x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61778
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
მარკეტინგის არსი და სტრუქტურა ბიზნესში

image

მარკეტინგის სოციალურ-ეკონომიკური არსის გრკვევისთვის აუცილბელია დადგინდეს მისი მთავარი დანიშნულება და არსებითი ნიშნები.


საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ემყარება ბიზნესის თავისუფლებასა და კონკურენციას, ნებისმიერი სფეროსგან მოითხოვს სამეურნეო საქმიანობის, ანუ ბიზნესის, წარმოებას ბაზარზე (მომხმარებელზე) მაქსიმალური ორიენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია ბიზნესის ფუქციონირების შეწყვეტა.



ფირმის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად შექმნილ შრომის პროდუქტს, როგორც წესი, უნდა გააჩნდეს მომხმარებელი. შესაბამისა ფირმა, მიუხედავად პროფილისა, ბიზნესის დაწყებამდე, ვალდებულია საფუძვლიანად გაერკვეს ბაზრის
კონიუქტურაში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს საბაზრო მოთხოვნის შესაბამისი საქონლის წარმოება. ცხადია, დიდი შეცდომაა ჯერ აწარმოო საქონელი, ხოლო შემდეგ იფიქრო როგორ გაყიდო იგი. მწარმოებელმა თავიდანვე უნდა განსაზღვროს, თუ რა შეიძლება გაიყიდოს იმისგან, რისი წარმოებაც შეუძლია ფირმას.


აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვის ფრიად აქტუალურია მარკეტინგის სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული ტექნოლოგიების
აქტიური გამოყენება. ბიზნესის არსებობის გახანგრძლივებისა და ეფექტიანი წარმართვის ძირითადი პირობაა საქმიანობის მარკეტინგული მიდგომით წარმართვა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ბიზნესის მომხმარებელთა თვალით დანახვას საჭიროებს. მარკეტინგის არსის შესახებ თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ერთიანი მოსაზრება არ არსებობს, მაგრამ მარკეტინგის განმარტებების უმეტესობაში ძირითად პრინციპად მომხმარებელზე ორიენტაციაა აღიარებული.

მარკეტინგმა, სანამ მის თანამედროვე მნიშვნელობას შეიძენდა, საუკუნოვანი ევოლუციის პერიოდი განვლო. XX საუკუნის დასაწყისში მარკეტინგს
ხშირად აიგივებდნენ გასაღებასთან, აგრეთვე, რეკლამასთან, რაც იმ ფაქტმა განაპირობა, რომ იმჟამად პროდუქციის სიჭარბე დიდ პრობლემას წარმოადგენდა. სინამდვილეში გასაღება და რეკლამა მხოლოდ ნაწილია მარკეტინგის კომპლექსისა, რომელიც ბაზარზე ზემოქმედების და სასურველი რეაქციის მიღებისთვის განკუთვნილი საშუალებების ნაკრებია, ხოლო მარკეტინგი მისი არსით ბევრად უფრო ფართო ცნებაა.
ზემოხსენებულ ცნებებს შორის განსხვავებსი ხაზგასასმელად ცნობილი ამერიკელი
მარკეტინგის პროფესორის ფ. კოტლერის აღნიშნავს: „უმრავლესობა შეცდომით აიგივებს
მაკეტინგს გასაღებასა და სტიმულირებასთან. გასაღება მისი მრავალი ფუნქციიდან მხოლოდ ერთია, ამასთან ხშირად არარსებული“. შესაბამისად, მარკეტინგი
არ შეიძლება მივაკუთნოთ ეკონომიკის რომელიმე სფეროს, ვთვათ, გასაღებას. გასაღება ეს არის არსებული საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია. მარკეტინგი კი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს: კლიენტთა მოძიებას, დაკმაყოფილებას,
თანამშრომლობის შემდგომ მომსახურებასა და შენარჩუნებას. გასული საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა მარკეტინგის სხვადასხვა განმარტება და მის ცვლილებას განაპირობებდა მსოფლიოს ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა. ამჟამად კი თანამედროვე მარკეტინგის არსი შეიძლება ასე განვმარტოთ: მარკეტინგი არის მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესწავლა-გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება მოგების მიღების მიზნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ „ მარკეტინგი მყიდველთა მოთხოვნილებებს გარდაქმნის საწარმოს
შემოსავლებად“.

