x
სტიგმა და საზოგადოება- ყოფილი პატიმრების სოციალიზაციის რთული პროცესი
30 იანვარი, 18:06

imageთითოეული ადამიანი უნდა
განისაჯოს მისი საზომით და არა სტერეოტიპებით. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოება
საკმაოდ სტიგმატიზირებულია გარკვეული საკითხების მიმართ. მათ შორის არის ყოფილი პატიმრებისადმი
არალიბერალური დამოკიდებულება, რაც გულისხმობს ერთგვარად მათ იზოლაციას საზოგადოებისაგან. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში, და არა მარტო აქ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული პატიმრები უამრავ პრობლემას აწყდებიან, ისინი სრულიად უსახსრონი და არსებულ რეალობას მოწყვეტილნი არიან. საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ასეთი პირების დასაქმების, გაუნათლებლობის, მატერიალური და სხვა პრობლემები. სამწუხაროდ, ამ პრობლემებს ისიც ემატება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გარკვეულწილად ზურგს აქცევს და უნდობლობას გამოხატავს მათ მიმართ. დამნაშავის იზოლაცია საზოგადოებისაგან უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე, ამიტომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ასეთ პირებს ესაჭიროებათ მინიმუმ ფსიქოლოგიური თანადგომა.
ციხიდან გამოსული ადამიანი, რომელმაც თითქმის ახლიდან უნდა დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, ხვდება გარემოში, რომელიც სავსეა რისკითა და სირთულით, და რომელიც არ არის მზად უზრუნველყოს სოციუმში ყოფილი პატიმრების პოზიტიური
რეინტეგრაცია.შედეგად, ისინი სრული უნდობლობისთვის არიან განწირულნი.
პატიმართა დიდი უმრავლესობა უბრუნდება საზოგადოებას, სადაც ეჯახება უამრავ სირთულეს, როგორიცაა:
*თავისუფლებასთან შეგუება
*პასუხიმსგბელობა
*უსიამოვნებები ქუჩაში
*პრობლემები ოჯახში
*პრობლემები სამართალდამცავებთან
*ურთიერთობები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან და ა.შ
გარდა ამისა, ყოფილ პატიმრებს პრობლემა ექმნებათ პირადი სოციალური ურთიერთობებისას. კონკრეტულად, უჭირთ როგორც ახალ, ასევე ძველ მეგობრებთან
და ნაცნობებთან ურთიერთობა. ეს გულისხმობს იმას, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ძველი მეგობრები" წყვეტენ ურთიერთობას, იმის გამო რომ აღარ ენდობიან მათ და ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სრცხვენიათ მათთან ურთიერთობა.გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები როდესაც ერთ-ერთი მშობელი უკრაძალავს შვილს მეორე მშობელთან
ურთიერთობას იმის გამო რომ ის იმყოფებოდა პატიმრობაში.ზოგჯერ ხდება პირადი ურთიერთობების შეწყვეტა ქორწინებამდელ ან ქორწინების შემდგომ პერიოდში.

ასევე, რთულია ახალი მეგობრების შეძენა რადგან როდესაც ადამიანი
იგებს კონკრეტულ პიროვნებაზე რომ იგი ყოფილი პატიმარია, უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებათ, გარდა ამისა უნდობლობაც დიდ როლს თამაშობს, ისინი ამჯობინებენ ყოფილი პატიმრისგან თავი შორს დაიჭირონ რათა რაიმე საფრთხე აიცილონ თავიდან.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც პატიმრები ამ უნდობლობის გამო აწყდებიან არის უმუშევრობა. პოტენციური დამქირავებელი, ხშირად უარს ამბობს ყოფილი პატიმრის სამსახურში აყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს კარგი კვალიფიკაცია და მოტივაცია. ეს განპირობებულია იმით, რომ ხშირად დამქირავებელი
ყურადღებას აქცევს ორ საკითხს: ერთ შემთხვევაში ისინი ფიქრობენ, რადგან მას წარსულში ჩადენილი აქვს დანაშაული, მნიშვნელობა არ აქვს რა სახის, ის აუცილებლად გაიმეორებს იგივეს. ხოლო მეორე შემთვევაში, დამქირავებელი ფიქრობს საკუთარ პრესტიჟზე, იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებამ შეიძლება უნდობლობა გამოუცხადოს იმის გამო, რომ მას ყოფილი პატიმარი ჰყავს დასაქმებული.

სასჯელმოხდილი ადამიანი ყოველთვის ეჭვს იწვევს საზოგადოებაში და არამარტო სამსახურში, არამედ უბანში ან ოჯახშიც კი ის პირველი ეჭვმიტანილია.
საზოგადოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულების გამო, ყოფილი პატიმრები ხშირად თავად ხდებიან მსხვერპლნი.ისინი იწყებენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქნით მათ როგორც ჯანმრთელობის
ისე ფინანსური თვალსაზრისით. ამ ყველაფრის გამო კიდევ უფრო შორდებიან საკუთარი ოჯახის წევრებს.

