x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61747
  • ვიდეო:311220
  • სურათი:412166
რატომ აქვს ჯინსის შარვალს პატარა ჯიბე

image

image

ალბათ, ყველა, ვისაც თუნდაც ერთხელ სცმია ჯინსის შარვალი, დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ აქვს შარვალს მეხუთე ჯიბე.
როგორც აღმოჩნდა, დღემდე არ არსებობს ამ ჯიბის შარვალზე დამატების ზუსტი მიზეზი. სამაგიეროდ ზუსტად არის ცნობილი, რომ პირველად ეს ჯიბე 1873 წელს გაჩნდა Levi’s 501 მოდელზე.

image

image

image

ამ ჯიბის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს:

image

საათისთვის
სავარაუდოდ, ეს ყველაზე ნამდვილი და მისაღები ვერსიაა, რადგან Levi’s ფირმის კატალოგებში, ამ ჯიბეს დღემდე «watch pocket» ჰქვია. რაც გვაფიქრებინებს, რომ ის, იმ დროს პოპულარული, ჯიბის საათებისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ ხელის საათები ჯერ კიდევ არ არსებობდა და სპეციალური ჯიბის გარეშე, საათის ტარება მოუხერხებელი იყო. ჯიბის საათებისთვის, სპეციალური ჯიბე ჟილეტებზეც არსებობდა. მას შემდეგ, რაც შარვალზ პატარა ჯიბე გაჩნდა, ჟილეტის ჩაცმა საჭირო აღარ იყო.

image

image

image

ოქროსთვის
ოქროს მაძიებლები (კოვბოებთან ერთად) ლევი სტრაუსის პროდუქციის ძირითადი მყიდველები იყვნენ. აქედან გამომდინარე, არსებობს ვერსია, რომ პატარა ჯიბე, ნაპოვნი ოქროს მარცვლების შესანახად იყო დამატებული. ასეთ ჯიბეში ის უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ პატარა ჯიბე გაიხეოდა, ოქრო დიდ ჯიბეში ჩაიყრებოდა.

image

imageimageმონეტებისთვის
შეიძლება ჯიბე, ისევე როგორც ოქროს შემთხვევაში, ხურდა ფულისთვის იყო. იმ შემთხვევაში თუ მონეტები ჯიბეს გახეხავდა და გახევდა, ფული დიდ ჯიბეში ჩაცვივდებოდა.

image

imageimage

იარაღის კაფსულებისთვის
ერთი ვერსიის მიხედვით, კოვბოები ამ პატარა ჯიბეებში იარაღის კაფსულებს ინახავდნენ. მაგრამ ეს ჯიბე ნამდვილად არ იყო ტყვიებისთვის შექმნილი.

image

imageimageZippo-ს სანთებელისთვის
ყველაზე პოპულარული ვერსია, ვერსიებს შორის, არის სანთებელის ვერსია. ამ ვერსიის თანახმად, მეხუთე ჯიბე იმიტომ დაემატა შარვალს, რომ მასში Zippo-ს მარკის ბენზინის სანთებელი ჩაედოთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღნიშნული სანთებელები ბაზარზე 1932 წელს გამოჩნდა ანუ ჯიბის გაჩენიდან, 59 წლის შემდეგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით, როდესაც მოდაში Cricket-ის მარკის სანთებელები შემოვიდა, შარვლის პატარა ჯიბემ ფორმა შეიცვალა.

image

image

7
4303
17-ს მოსწონს
2
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
4 თებერვალი, 17:06
გასაღების ჩასადებად კიდევ
31 იანვარი, 22:51
ლალი
31 იანვარი, 15:34
დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის
31 იანვარი, 15:16
ძალიან საინტერესო იყო
30 იანვარი, 23:54
მადლობა
30 იანვარი, 22:31
ნუუ, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო თემა...
0 1 7