x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61747
  • ვიდეო:311220
  • სურათი:412166
შესავალი მარკეტინგში

image ბიზნესის წარმატებით განხორციელების აუცილებელი პირობაა მარკეტინგი. აღვნიშნოთ, რომ ბიზნესი მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობაა, სწორედ მომხმარებელთა კარნახით ხდება ბიზნეს საქმიანობის წარმართვა. შესაბამისად მარკეტინგი ბიზნესისათვის საქონელზე მოთხოვნის შექმნის, რაც შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე მისი შენარჩუნების და ამ გზით ეკონომიკური მოგების მიღების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.
ბიზნესით დაკავებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ხარისხიანი საქონლის შექმნა არ არის საკმარისი ბაზარზე დამკვიდრებისა და არსებობის გახანგრძლივებისთვის. ამავდროულად აუცილებელია მომხმარებლის მოძიება და მისი სწორი კუთხით
ინფორმირება, ყოველივე ეს კი ეფექტიანი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებით მიიღწევა.
თანამედროვე პირობებში ეფექტიან მარკეტინგად მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობა ითვლება. ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, მარკეტინგის არსი მომხმარებელთა მოთხოვნის შესატყვისი პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია და მოგების მიღებაა. მარკეტინგის გამოყენებით ბიზნესის მომხმარებელზე ორიენტირება კი შესაძლებელია მათი სურვილების, შეხედულებების, საქონლის მიმართ დამოკიდებულების შესწავლის საფუძველზე. ამის განხორციელება, თავის მხრივ, მოითხოვს მარკეტინგის არსში საფუძვლიანად გარკვევას, მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავების მეთოდთა დაუფლებას, მარკეტინგის კომპლექსის ელემენტების შესწავლას. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა თანამედროვე ბიზნესმენთათვის მარკეტინგის შესწავლისა და აქტიური გამოყენების აუცილებლობა.
ცნება მარკეტინგი (ინგლ. Market - ბაზარი) პირველად შემოვიდა აშშ-ს
ეკონომიკურ ლიტერატურაში XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. მარკეტინგის წარმოშობა
განაპირობა გასაღების სფეროში შექმნილმა პრობლემებმა, რაც გამოიწვია წარმოებული საქონლის სიჭარბემ. რის გამოც თავდაპირველად მარკეტინგი ესმოდათ როგორც გასაღების მეთოდი, რომლის მიზანი იყო მომხმარებლის მოძებნა იმ პროდუქციისათვის, რომელიც უკვე იყო წარმოებული, ან რომლის დამზადებასაც შეძლებდა მწარმოებელი. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მარკეტინგი გახდა საწარმოებისა და ფირმების საბაზრო და საწარმოო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ემყარება სამომხმარებლო მოთხოვნის ცოდნას. ამჟამად კი მარკეტინგი მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და მყიდველთა მოთხოვნის კომპლექსური შესწავლის საფუძველზე საქონლის წარმოება-გასაღების და მომსახურების გაწევის საქმიანობის ორგანიზების ხელშემწყობი სისტემაა. ამერიკელი სპეციალისტის ფ. კოტლერის განმარტებით მარკეტინგი არის ადამიანის საქმიანობის სახე, რომელიც მიმართულია გაცვლის გზით მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ.
როგორც ვხედავთ, მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესის წარმატებით წარმართვის აუცილებელი კომპონენტია, რაც მას ბიზნესის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

0
16
შეფასება არ არის
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:საბა ხერგიანი
საბა ხერგიანი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0