x
ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ
1 თებერვალი, 16:30

წყალი ჩვენთვის ყველაზე ჩვეულებრივი და უბრალო სითხეა, რომელთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება. ამასთან, წყალი უამრავ საიდუმლოს და სასარგებლო თვისებას მალავს. ამ სტატიაში განხილულა ყველაზე საინტერესო ფაქტები უბრალო წყლის შესახებ:

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წყალი ლოს-ანჯელესში იყიდება. Swarovski-ს ქვებით გაფორმებულ ბოთლში მოთავსებული 1 ლიტრი წყალი 90 $ ღირს.

imageimage

წყალი, როგორც სურდოს წამალი. იმის ნაცვლად, რომ ცხვირში ძვირადღირებული წვეთები ჩაიწვეთოთ, ინჰალაცია ჩაიტარეთ წყლის ორთქლით, რომელიც სასუნთქ გზებს ასუფთავებს – ცხვირის ნესტოებიდან – ბრონქების ჩათვლით.

image

image

პომიდორი 90 % წყლისგან შედგება.
imageimageყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება ავადმყოფობით, რომელიც მათ წყლიდან ედებათ.
imageimageიმ სახით, რა სახითაც ბუნებაშია, პლანეტაზე არსებული წყლის, მხოლოდ 1, 2 % გამოყენება შეიძლება.
imageimageწყლის სიბლანტე სრულ შესაბამისობაშია ცოცხალი ორგანიზმების კაპილარების ზომასთან. სიბლანტის ხარისხი უფრო დაბალი რომ იყოს, სისხლი უფრო სწრაფად იმოძრავებდა და უჯრედებს ჟანგბადით და საკვებით ვერ მოამარაგებდა, ხოლო თუ უფრო მაღალი იქნება – კაპილარებში გაიჭედება.

image

image

ერთი ავტომობილის საწარმოებლად, საშუალოდ, 147 631 ლ. წყალი იხარჯება.
image

image

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ატმოსფეროში უფრო მეტი წყალია, ვიდრე ყველა მდინარის წყალი, ერთად აღებული.
imageimageძროხამ 15 ლ. წყალი უნდა დალიოს, რომ 4 ლ. რძე გამოიმუშაოს.
imageimageზრდასრული ადამიანის სხეული, დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ხოლო ახალშობილის ორგანიზმის 80% წყალია. ადამიანმა ყოველდღიურად 2, 5 ლ. წყალი უნდა მიიღოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წყალი, ადამიანის ორგანიზმში შხაპის მიღების დროსაც ხვდება. გაუწყლოების შემთხვევაში, პრობლემები იქმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: 6-8% დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება, ხოლო 10-12% დაკარგვისას – კვდება.

imageimageმეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბგერას წყალში უფრო დიდი სიჩქარე აქვს, ვიდრე ჰაერში.
imageimageადამიანების მიერ, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის დახარჯული წყლის 35 % საპირფარეშოში დახარჯულ წყალზე მოდის.
imageimage1 კგ. ყავის წარმოებაზე, დაახლოებით, 22 000 ლ. წყალი იხარჯება.
imageimage 1 ცალი გაზეთის ქაღალდის საწარმოებლად, 300 ლ. წყალი არის საჭირო.imageimageწარმოებაზე დახარჯული წყლის 70% სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო 22% -მრეწველობაზე.
imageimageგანვითარებად ქვეყნებში, დაავადებების 80% წყლით გადაცემულ ინფექციებზე მოდის.
imageimage 18 ლ. წყალი 20 კგ-ს იწონის.
imageimageსაშუალოდ, აფრიკაში, დიარიით დაღუპულთა რიცხვი 5-10-ჯერ აღემატება, ომში დაღუპულების რიცხვს.

imageimageფეხმძიმის ორგანიზმში წყლის უკმარისობამ, შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.
imageimageსაზამთროში 93% წყალია.
imageimageგველს წყალში კბენა არ შეუძლია.
imageimageღრუბელს უფრო მეტი ცივი წყლის შეკავება შეუძლია, ვიდრე ცხელის.
imageimageბეჰემოთები წყლის ქვეშ იბადებიან.
imageimageიუგოსლავიაში არის უნიკალური ტბა ცირკნიცკო, რომელიც ზამთარში და ზაფცულში საერთოდ ქრება, ხოლო გაზაფხეუზე და შემოდგომაზე ბრუნდება, თევზებთან ერთად. imageimageხოლო ალჟირში არის ტბა, რომელიც «მელნით» არის სავსე. ამ წყლით წერაც კი შეიძლება.