როგორც აღმოჩნდა მარკეტინგის შესწავლა და აქტიური გამოყენება აუცილებელია თანამედროვე ბიზნესისათვის. მარკეტინგის არსში გასარკვევად საჭიროა შემდეგი ცნებების შესწავლა: საჭიროება, მოთხოვნილება, მოთხოვნა, საქონელი, გაცვლა, გარიგება, ურთიერთობები, ბაზარი. ისინი უნდა განვიხილოთ მარკეტინგული ჯაჭვის ლოგიკურ კავშირში მყოფ რგოლებად, რომელთა არსებობამაც მოითხოვა მარკეტინგის შექმნა. საჭიროება მარკეტინგის ამოსავალი იდეაა. საჭიროებაში იგულისხმება ადამიანის მიერ რაიმეს ნაკლებობის განცდის გრძნობა. საჭიროებები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. განასხვავებენ საჭმლის, ტანსაცმლის, გათბობის და სხვა სახის საჭიროებებს. საჭიროებები გამომდინარეობს ადამიანის ბუნებიდან და თუ ისინი არ დაკმაყოფილდა, ადამიანები შეიძლება დაიღუპონ ან თავი იგრძნონ უბედურად. საჭიროება, რომელიც სპეციფიკურ ფორმას იღებს ინდივიდის კულტურული დონის და პიროვნების ხასიათის მიხედვით, არის მოთხოვნილება. მაშასადამე, მოთხოვნილებაში იგულისხმება ის კონკრეტული ობიექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამა თუ იმ საჭიროებას. მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტების ხასიათი შეესაბამება ამა თუ იმ საზოგადოების წევრთა კულტურულ დონეს. მარკეტოლოგებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ინდივიდუალურ მოთხოვნილებათა შესწავლას. ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს განსაზღვრავს პიროვნების ხასიათი. ზოგიერთი ადამიანისთვის მთავარი სიმდიდ-რის დაგროვებაა, სხვა უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხოებას, ბევრისთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია. ყოველივე აღნიშნული გავლენას ახდენს ბიზნესზე. მოთხოვნილების ფულით უზრუნველყოფილი ნაწილია მოთხოვნა. სწორედ მოთხოვნა უდევს უშუალოდ საფუძვლად ბაზრის განვითარებას. ადამიანები იძულებულნი არიან ესა თუ ის საქონელი აირჩიონ არა მოთხოვნილების, არამედ მყიდველობითი უნარის მიხედვით. ამასთან, ნებისმიერი ადამიანი თუ საწარმო ცდილობს თავისი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება.

მაშასადამე, მარკეტინგული შეთავაზება მოიცავს როგორც ფიზიკური სახით არსებულ, ისე არამატერიალურ საქონელს. ფართო გაგებით მარკეტინგულ
შეთავაზებაში შედის, აგრეთვე, იდეა, ინფორმაცია, ორგანიზაცია, გაყიდვის ადგილი, ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. როგორც წესი, საქონლის გაყიდვის პროცესში გამყიდველი მომხმარებელს მისი პრობლემის გადაწყვეტას სთავაზობს.

ცხადია, ბაზარზე ორიენტაციისთვის აუცილებელია მარკეტინგის მართვის პროცესი, რომელშიც შეიძლება გამოიყოს შემდეგი მნიშვნელოვანი სტადიები:

1) ფირმის მიერ საბაზრო შესაძლებლობის ზუსტად განსაძღვრა;

2) ფირმის მარკეტინგული შესაძლებლობების შესწავლა-ანალიზი;

3) მიზნობრივი ბაზრების, სეგმენტების შერჩევა და საქონლის პოზიციონირება;

4) მარკეტინგული კომპლექსის შემუშავება და მისი მეშვეობით მიზნობრივ ბაზარზე ზემოქმედება.
ყოელივე ამისთვის საჭიროა ვიცნობდეთ მარკეტინგის კომპლექსებს, რადგანაც მრავალი მარკეტინგული გადაწყვეტილება ეხება მის ამათუიმ სტრუქტურულ ელემენტს.
მარკეტინგის კომპლექსის სტრუქტურული ელემენტებია „ოთხი პი“ (4P - Marketing Mix), რაც მათი ინგლისური დასახელებების პირველი ბგერებიდან მომდინარეობს.


1) საქონელი (product) - მომხმარებისთვის საჭირო საქონლის წარმოება და მომსახურების გაწევა;
2) სამოქმედო ადგლიმდებარეობის (place) ანუ პოზიციის შწორად შენარჩუნება;
3) საქონლის რეკლამირება (promotion), მომხმარებელთა ინფორმირება შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების შესახებ;
4) ფასი (Price) - სწორი ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება.

როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, თანამედროვე მარკეტინგი სრულიად ორიენტირებულია მომხმარებელზე, რაც ზრდის მისი გამოყენებით მიღებულ
სარგებელს და შესაბამისად ბიზნეს საქმიანობის უფრო ეფექტიანი წარმართვის განუყოფელ ნაწილად გვევლინება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტის ფილიპ კოტლერის განმარტებით „მარკეტინგი ბიზნესის ფილოსოფიაა“, ბევრი რამაა ნათქვამი და ყველაზე ლაკონურად გადმოსცემს მის არსს.

0
85
შეფასება არ არის
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:საბა ხერგიანი
საბა ხერგიანი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0