დისკირიმინაცია ყოფილი პატიმრების მიმართ კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას ასეთ პირს, რომელიც ისედაც არ იყო კარგად მომზადებული
„ციხის გარეთ“ ცხოვრებისათვის. მაგ: უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებით ციხიდან გამოსულმა პატიმარმა უნდა იშოვოს ბინა, სამუშაო, რითაც იგი შეძლებს თავისი თავისა და ოჯახის შენახვას, მაგრამ ხშირად „ყოფილი პატიმრის“ სტატუსის გამო მას უარს ეუბნებიან. დამქირავებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში თანმხდება ყოფილი პატიმრის დასაქმებაზე თუ მათ შორის დგას სააგენტო რომელიც თავდებად უდგება პატიმარს და მხარს უჭერს მას.საქართველოში მსგავსი ტიპის სააგენტოები საერთოდ არ არსებობს და ყოფილი პატიმნრების დასაქმების საკითხი ნაცნობ-მეგობრების და ახლობლებ-ნათესავების თანადგომასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, და ისიც არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებში.

მსოფლიოში ისევე როგორც საქართველოში ყოფილი პატიმრების
რეინტრეგაციას დაბრკოლებას უქმნის ტელევიზიაც. ტიპიური დღე იწყება იმის გამოაშკარავებით თუ რამდენი დანაშაული მოხდა, რამდენი დაიჭირეს და ა.შ. შეიძლება ეს აღწერა არ იყოს ზუსტი მაგრამ მთლიანობაში ხალხს მაინც ექმნება გარკვეული წარმოდგენა ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. ამავე დროს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გამოდის ციხიდან რომელსაც არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.სამწუხაროდ, სხვა მოვლენებთან შედარებით პატიმართა რეინტეგრაციის პრობლემა მასმედიით სათანადოდ არ შუქდება.

სირთულეები, რომლებსაც პატიმარი ხვდება ციხიდან
გამოსვლის შემდეგ, უამრავ კითხვას ბადებს:რა შეიძლება გაკეთდეს პატიმრების, მათი ოჯახების, საზოგადოებისა და ზოგადად სოციუმის დასახმარებლად.როგორ უნდა შეიქმნას ეფექტური სარეაბილიტაციო პროგრამის საფუძველი, როგორ შეიძლება შემცირდეს ის რისკი, რომელიც ისტორიულად ამ პრობლემასთან იყო დაკავშირებული.

1998 წელს, ნიუ-იორკის სამართლის ინსტიტუციამ ჩაატარა პანელური კვლევები 49 ყოფილ პატიმარზე, რათა დაედგინა ეფექტური რეაბილიტაციისათვის საჭირო პირობები.მსგავსი ტიპის კვლევები ჩატარებულ იქნა უცხოეთის მრავალ ქვეყანაში და ყველგან თითქმის იდენტური შედეგები იქნა მიღებული.

ამ საერთო შედეგებიდან გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ყოფილი პატიმრების სოციალიზაციის პროცესს. პირველ რიგში ეს არის ოჯახისაგან თანადგომა. როდესაც პირი გამოდის სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან, ხშირ შემთხვევაში პირველი ადგილი სადაც იწყებს ახალ ცხოვრებას, არის ოჯახი, მშობლები, ცოლ-შვილი და ა.შ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათგან უნდა მიიღოს პირველი მხარდაჭერა და თანადგომა. აუცილებლად უნდა ჰქონდეს მათი იმედი და აგრძნობინონ, რომ მას შეუძლია ისევ ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად იმ საზოგადოებისაგან მხარდაჭერა, რომლის ახლოსაც ის ცხოვრობს. იგი არ უნდა იყოს გარიყული წარსულში დაშვებული შეცდომის გამო, რადგან ასეთი იზოლაციით საზოგადოებამ გარკვეულწილად იგივე საქციელისკენ შეიძლება უბიძგოს. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს და გაიაზროს, რომ პიროვნების დისკრიმინაცია იმის გამო, რომ მას მოხდილი აქვს სასჯელი გარკვეული ვადით, ასევე დანაშაულია.

35
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...
მუკდახანში (ტაილანდი) ძველ სასაფლაოზე წარმოებული გათხრების ...
მომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდემომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდე
რეი კურცვეილი არის ერთ-ერთი თანამედროვე მიღწევების სფეროში უძლიერესი და ...
საუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდანსაუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდან
პაკისტანში ექიმები ორი ადგილობრივი მცხოვრების, ორი ...
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თ...
გემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთადგემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პროდუქტების ნაწილს ჩვენ მხოლოდ 20 წ...
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?
შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. როგორც ჩვენს დაბ...
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგ...
მითიური არსებები, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენმითიური არსებები, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენ
გრაფი დრაკულა 1890 წელს ირლანდიელმა მწერალმა ბრემ სტოკერ...
მომავალი სამყაროს პროგნოზი 2030 წლამდემომავალი სამყაროს პროგნოზი 2030 წლამდე
რეი კურცვეილი არის ერთ-ერთი თანამედროვე მიღწევების სფეროში უძლიერესი და ...