imageimageანტარქტიდაში არის ტბა, რომლის მარილიანობა ზღვის მარილიანობას 11-ჯერ აღემატება და ის -50 გრადუს ტემპერატურაზეც კი არ იყინება.
imageimageთუ ყველა სასმელს, რასაც დღის მანძილზე ვიღებთ, წყლით ჩავანაცვლებთ, ჭარბი წონის პრობლემა აღარ გვექნება.
imageimageპლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ 1% გამოყენება შეიძლება სასმელად.
imageimageწყალი ამცირებს გულის შეტევის შესაძლებლობას. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამენ, ნაკლებად ემუქრებათ გულის შეტევის საშიშროება, იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2 ჭიქას სვამს დღეში.imageimageწყლის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს დიდი ხნის მანძილზე. წყალი მეორე ადგილზეა, საჭიროების მიხედვით, ჟანგბადის შემდეგ. საკვების გარეშე, ადამიანს 6 კვირა შეუძლია რომ გაძლოს, ხოლო წყლის გარეშე, მხოლოდ 6 დღე. ცხოვრების მანძილზე, 1 ადამიანი, საშუალოდ, 35 ტონა წყალს სვამს.
image

image დედამიწაზე წყლის საერთო რაოდენობა 326 მლნ. კუბ. კმ არის. აქედან მტკნარ წყალზე, მხოლოს 3 მლნ. კუბ. კმ. მოდის. ეს არის წყლის მარაგი, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.

imageimageთუ სახლში ონკანი გაფუჭებულია და წყალი გამუდმებით მხოლოდ ნემსის სისქეზე მოდის, 1 დღე-ღამის მანძილზე, 840 ლ. წყალი იღვრება.
imageimageწყალი – უჯრედების ბუნებრივი გამწმენდია: ის ასუფთავებს უჯრედებს მასში დაგროვილი მავნე ნივთიერებისგან და ამარაგებს ვიტამინებით და სხვა საჭირო ელემენტებით.
imageimageადამიანებმა, მარაგის სახით, სხვადასხვა ჭურჭელში, წყლის ისეთი რაოდენობა მოათავსეს, რომ ეს წყალი ოკეანეში რომ ჩაასხან, მსოფლიო ოკეანის დონე, დაახლოებით, 3 სმ-ით გაიზრდება.
imageimageწყალი — ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომლის სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში უფრო მაღალია, ვიდრე მყარში. ამ თვისების გამო, ყინული წყალში არ იძირება და ტბები და წყალსაცავები ფსკერამდე არ იყინება.
imageimage1963 წელს, ტანზანიელმა მოსწავლემ, ერასტო მპემბამ აღმოაჩინა, რომ ცხელი წყალი საყინულეში უფრო სწრაფად იყინება, ვიდრე ცივი. მის საპატივცემულოდ, წყლის ამ ფენომენს, მპემბას ეფექტი უწოდეს. მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს წყლის ასეთი თვისების მიზეზი ახსნა.

image

492
10-ს მოსწონს
37
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
2 თებერვალი, 9:42
ძალიან მომეწონა ...
1 თებერვალი, 17:18
დიდი მადლობა, გაიხარე
1 თებერვალი, 16:46
გავაზიარე
0 1 4
აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმააი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა
ყველა ადამიანი შეიძლება დავყოთ მხოლოდ ორ კატეგორიად: მათ, ვისაც უყვარს ძილ...
სამყაროს ყველაზე დიდი გველი - ტიტანობოა! (+ვიდეო)სამყაროს ყველაზე დიდი გველი - ტიტანობოა! (+ვიდეო)
ტიტანობოა ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-5...
20 საინტერესო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ20 საინტერესო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
1. პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის ბირთვ...
10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნ...
კლდის ცრემლები - იაპონიაკლდის ცრემლები - იაპონია
ფოტოგრაფებმა ტრევოტ უილიამსმა და ჯონათან გალიონმა შექმნეს სურათების სერია , , მტირალი...
ადგილები დედამიწაზე სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამსადგილები დედამიწაზე სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს
ადგილები დედამიწაზე სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს ...
თვითმკვლელი ცხვრებითვითმკვლელი ცხვრები
2005 წელს თურქეთის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა, უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ. მათი ...
კატებიკატები
კატა - ამაყად მოსიარულე ლეონარდო დი კაპრიო. კატა - ბეტმენი. ...