავალი მოძალადეების გაზრდას. დაიწყეთ ცხოვრება თავიდან. ქალი ხომ მამაკაცზე ბუნებით ბევრად ძლერია. ღმერთი აუცილებლად მოგცემთ შანსს და გადმოგხედავთ მოწყალების თვალით. გჯეროდეთ მომავლის და ყველაფერი კარგად იქნება.





81
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:სახვაძე
სახვაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მოღალატე ქალს საოცარი სიურპრიზი მოუმზადა შეყვარებულმა მამაკაცმა!მოღალატე ქალს საოცარი სიურპრიზი მოუმზადა შეყვარებულმა მამაკაცმა!
მამაკაცმა თავის გოგონას სასტიკი "გამოსამშვიდობ...
მარადიული სიყვარული:მითი თუ რეალობა?!მარადიული სიყვარული:მითი თუ რეალობა?!
სიყვარული-ესაა კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა, ქიმიური ურთიერთობების ფსი...
"თემქის მიწა დაგიტევს, სამყარო ვერ გიტევდა?!""თემქის მიწა დაგიტევს, სამყარო ვერ გიტევდა?!"
პეტრე კოლხის ემოციური პოსტმა გარდაცვლილზე საზოგადოების დიდი ტკივი...
ცნობილი ადამიანები, რომლებიც მეუღლეებს სცემდნენცნობილი ადამიანები, რომლებიც მეუღლეებს სცემდნენ
საქართველოში, ქმრისგან ცოლის ცემა, უკვე დიდი ხანია გასაკვირი ...
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებად რუსები დასახელდნენმსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებად რუსები დასახელდნენ
რაღა თქმა უნდა ყველა ადამიანი არის ინდივიდი და სილამაზეც მეტ-...